რობერტ ლევანდოვსკი სპეციალური ნიღბით ითამაშებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ "ტვიტერში" ნიღბის ფოტო დადო, რითაც ის "ბარსელონასთან" თამაშს შეძლებს.

"ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ!", - დაწერა ლევანდოვსკიმ "ტვიტერში".

შეგახსენებთ, რომ პოლონელმა ფორვარდმა ყბისა და ცხვირის მოტეხილობა დორტმუნდის "ბორუსიასთან" გერმანიის თასის მატჩში მიიღო.

"ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის მატჩი 6 მაისს, "კამპ ნოუზე", ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული