მიუნხენის "ბაიერნმა" ორჯერ წააგო

AutoSharing Option
ახალი სეზონის წინ "ბაიერნმა" პირველი ტესტი ჩააგდო. მიონხენგლადბახში გამართული Telekom Cup 2015-ის ოთხთა ტურნირზე ბავარიელებმა ორი მატჩი წააგეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს.

მატჩები თითო ტაიმისგან შედგებოდა. ნახევარფინალში "ბაიერნი" 1:2 დამარცხდა "აუგსბურგთან". პირველი საგოლე პასი შეასრულა ახალ გუნდში დუგლას კოშტამ, რომელმაც მე-7 წუთზე ტიაგო ალკანტარას გაახსნევინა ანგარიში. მეათე წუთზე როდემ ძელს გაარტყა ბურთი, შემდეგ მიულერმა გააფუჭა კარგი მომენტი. ამ უპირატესობის მიუხედავად, ჩემპიონებმა დაცვაში კონცენტრაცია დაკარგეს და ესვაინმა "ბაიერნის" კიდევ ერთ ახალწვეულს, ულრაიხს გაუტანა - 1:1.

ამ
ის შემდეგ დაძაბული ბრძოლა დაიწყო და ის "აუგსბურგმა" მოიგო. 35-ე წუთზე ჰონგმა კუთხურის შემდეგ თავით შორეულ კუთხეში გაიტანა.

"თამაშის მსვლელობისას სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ. მზადების ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით", - განაცხადა თომას მიულერმა.

* * *
მესამე ადგილისთვის მატჩში გვარდიოლამ ოთხი ფეხბურთელი დატოვა ძირითადში: ფილიპ ლამი, რაფინია, დავიდ ალაბა და ფილიპ შტაინჰარტი. კარში ჩადგა ტომ შტარკე, საყრდენ ზონაში პიერ-ემილ ჰოიბერგი და ახალბედა ჯოშუა კიმიხი გამოჩნდნენ, პატრიკ ვაირაუხი, ჯანლუკა გაუდინო, იულიან გრინი და "ბაიერნის" მეორე გუნდის ბომბარდირი კარლ-ჰაინც ლაპე შეტევის ხაზზე მოქმედებდნენ.

ძირითად დროში ორივე გუნდმა ვერც ერთი მომენტის რეალიზება ვერ შეძლო. მიუნხენელებს შორის გამოირჩეოდა ლაპე, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში სამი შანსი მიიღო და სამივე გაანიავა. ყველაფერი პენალტების სერიაში გაირკვა, როცა "გლადბახის" მეკარე ჰაიმეროტმა იოლად მოიგერია ჰოიბერგისა და ბენკოს 11-მეტრიანები.

ტურნირის გამარჯვებული გახდა "ჰამბურგი", რომელმაც ნახევარფინალში პენალტებით მოუგო "გლადბახს", ფინალში კი 2:1 სძლია "აუგსბურგს".

1/2-ფინალი
ბაიერნი-აუგსბურგი 1:2
გოლები: 1:0 ტიაგო ალკანტარა (7), 1:1 ესვაინი (29), 1:2 ჰონგი (35).
ბაიერნი: ულრაიხი, რაფინია, ალაბა, პ. შტაინჰარტი, ჩაბი ალონსო, ლამი, როდე, კურტი, ტიაგო ალკანტარა, დუგლას კოშტა, მიულერი.
მაყურებელი: 50 123

მე-3 ადგილისთვის
გლახბახი-ბაიერნი 0:0 პენ. 4:3
ბაიერნი: შტარკე, რაფინია, ალაბა, პ. შტაინჰარტი (28. პოლი), კიმიხი, ლამი, ჰიობერგი, ვაირაუხი (23. ბენკო), გაუდინო, გრინი, ლაპე.
მაყურებელი: 50 123

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული