"ბაიერნი" ვიდალში 35 მლნ ევროს გადაიხდის და მასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" არტურო ვიდალში 35 მლნ ევროს გადაიხდის და მასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ჩილელი ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა, გერმანულმა გრანდმა ახალწვეულის რანგში ოფიციალურად უკვე დღესვე, 28 ივლისს შეიძლება წარადგინოს. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Sport1 წერს.

წყაროს ცნობით, ვიდალს "ბაიერნამდე" მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა აშორებს და თუკი ყველაფერი ნორმალურად წარიმართება, ტრანსფერიც ოფიციალურად გამოცხადდება.

ვიდალის მიუნხენურ გუნდში გადასვლაზე უკვე არაერთმა სპეციალისტმა ისაუბრა და ჩამოყალიბდა აზრი, რომ "ბაიერნისთვის" ის ძალიან სასარგებლო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული