პიერ-ემლი ჰოიბერგი მიუნხენის "ბაიერნში" დაბრუნდა

AutoSharing Option
19 წლის ნახევარმცველი პიერ-ემილ ჰოიბერგი მომავალ სეზონში ისევ მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას დაიცავს. დანიელი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს იჯარით გაუშვეს "აუგსბურგში".

ბუნდესლიგის მეორე წრეში ჰოიბერგმა 17-დან 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და "აუგსბურგს" ევროპალიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

"სხვა კლუბში გატარებული პერიოდის განმავლობაში, პიერი გაიზარდა, როგორც მოთამაშე. მადლობას ვუხდით "აუგსბურგს" ამის გამო", - განაცხადა "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული