"ჩემი ვაჟი "ბამბინიში" თამაშობს, მაგრამ ამ მომენტისთვის მას აკვირდებიან ბუნდესლიგის სამი კლუბის - "კიოლნის", "ლევერკუზენისა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიის" სკაუტები. არადა, ის შვიდი წლისაა. გიჟები არიან!" - ამბობს გერმანულ პრესაში უფროსი პოდოლსკი.
"ჩემს ბავშვობაში ასე იყო - წყლის ბოთლი, პური, ველოსიპედით საფეხბურთო მოედნამდე მგზავრობა, იქ ხუთი საათი თამაში და ბოლოს საშინაო დავალება. მომდევნო დღეს სკოლა და იგივე ციკლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"