ბუნდესლიგა. XXXII ტურის წინ: ფინალი მესამე ადგილისთვის

AutoSharing Option
ფოტოზე: კისლინგი გლადბახელების გარემოცვაში
32-ე ტურში, ფაქტობრივად, მესამე ადგილის ბედი წყდება. "ბორუსია-პარკზე" "გლადბახი" ეცდება, მინიმუმ, არ წააგოს "ლევერკუზენთან" და შეინარჩუნოს მესამე პოზიცია, ხოლო მოგების შემთხვევაში, თითქმის გარანტირებული ექნება მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში.

"გვინდა ამ მატჩში გადავწყვიტოთ ყველაფერი. მოგების შემთხვევაში ხუთი ქულით გავალთ წინ და ეს მიზნისკენ გიგანტური ნაბიჯი იქნება. თუ კონცენტრირებულნი გავალთ მოედანზე, მოგების კარგი შანსი გვექნება", - ამბობს "გლადბახის" შემტევი ნახევარმცველი იბრაჰიმა ტრაორე, რომელმაც გასულ ტურში პირველი გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში.

მაგრამ მოგება ძალიან ძნელი იქნება.
შესაძლოა, რთული დასაჯერებელია, მაგრამ "გლადბახს" 1989 წლის თებერვლის შემდეგ არ მოუგია "ლევერკუზენისთვის" საკუთარ მოედანზე. ეს სერია 22-მატჩიანია. აქედან ექვსჯერ "ბაიერმა" მოიგო და 16 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

სერიოზული დანაკლისია "ლევერკუზენისთვის" ქარიმ ბელარაბის არყოფნა, რომელსაც ხუთი ყვითელი ბარათი დაუგროვდა. ეს დიდად დააზარალებს სტუმრების კონტრშეტევებს, თუმცა "ბაიერს" ჰყავს იულიან ბრანდტი, რომელიც ბოლო სამი ტურია, გოლის გარეშე არ ტოვებს მოედანს.

ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია: "ბორუსია" ზედიზედ 11 ტურია (+8=3) არ აგებს, "ლევერკუზენი" - 10 მატჩია (+8=2) არ დამარცხებულა. ორივე გუნდმა მოაგვარა დაცვაში პრობლემები, რაც პირველ წრეში აწუხებდათ და გოლებს თითქმის აღარ უშვებენ. როჯერ შმიდტის გუნდს განწყობაც შესანიშნავი აქვს - ბოლო ტურში უპრობლემოდ დაამარცხა "ბაიერნი" და ახლა "ბორუსიას" წაუგებელ სერიას ემუქრება.

მოკლედ, ეს არის მატჩი, რომელშიც ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი, ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, შაბათს დაველოდოთ.

სავარაუდო შემადგენლობები
გლადბახი: ზომერი, კორბი, იანტჩკე, ბროუერსი, ვენდტი, კრამერი, ჯაკა, ჰერმანი, ჯონსონი, რაფაელი, კრუზე.
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, იედვაი, თოფრაქი, ვენდელი, რაინარტცი, როლფესი, ბრანდტი, ჩალჰანოგლუ, სონი, კისლინგი.

* * *
ტურის კიდევ ერთი მთავარი მატჩი დღეს, 8 მაისს, გაიმართება. ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი "ჰამბურგი" თავის პირდაპირ კონკურენტ "ფრაიბურგს" უპირისპირდება.

ბრუნო ლაბადიას მოსვლის შემდეგ ჰამბურგელები გამოცოცხლდნენ - სამი მატჩიდან ორი მოიგეს, "ფრაიბურგმა" კი პირიქით, გაირთულა საქმე, როცა წინა ტურში კიდევ ერთ კონკურენტთან, "პადერბორნთან" შინ წააგო და ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

მეორე წრის ერთ-ერთი მთავარი კითხვა ასე ჟღერს - მოიგებს თუ არა სეზონის მეორე ნახევარში პირველ თამაშს "ჰანოვერი" (ამ გუნდს 15-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - 7-8). ამ გუნდსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს და გასულ ტურში პროგრესიც აშკარა იყო - "ჰანოვერმა" ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და სტუმრად 0:2-დან გადაარჩინა შეხვედრა "ვოლფსბურგთან".

თუ ეს პროგრესი გაგრძელდა, შესაძლოა, "ვერდერის" ძლევა მოხერხდეს, მაგრამ ბრემენელებმა წინა ტურში მოგებით დაამტკიცეს, რომ არ აპირებენ, უარი თქვან ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლაზე. ასე რომ, "მუსიკოსები" ამ მატჩში უმოტივაციოდ არ იქნებიან.

"ჰამბურგის" მსგავსად, აუტსაიდერებს შორის პროგრესი აქვს "პადერბორნს", რომელიც ცოტა ხნის წინ ყველას ჩამოწერილი ჰყავდა. არ იყო გოლები, ქულები, მაგრამ ახლა დებიუტანტმა ბოლო ოთხ მატჩში შვიდი ქულა დააგროვა და შედარებით ამოისუნთქა. ამ ტურში "პადერბორნს" რთული მეტოქე ჰყავს "ვოლფსბურგის" სახით.

ამ გუნდმა ბოლო ტურებში ბევრი ქულა დაკარგა და დაწევის საშუალება მისცა "გლადბახსა" და "ლევერკუზენს". ასე რომ, "მგლებს", მშვიდად რომ იგრძნონ თავი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაში, "პადერბორნთან" მოგება სჭირდებათ.

შესაბამისად, აუტსაიდერი მეორეადგილოსანს ცუდ დროს გადაეყარა, თუმცა ისიც გვახსოვს, რომ "პადერბორნმა" პირველ წრეში სტუმრად "მგლებთან" ფრეს მიაღწია.

აუტსაიდერებს შორის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში "შტუტგარტია", რომელიც თითქოს კარგად თამაშობს, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ქულებს კარგავს.

"ჩვენ იმაზე კარგი გუნდი გვყავს, ვიდრე ადგილი გვიკავია გათამაშების ცხრილში", - ამბობს მარტინ ჰარნიკი.

"შვაბებს" უკან დასახევი გზა არ დარჩათ - მოგების გარდა, ნებისმიერი სხვა შედეგი თითქმის მეორე ბუნდესლიგაში დარჩენას ნიშნავს.

ბუნდესლიგა. XXXII ტური
პარასკევი. 8 მაისი
ჰამბურგი-ფრაიბურგი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დრობნი, კლებერი, ბეჰრამი, ილიჩევიჩი, ნ. მიულერი, გრინი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 მატჩი: +13=11-7 (49-25)

შაბათი. 9 მაისი
ბაიერნი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შტარკე, ალაბა, ბენატია, რიბერი, ბადშტუბერი, რობენი, როდე - კალსენ-ბრაკერი, რაინჰარდტი, კაიუბი, პარკერი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +6=0-1 (16-3)

დორტმუნდი-ჰერტა 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბლაშჩიკოვსკი, გროსკროიტცი, შაჰინი, კირხი, რამოსი - იარშტეინი, ბაუმიოჰანი, ბენ-ჰატირა, ჩიგერჩი, შიბერი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 55 მატჩი: +24=14-17 (98-78)

გლადბახი-ლევერკუზენი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ბელარაბი
ტრავმა: შტრანცლი - პაპადოპულოსი, გონსალო კასტრო, კრუსი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 64 მატჩი: +15=26-24 (95-121)

ჰანოვერი-ვერდერი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პანდერი, სტანკევიჩუსი, ბიტენკურტი, მილერი, ჰოფმანი, ა. ზობიხი - ბუში, გალვესი, კალდიროლა, გარსია, ლორენცენი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 53 მატჩი: +11=14-28 (71-121)

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდერსონი, კიტელი, მაიერი - შტოლცი, ზიულე
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 მატჩი: +2=3-6 (13-17)

შტუტგარტი-მაინცი 20:30
დისკვალიფიკაცია: - ბროსინსკი
ტრავმა: - სოტო, ჰოფმანი, ნედელევი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 მატჩი: +7=5-5 (29-26)

კვირა. 10 მაისი
პადერბორნი-ვოლფსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბურხერტი, ბერტელსი, მეჰა, დუკში - ფელიპე
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=1-0 (1-1)

კიოლნი-შალკე 19:30
დისკვალიფიკაცია: - ჰუნტელაარი
ტრავმა: ოლკოვსეი, დეივერსონი, ჰელმესი - გიფერი, აიჰანი, უჩიდა, ობასი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 77 მატჩი: +33=18-26 (134-117)

ბომბარდირები:
19 - ალექს მაიერი (აინტრახტი); 17 - არიენ რობენი (ბაიერნი); 16 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - ბას დოსტი (ვოლფსბურგი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 13 - ფრანკო დი სანტო (ვერდერი), თომას მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული