გარდა ამისა, გუნდში შეიძლება დაბრუნდეს მარიო გიოტცე, რომელიც "დორტმუნდის" ფანებმა, ფაქტობრივად, ანათემას გადასცეს "ბაიერნში" გადასვლის გამო.
"ბილდის" მიერ გავრცელებული ჭორების თანახმად, მუნდიალის გმირს გაცვლიან ილქაი გიუნდოგანში, რომელმაც არ გააგრძელა კონტრაქტი "ბორუსიასთან" და სხვაგან გადასვლის სურვილი გამოთქვა. თუმცა "დორტმუნდი" უარყოფს რაიმე წინადადებას გიოტცეს ტრანსფერთან დაკავშირებით, ხოლო სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა განაცხადა, რომ ამის შესახებ პირველად ესმის.
* * *
ამასობაში გაირკვა, რომ "ბორუსიის" ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"