ეს ყველაზე კარგად მთავარმა მწვრთნელმა და კლუბის შეფობამ იცის. ჩვენ ჩვენი ვთქვათ...
მილოშ იოიჩი
ახალგაზრდა ფეხბურთელი შემოდის შეცვლაზე და სულ რაღაც 16 წამში გოლი გააქვს. აქამდე ასე ვიცოდით: როცა "დორტმუნდში" ასეთი რამ ხდება, მხოლოდ ლარს რიკენი შეიძლება იყოს ამ მიღწევის შემოქმედი. არადა, ეს მიღწევა სერბ მილოშ იოიჩს ეკუთვნის. გასული წლის თებერვალში ის მეტეორივით შეიჭრა ბუნდესლიგის სამყაროში. ახლა
რაც შეეხება თომას ტუხელს, მას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს და, სავარაუდოდ, იოიჩისათვის ის ვეღარ მოიცლის.
იდეალური ტრანსფერი. ალბათ, კარგი იქნება, თუ იოიჩი სამშობლოში დაბრუნდება და "პარტიზანის" ფორმას მოირგებს. 23 წლის ასაკში თავისუფლად შეიძლება კარიერის თავიდან აწყობა.
ჩირო იმობილე
"დორტმუნდის" ახალწვეულს ძალიან მძიმე ტვირთი დააწვა. მას უნდა შეეცვალა გუნდის შეტევების ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი. ჰენრიხ მხითარიანი ხანდახან მაინც აჩვენებდა იმ ფეხბურთს, რასაც გერმანული გრანდიდან მეორე გრანდ "ბაიერნში" გადასული მარიო გიოტცე, იმობილე ვერც ერთხელ დაემსგავსა ლევანდოვსკის. გამთამაშებლის პოზიციაზე იტალიელს სიხალისე აკლდა, შემტევთან წყვილში კი ზედმეტად ეგოისტი მოჩანდა. კლოპმა ის "ფორვარდი-მკვლელის" ამპლუაშიც გამოსცადა, თუმცა ამ როლისათვის ჩირო ზედმეტად მშვიდობისმოყვარე აღმოჩნდა. იმობილეს არ აქვს იდეალური ურთიერთობა თანაგუნდელებთან და ჟურნალისტებთან.იდეალური ტრანსფერი. "მილანი", "ლაციო", "ლივერპული" - ამ გუნდებს იტალიელი მოუხდებოდა. ფაქტია, გერმანიაში არ თამაშობენ "მის" ფეხბურთს.
ნური შაჰინი
იქმნება შთაბეჭდილება, რომ "დორტმუნდი" ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით საკუთარ თავს ატყუებს. გასაგებია, რომ ნური შაჰინი გუნდის ფანების ფავორიტია, მაგრამ "დორტმუნდიდან" წასვლის შემდეგ მას ოდნავი პროგრესიც კი არ ჰქონია. უფრო პირიქით. კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი ნდობა გამოუცხადა შაჰინს, ვისაც "რეალში" არაფერი გამოუვიდა. იურგენ კლოპმა თურქი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მაგრამ ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოდნა - ნური ისე თამაშობს, თითქოს 2011 წელში ჩარჩა. გასული სეზონი შაჰინისათვის ძალიან უიღბლო იყო. მან მეტი დრო გაატარა ექიმებთან, ვიდრე მინდორზე.
იდეალური ტრანსფერი. "ფენერბაჰჩეს" სჭირდება ემრე ბელეზოღლუს შემცვლელი და შაჰინი ამისათვის იდეალური კანდიდატურაა. თანაც, თურქულ კლუბში ძალიან კარგმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი - დიეგომ, რაულ მეირელეშმა, მეჰმეთ თოპალმა.
