ტრანსფერ ONLINE: 2 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:20. "მანჩესტერ სიტიმ" ლეროი სანეს ტრანსფერი გამოაცხადა.

13:40. პერ მერტეზაკერის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. ამიტომ "არსენალი" ცენტრალურ მცველს ეძებს. შესაძლოა, გუნდს თომას ვერმალენი დაუბრუნდეს, წერს Sport.es.

14:03. Tuttosport-ი ირწმუნება, რომ პოლ პოგბას რეკორდული ტრანსფერი ამ დღეს უნდა აღსრულდეს.

14:17. "ნაპოლიმ" გაიფორმა გონსალო იგუაინის შემცვლელი. არკადიუშ მილიკმა იტალიურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფორვარდი "ნაპოლის" 34 მილიონი ევრო დაუჯდა.

14:21. ეს თანხა სარეკორდოა "აიაქსისთვის", რომელსაც ფეხბურთელში ამდენი არასოდეს მიუღია.

14:31. არგენტინის ნაკრების თავკაცად ედგარდო ბაუსა დანიშნეს.

14:36. Goal.com: "სან პაულუს" ფორვარდი ჟონათან კალიერი
"ვესტ ჰემში" იჯარით ითამაშებს. ლონდონელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ.

14:40. "შალკემ" "ჩელსისგან" აბდულ რაჰმან ბაბა ინათხოვრა.

14:51. "ასტონ ვილას" მცველი კირან კლარკი "ნიუკასლში" გადადის.

14:54. "ნიცას" მცველი ჟერემი პიე "საუთჰემპტონის" მეოთხე ახალწვეული გახდა.

14:58. "წმინდანებმა" მეკარე ალეკს მაკარტიც იყიდეს.

15:07. ხუთშაბათს "ინტერში" მატებაა ნავარაუდევი - ანტონიო კანდრევა მილანური კლუბის ფეხბურთელი გახდება. მან უკვე აირჩია ნომერი "ინტერში" 87 (1987 წელს დაიბადა).

15:11. მარეკ ჰამშიკმა დაადასტურა, რომ "ნაპოლიში" რჩება. "ფუტბოლ იტალიას" ცნობით, ის ახალ კონტრაქტს გააფორმებს იტალიურ კლუბთან.

15:24. კევინ-პრინს ბოატენგი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ლას პალმასმა" დაიმატა.

15:31. 18 წლის ლაუტარო მარტინესი "რეალის" ფეხბურთელი ხდება. მისი დამატება "ვალენსიასა" და "ატლეტიკოსაც" სურთ.

15:44. ESPN - მექსიკური "ტიგრესი" მზად არის, ფრანგი ანდრე-პიერ ჟინიაკი "ბარსელონას" დაუთმოს.

15:52. გაბრიელ მერკადო "რივერ პლეიტს" "სევილიაზე" გაცვლის, სადაც კოკეს შეცვლა მოუწევს.

15:57. მაურისიო ისლა ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა, დარჩეს "იუვენტუსში" თუ არა.

16:03. არკადიუშ მილიკი "სან პაოლოზე" წარადგინეს. "ფორცა ნაპოლი" - აცხადებს პოლონელი ფეხბურთელი. მილიკმა 99 ნომერი აირჩია.

16:11. გილფი სიგურდსონმა განაცხადა, რომ "სუონსიდან" წასვლას არ აპირებს.

16:17. მარკო ვერატიმ პსჟ-სთან 2021 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. ასე რომ, ის "იუვენტუსში" არ მიდის.

16:44. ლისაბონის "სპორტინგს" ჯაბა კანკავას მეწყვილე, "რეიმსის" ნახევარმცველი პრინს ონიანგე სურს.

17:08. მატია დე შილიომ "ნაპოლი" და "ლივერპული" უარით გაისტუმრა და "იუვენტუსში" გადადის.

17:20. "ვალენსიამ" უარით გაისტუმრა "არსენალი", რომელსაც გერმანელი შკოდრან მუსტაფი სურდა.

17:27. კარლ-ჰაინც რუმენიგემ არ გამორიცხა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი "ბაიერნში" დაბრუნდეს.

17:45. Gazzetta-ს ინფორმაციით, "ინტერმა" პიერ-ემერიკ ობამეიანგის ყიდვა სცადა, მაგრამ მილანური კლუბი "დორტმუნდმა" ცივი უარით გაისტუმრა.

18:37. "ბარსელონა" გაბრიელ ალმეიდას, იგივე გაბიგოლის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს.

18:49. ევრო 2016-ის ისლანდიის ნაკრების ერთ-ერთი გმირი, იონ ბიოდვარსონი "ვულვერჰემპტონის" ფეხბურთელია.

18:57. გალისიური პრესა წერს, რომ "ბარსელონას" ნახევარდაცვაში ისეთი კონკურენციაა, რომ რაფინია სულ მალე "სელტაში" გადავა.

19:01. მაქს კრუზე 9 მილიონ ევროდ "ვოლფსბურგიდან" "ვერდერში" გადადის.

19:08. როგორც ჩანს, "ჰალ სიტის" სულ მალე ჯან-ფრანკო ძოლა ჩაუდგება სათავეში.

19:26. "ოსასუნამ" ფრან მერიდა წარადგინა, "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი.

19:36. "ბორდოს" კაპიტან ლიუდოვიკ სანეს სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება მისცეს.

19:39. "ევერტონმა" იდრისუ გიე გაიფორმა. "ასტონ ვილას" ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ლივერპულურ კლუბთან.

19:46. მარიო გომესით ინგლისში დაინტერესდნენ, კერძოდ, კი "ვესტ ჰემი".

19:58. ბრუნო პერესი "ტორინოდან" ლონდონის "არსენალში" გადადის. ლონდონელები 16 მილიონ ევროს იხდიან, ტურინელები 19-ს ითხოვენ.

20:07. "მარკას" ცნობით, ბენჟამენ სტამბული პსჟ-დან "შალკეში" 8 მილიონ ევროდ გადადის.

20:45. მაქს კრუზე "ვერდერის" ფეხბურთელია, ოფიციალურად.

20:52. მარკო ვერატი ახლა პსჟ-ში წელიწადში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს ბონუსების გარეშე.

21:15. "ტორინოს" ნახევარმცველი ალესანდრო გაცი "პალერმოში" გადავიდა.

21:27. "ესპანიოლის" მეკარე პაუ ლოპესით "ტოტენჰემი" დაინტერესდა.

21:33. ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ რობერტო სორიანო "სამპდორიადან" "ვილიარეალში" გადავიდა.

21:53. როგორც ჩანს, პოლ პოგბათი "რეალი" ისევ დაინტერესდა. ფრანგი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც "სამეფო კლუბი" ვარჯიშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული