იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
გადახალისებული შემადგენლობით ხვდება გერმანიის ნაკრები უახლოეს ორ შეხვედრას: 10 ივნისს ამხანაგურ მატჩს აშშ-სთან და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევს გიბრალტართან.

მსოფლიოს ჩემპიონების დამრიგებელმა იოახიმ ლიოვმა ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელს არ დაუძახა შეკრებაზე, მაგალითად, მანუელ ნოიერს, ბენედიკტ ჰიოვედესს, ტონი კროოსს, მარკო როისს, თომას მიულერს... ყველაზე გასაკვირი, რა თქმა უნდა, ნოიერის არყოფნაა, რაც იოგიმ შემდეგნაირად ახსნა:

"დღეს ნოიერს არ შეუძლია თამაში და ვარჯიში; ამასთან, ტკივილს არ გრძნობს. მას რამდენიმე ისეთი ტრავმა დაუგროვდა, რომელიც გამოკვლევას საჭიროებს. მანუ შემოდგომაზე დაგვჭირდება მნიშვნელოვან შესარჩევ მატჩებში.

რაც შეეხება
მიულერს, მან ამ სეზონში 62 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მცირე დასვენებას იმსახურებს".

საბოლოოდ, ლიოვმა არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა:

მეკარეები: რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი).
მცველები: ჯერომ ბოატენგი (ბაიერნი), ერიკ დურმი (დორტმუნდი), იონას ჰექტორი (კიოლნი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), შკოდრან მუსტაფი (ვალენსია, ესპანეთი), სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), ანტონიო რიუდიგერი (შტუტგარტი).
ნახევარმცველები და ფორვარდები: ქარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი), მარიო გიოტცე (ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (დორტმუნდი), პატრიკ ჰერმანი (გლადბახი), სამი ხედირა (რეალი, ესპანეთი), კრისტოფ კრამერი (გლადბახი), მაქს კრუზე (გლადბახი), მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), ლუკას პოდოლსკი (ინტერი, იტალია), ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული