"მიუთმენლად ველოდები ახალ ნაბიჯს კარიერაში. ძალიან კარგი საუბარი მქონდა კლაუს ალოფსთან და დიტერ ჰეკინგთან. ამის შემდეგ მივხვდი, რომ მინდა, მათ შევუერთდე, რადგან "ვოლფსბურგის" სტილი ერგება ჩემს მანერას, თან მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ.
მაგრამ ახლა მთლიანად ვარ კონცენტრირებული "ბორუსიის" შემადგენლობაში ბოლო ორ მატჩზე. ზაფხულის პაუზის შემდეგ კი ვეცდები, სარგებლობა მოვუტანო ჩემს ახალ კლუბს",
ამ სეზონში მაქსმა 30 მატჩი ჩაატარა გერმანიის ჩემპიონატში, გაიტანა 11 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"