შინჯი კაგავა
კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც წავიდა, დაბრუნდა და ვეღარ ამართლებს. იაპონელი თავდაუზოგავად ცდილობდა, ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო "მანჩესტერში" გადასვლამდე, მაგრამ ეს არ ხერხდებოდა. თითქოს შინჯიმ დაკარგა რიტმისა და მწვავე პასის გრძნობა. კაგავამ უშედეგოდ სცადა, მორგებოდა კლოპის ახალ ტაქტიკურ სქემას. გარდა ამისა, ბოლო დროს ფეხბურთელის თამაშში საცნაური ხდება ფიზიკური მომზადების პრობლემა. სათქმელია ისიც, რომ იაპონელს, სტატისტიკის მიხედვით, ძალიან უჭირს ორთაბრძოლების მოგება. თომას ტუხელს კი ისეთი ფეხბურთელები უყვარს, რომლებიც არასოდეს გაურბიან კონტაქტურ თამაშს.
იდეალური ტრანსფერი. "ვალენსია" ჯერ კიდევ მაშინ გავიდა კაგავაზე, როცა მას "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდა. თავისი სათამაშო თვისებებით იაპონელი იდეალურად უნდა მოერგოს "ღამურებს".
მატიას გინტერი
ამ ფეხბურთელმა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ამისათვის, ალბათ, ნაკლებად გამოდგება ბუნდესლიგის რომელიმე ლიდერი კლუბი. გინტერს სჭირდება ისეთი გუნდი, სადაც მას ექნება სისტემატური სათამაშო პრაქტიკა. ის ნიჭიერი ბიჭია, ოღონდ სჭირდება ისეთი კლუბი, სადაც სისტემატურად ითამაშებს.იდეალური ტრანსფერი. "შტუტგარტი", "ჰამბურგი", "ჰანოვერი" - გინტერი ნებისმიერ ამ გუნდთაგანს გააძლიერებს.
ილქაი გიუნდოგანი
"დორტმუნდის" მწვრთნელებს ნახევარდაცვის ლიდერმა საფიქრალი მოუმატა. მათ ჯერ არ იციან, ითამაშებს თუ არა ილქაი გიუნდოგანი კლუბში მომავალ სეზონში. თავის დროზე "დორტმუნდი" და ფეხბურთელი შეთანხმდნენ, რომ კონტრაქტი მაისში დასრულდებოდა. იქამდე გიუნდოგანი რამდენიმე გუნდს ესაუბრა კიდეც. ბოლო სეზონში ტრავმებით შეწუხებული ფეხბურთელი ჯერ "ბარსელონას" დაუკავშირეს, მერე "ბაიერნს", მაგრამ ამ ტრანსფერების ალბათობა ახლა ძალიან მცირეა. "მანჩესტერს" მოსწონს ილქაის თამაში, მაგრამ ინგლისელებს აშფოთებთ მისი მიდრეკილება ტრავმების მიმართ.
იდეალური ტრანსფერი. "სიტი" და "პსჟ" - ალბათ, მხოლოდ ეს ორი გუნდი თუ გადაუხდის გიუნდოგანს წელიწადში 8 მილიონ ევროს.
რომან ვაიდენფელერი
თუ სასწაული არ მოხდა, სეზონთაშორის პერიოდში "ბორუსიას" სებასტიან კელის შემდეგ მეორე ვეტერანი დატოვებს. რომან ვაიდენფელერი უკვე მეცამეტე სეზონია, გუნდის მეკარეა. 34 წლის კოლკიპერს ძალიან უნდა გაუჭირდეს ახალგაზრდა კოლეგებთან კონკურენცია.ავსტრალიელი მიტჩელ ლანგერაკი და "ფრაიბურგიდან" აყვანილი ნიჭიერი მეკარე რომან ბურკი უკვე აცხადებენ პრეტენზიას "დორტმუნდის" კარში რეგულარულად დგომაზე. ბურკმა, გასული სეზონის შეფასებების მიხედვით, თვით მანუელ ნოიერს გაუსწრო და ეს იმ პირობებში, როცა მისი გუნდი მეორე ბუნდესლიგაში გავარდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს არამც და არამც არ დააკმაყოფილებს მესამე მეკარის ადგილი და ის გუნდს გამოიცვლის. თანაც, ვაიდენფელერი ჯერ არ აპირებს კარიერის დასრულებას.
იდეალური ტრანსფერი. "ფიორენტინას" მეკარეებთან დაკავშირებით გამუდმებული პრობლემები აქვს და ვაიდენფელერი მათთვის კარგი შენაძენი უნდა იყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"