განის ნაკრების მოთამაშეს უკვე გამოუჩნდა ორი მსურველი. ერთ-ერთია რომის "ლაციო", რომელიც მზად არის, ბოატენგთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმოს და წელიწადში 2.2 მილიონი ევრო გადაუხადოს.
მეორე გუნდი, რომელიც ექსშალკელზე პრეტენზიას აცხადებს, თურქული გრანდი "გალათასარაია". ეს გუნდი უკვე გავიდა ფეხბურთელთან კონტაქტზე და წინასწარი თანხმობაც მიიღო ტრანსფერზე.
28 წლის ბოატენგმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ოთხი შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი