ბუნდესლიგა. ბოლო ტური: გერმანიაში თითქმის ყველაფერი გადაწყდა [VIDEO]

AutoSharing Option
23 მაისს გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტურის მატჩები გაიმართა და ყველაფერი გაირკვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ცხრილის ქვედა ნაწილში ხდებოდა. "პადერბორნმა" და "ფრაიბურგმა" ვერ შეინარჩუნეს ადგილი ბუნდესლიგაში. ბოლო ტურში "პადერბორნი" შინ "შტუტგარტთან" 1:2 დამარცხდა და ტურნირი ბოლო ადგილზე დაასრულა.

"ფრაიბურგი" სტუმრად "ჰანოვერთან" 1:2 დამარცხდა და ბოლოსწინა ადგილით გავარდა. გადათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს "ჰამბურგი", რომელმაც ბოლო ტურში შინ "შალკეს" 2:0 მოუგო ოლიჩისა და რაიკოვიჩის გოლებით. გადათამაშებაში "ჰამბურგის" მეტოქე II ბუნდესლიგის მესამეადგილოსანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის არსებობის ისტორიაში "ჰამბურგი" ერთადერთი გუნდია, რომელიც არ გავარდნილა
ელიტიდან.

მიუნხენის "ბაიერნმა" ტიტული "ალიანც არენაზე" მიიღო, სადაც ბოლო ტურში "მაინცი" 2:0 დაამარცხა. ბასტიან შვაინშტაიგერი მე-500- ე მატჩს ატარებდა "ბაიერნის" მაისურით და მან თავი გოლით გამოიჩინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვოლფსბურგმა" სტუმრად 2:2 ითამაშა "კიოლნთან" და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა. "გლადბახი" შინ 1:2 დამარცხდა "აუგსბურგთან" და მესამე ადგილზე დარჩა.

ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ "ბაიერნი", "ვოლფსბურგი", "გლადბახი" და "ლევერკუზენი". ევროპალიგაზე: "აუგსბურგი", "შალკე" და "დორტმუნდი", რადგან ეს უკანასკნელი თასის ფინალშია გასული და საგზურს ან თასის მფლობელის სტატუსით მოიპოვებს, ან ბუნდესლიგის მეშვიდეადგილოსანის.

ბუნდესლიგის ბომბარდირი 19 გოლით "აინტრახტის" შემტევი ნახევარმცველი ალექსანდერ მაიერი გახდა.

ბაიერნი-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (25-პენ), 2:0 შვაინშტაიგერი (48)

დორტმუნდი-ვერდერი 3:2
გოლები: 1:0 კაგავა (15), 2:0 ობამეიანგი (17), 2:1 იოზთუნალი (26), 3:1 მხითარიანი (42), 3:2 გებრე სილასიე (85)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გლადბახი-აუგსბურგი 1:3
გოლები: 1:0 რაფაელი (36), 1:1 ჰიობერგი (72), 1:2 მატავჟი (77), 1:3 მოლდერსი (95)
გაძევება: ნორდტვეიტი (61. გლადბახი)

ჰოფენჰაიმი-ჰერტა 2:1
გოლები: 1:0 მოდესტე (8), 1:1 ბეერენსი (72), 2:1 ფირმინო (80)

ჰანოვერი-ფრაიბურგი 2:1
გოლები: 1:0 კიოტაკე (3), 2:0 კრმასი (84 ს. კ.), 2:1 პეტერსენი (92)

აინტრახტი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 სეფეროვიჩი (4), 1:1 ბელარაბი (6), 2:1 მადლუნგი (39)

ჰამბურგი-შალკე 2:0
გოლები: 1:0 ოლიჩი (49), 2:0 რაიკოვიჩი (58)

კიოლნი-ვოლფსბურგი 2:2
გოლები: 1:0 ოსაკო (3), 1:1 ლუის გუსტავო (8), 1:2 პერიშიჩი (15), 2:2 კნოხე (61 ს. კ.)

პადერბორნი-შტუტგარტი 1:2
გოლები: 1:0 ვუჩინოვიჩი (4), 1:1 დიდავი (36), 1:2 გინჩეკი (72)

1. ბაიერნი - 79 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 69; 3. გლადბახი - 66; 4. ლევერკუზენი - 61; 5. აუგსბურგი - 49.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული