ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდო ევროპის საუკეთესო ლიგების ყველა დროის ბომბარდირია - მან 367 გოლი გაიტანა და ეს აბსოლუტური რეკორდია. 3 გოლი მან პორტუგალიაში შეაგდო, 84 ინგლისში და 280 ესპანეთში. და აქ მხოლოდ ეროვნული პირველობების გოლები ითვლება.

პრემიერლიგა: 50-ე და უიღბლო
* 1994/95 წლების სეზონის შემდეგ პირველად, "ტოტენჰემი" ჩემპიონატს "არსენალზე" წინ დაასრულებს.

* "ტოტენჰემის" პირველ და მეორე გოლებს შორის "არსენალის" კარში მხოლოდ 146 წამი გავიდა.

* "ტოტენჰემს" აქამდე არასოდეს დაუგროვებია "უაიტ ჰართ ლეინზე" 50 ქულა.

* ჩრდილოლონდონურ დერბებში "ტოტენჰემის" მაისურით ყველაზე მეტი გოლი ჰარი
კეინს აქვს გატანილი პრემიერლიგაში - 6.

* "ჩელსიმ" იანვრის შემდეგ პირველად შეძლო კარის მშრალად შენახვა.

* ეს არსენ ვენგერის (არსენალი) 50-ე ჩრდილოლონდონური დერბი იყო.

* პედრო როდრიგესმა (ჩელსი) მე-8 გოლი გაიტანა სეზონში. ეს მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია 2013/14 წლების სეზონის შემდეგ.

* "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ სეზონში შინ უკვე 10 მატჩი ითამაშა ფრედ.

* "მანჩესტერ იუნაიტედი" არ დამარცხებულა 25 მატჩის განმავლობაში. ეს კლუბის ახალი რეკორდია.

* უეინ რუნი "იუნაიტედის" პირველი ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგაში 20 პენალტი გაიტანა.

* უეინ რუნიმ (იუნაიტედი) პრემიერლიგის 150 მატჩში გაიტანა, მეტ მატჩებში მხოლოდ ალან შირერს აქვს გატანილი (190 მატჩში).

* "სანდერლენდმა" მე-500 საშინაო მატჩი წააგო კლუბის ისტორიაში.

* პრემიერლიგის ისტორიაში ლიგიდან ყველაზე ხშირად "სანდერლენდი" გავარდა - 4-ჯერ.

* ჯოშ კინგი (ბორნმუთი) მეორე ნორვეგიელი ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგის სეზონში 15 გოლის გატანა შეძლო. პირველი ოლე გუნარს სოლსკიაერია (1996/97 და 2001/02 წწ. სეზონები).

Sportall.Ge

ლა ლიგა: სუარესით იწყება და სუარესით მთავრდება
* სედრიკ ბაკამბუმ ლა ლიგაში მე-6 დუბლი შეასრულა "ვილიარეალის" მაისურით. მასზე მეტი დუბლი მხოლოდ დიეგო ფორლანს აქვს კლუბში - 11.

* სედრიკ ბაკამბუმ (ვილიარეალი) ბოლო 5 მატჩიდან 4-ში გაიტანა (სულ 6 გოლი).

* კრიშტიანო რონალდომ (რეალი) ჯიმი გრივზს გაასწრო და ევროპის ტოპ-ლიგებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 367.

* ტონი ადამსი "გრანადას" პირველი თავკაცია, ვინც პირველი ოთხი მატჩი წააგო.

* ლა ლიგაში საუკეთესო მცველი გოლი პლუს პასი ფორმულით მარსელოა - 3 გოლი და 11 საგოლე პასი. ის უსწრებს თანაგუნდელებს - სერხიო რამოსსა 12 (10 გოლი და 2 საგოლე პასი) და დანი კარვახალს - 11 (1 გოლი, 10 საგოლე პასი).

* რაულ გარსიამ (ბილბაო) ნახევარმცველებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა გასული სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული - 25.

* ამ სეზონში ნახევარმცველთა შორის ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა რაულ გარსიამ მიიღო - 21 (13 გოლი, 8 საგოლე პასი).

* "ალავესმა" სტუმრად 4:1 იმარჯვა, ეს ამ კლუბის ისტორიაში ლა ლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა სტუმრად.

* ამ სეზონში ტოპ-ლიგებიდან პირველმა ლა ლიგამ უწია 1000 გოლს, მეათასე გოლი კი ლუის სუარესის (ბარსელონა) ანგარიშზეა.

* ლუის სუარესმა ლა ლიგის ამ სეზონში ყველაზე მეტი გამარჯვების გოლი გაიტანა - 11.

* ლუის სუარესმა ლა ლიგის ამ სეზონში ყველაზე მეტი პირველი გოლი გაიტანა - 9.

* "ესპანიოლს" ვერ მოუგია ბოლო 15 ბარსელონური დერბი, ეს კლუბის ყველაზე ცუდი სერიაა.

* რაც დიეგო სიმეონე "ატლეტიკოს" მწვრთნელია, გუნდმა პირველად მოიგო სტუმრად 5-გოლიანი სხვაობით.

* მატჩების ბოლო 10 წუთში გატანილი გოლების წყალობით, მადრიდის "რეალმა" ყველაზე მეტი, 15 ქულა მოიპოვა სეზონში.

* დიეგო ალვეშმა (ვალენსია) ყველაზე მეტი პენალტი მოიგერია ლა ლიგის ისტორიაში - 22.

* "გრანადამ" ზედიზედ 5-სეზონიანი თამაშის შემდეგ დატოვა ლა ლიგა.

* მიკელ ოიარსაბალის (რეალ სოსიედადი) 8 საგოლე პასიდან 4-ის ადრესატი კარლოს ველა იყო.

ბუნდესლიგა: მესის გაუტოლდა
* პირველი 18 წუთის შემდეგ სტუმრად 3:0-ს "შალკე" 50-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად იგებდა.

* კარლო ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, ვინც ტოპ-5 ლიგიდან 4 მოიგო (პრემიერლიგა, სერია A, ლიგა 1 და ბუნდესლიგა).

* მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის ჩემპიონი 27-ედ გახდა.

* 2017 წლის აპრილში 8 გოლი მაქს კრუზეს (ვერდერი) გარდა მხოლოდ ლიონელ მესიმ გაიტანა.

* "ჰოფენჰაიმმა" ზედიზედ მეშვიდე საშინაო მატჩი პირველად მოიგო ბუნდესლიგაში.

* 4:0 გამარჯვება "აუგსბურგისთვის" ისტორიაში საუკეთესო მოგებაა ბუნდესლიგაში.

* ბოლო 10 წუთში "ჰოფენჰაიმმა" ამ სეზონში ყველაზე მეტი, 12 გოლი გაიტანა.

* ჰალილ ალთინთოფმა "აუგსბურგის" მაისურით მესამე დუბლი მიითვალა.

* "ვოლფსბურგისთვის" "ბაიერნთან" 0:6 მარცხი ბუნდესლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა.

* არიენ რობენმა (ბაიერნი) ბუნდესლიგაში 88-ე გოლი გაიტანა (166 თამაშში). მხოლოდ 6 ბაიერნელს აქვს მასზე მეტი გოლი გატანილი ბუნდესლიგის ისტორიაში.

* ლუის გუსტავომ (ვოლფსბურგი) მე-8 წითელი ბარათი მიიღო ბუნდესლიგაში და ამით იენს ნოვოტნის ანტირეკორდი გაიმეორა.

* დავიდ ალაბას (ბაიერნი) ბუნდესლიგაში 15 გოლი აქვს გატანილი და აქედან 5 პირდაპირ საჯარიმო დარტყმით.

* "ბაიერნმა" ტიტული ვოლფსბურგში აქამდე ორჯერ შეინარჩუნა - 2003 და 2008 წლებში.

* ლარს შტინდლმა (გლადბახი) კარიერაში პირველად შეძლო ზედიზედ 4 ტურში გატანა.

* კინგსლი კომანი (ბაიერნი) ჯერ 20 წლისაა, მან 5 სეზონი გაატარა პროფესიულ ფეხბურთში და ყოველ წელს ჩემპიონი გახდა - ზედიზედ ორჯერ ლიგა 1-ში, მერე სერია A-ში და ახლა ზედიზედ ორჯერ ბუნდესლიგაში.

Sportall.Ge

სერია A: დეკადის დრიბლიორი
* ბერგამოს "ატალანტამ" ბოლო 14 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დათმო (8 გამარჯვება, 5 ფრე).

* ანდრეა კონტიმ (ატალანტა) 7 გოლი გაიტანა ამ სეზონში, რაც მცველებს შორის საუკეთესო შედეგია.

* ჯორჯო კიელინიმ ჩემპიონატში მე-300 მატჩი ითამაშა "იუვენტუსის" მაისურით.

* თომას მიულერის (ბაიერნი) ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 11 საგოლე პასია, რაც მისი პირადი რეკორდის (2010/11 და 2012/13) გამეორებაა.

* ლორენცო ინსინიეს (ნაპოლი) ანგარიშზე "ინტერთან" მატჩში დრიბლინგის 12 მცდელობაა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ჩემპიონატის რეკორდის გამეორებაა.

* "ნაპოლიმ" ერთ სეზონში "სან სიროზე" ორი გასვლა ("მილანისა" და "ინტერის" წინააღმდეგ) აქამდე ბოლოს 1932/33 წლების სეზონში მოიგო.

* ხოსე კალეხონმა (ნაპოლი) "ინტერს" 8 თამაშში 4 გოლი გაუტანა.

* ბალდე კეიტა "ლაციოს" პირველი ფეხბურთელია რობერტო მანჩინის შემდეგ (1998 წ), ვინც რომაულ დერბიში დუბლი შეასრულა.

* დანიელე დე როსიმ (რომა) რომაულ დერბიში სულ მეორე გოლი გაიტანა, პირველი მის ანგარიშზე 2009 წელსაა.

* "რომამ" ამ სეზონში დაარტყა და გაიტანა ყველაზე მეტი პენალტი - შესაბამისად, 13 და11.

* "რომას" "ლაციოსთან" ბოლო 8 დერბიში არ წაეგო (ჩემპიონატში).

ლიგა 1: ტალანტების საბადო
* ნაბილ ფეკირი "ლიონის" პირველი ფეხბურთელია, ვინც 2016 წლის აპრილის მერე პირდაპირ საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

* "ლიონმა" ბოლო 11 ტურის მატჩებში ერთხელ მაინც შეძლო გოლის გატანა.

* მაიკ მენიანმა (ლილი) ამ სეზონში 19 ზუსტი დარტყმულიდან 18 მოიგერია - 95%.

* პსჟ-მა 2013 წლის მერე პირველად მიიღო ერთ მატჩში ორი წითელი ბარათი.

* მარიო ბალოტელიმ (ნიცა) სეზონში 14 გოლი გაიტანა. მისთვის ეს სეზონის რეკორდის გამეორებაა (მილანი - 2013/14 წწ).

* "ნიცამ" პსჟ დაამარცხა და ისტორიაში საუკეთესო საგარეო სერია შეუწყვიტა - ზედიზედ 8 გამარჯვება ლიგა 1-ში.

* "ნიცა" კი უკვე 23 მატჩია, რაც "ალიანს რივიერაზე" არ მარცხდება ლიგა 1-ში - 19 გამარჯვება, 4 ფრე.

* მაქსიმ ლოპესი "მარსელის" ყველაზე ახალგაზრდა წევრია, ვინც ბოლო 30 წელიწადში დუბლი შეასრულა ლიგა 1-ში. ის 19 წლისა და 5 თვისაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლები გოლებად, მაგრამ სადაა მაგისი ქმარი?
ebbe sandi
11:25 02-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული