- სეზონის გახსნის მატჩში ჩემპიონმა ზედიზედ მეთოთხმეტედ (11 მოგება, 3 ფრე) არ წააგო.
- "ჰამბურგი" 14 ოფიციალური მატჩია ვერ ამარცხებს "ბაიერნს", ხოლო მიუნხენში ბოლო 6 მატჩში 36 გოლი გაუშვა.
- შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე ზედიზედ
მეშვიდე მატჩი მოიგო.
- შტეფან კისლინგმა 136-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში და დაეწია ჰორსტ ჰრუბეშს.
ახალი "დორტმუნდი" ძველი სახეებით
მიუხედავად იმისა, რომ გახსნის მატჩში ჩემპიონი "დორტმუნდის" ახალ მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელს ხმაურიანი ტრანსფერი არ განუხორციელებია. მთავარი ის იყო, რომ გუნდმა ყველა წამყვანი მოთამაშე შეინარჩუნა. შესაბამისად, ტუხელის განკარგულებაში ბუნდესლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემადგენლობაა, რომელსაც, უბრალოდ, ახალი იდეები სჭირდებოდა.
სათამაშო სქემაში მთავარი ცვლილება ის არის, რომ მარკო როისი მარჯვენა ფლანგზე გადავიდა, ჰენრიხ მხითარიანი - მარცხენაზე, თუმცა უფრო ცენტრთან ახლოს მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მარცხენა მცველს, მარსელ შმელცერს მთელი ფლანგი ჩააბარეს და მან ერთი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში. ცენტრფორვარდად კი პიერ-ემერიკ ობამეიანგი თამაშობდა, თუმცა ასეთი რამ იურგენ კლოპის დროსაც ხშირად ხდებოდა.
ვაგრძელებთ ტუხელის ინოვაციებზე საუბარს. როგორც წესი, "დორტმუნდის" ნებისმიერი შეტევის მთავარი ფიგურა როისი იყო, მხითარიანს კი მისი დუბლიორის მეორეხარისხოვანი როლი ენიჭებოდა. ამის გამო სომეხმა შარშან ძალიან მოიწყინა და პრაქტიკულად, სეზონი ჩაუვარდა.
"გლადბახთან" მატჩში ტუხელმა არა მხოლოდ პოზიციები შეუცვალა თავის ნახევარმცველებს, არამედ ფუნქციებიც. ახლა შეტევების მთავარი გმირი სომეხი შემტევი გახდა: 3 ზუსტი გრძელი პასი სამიდან, 5 დარტყმა (ყველაზე მეტი), 5 მოპოვებული ჯარიმა, 2 გოლი - გუნდი მასზე თამაშობდა, ის კი გუნდისთვის მოქმედებდა და აღარ ჩანდა მინდორზე ზედმეტ მოთამაშედ.
სხვათა შორის, "დორტმუნდმა" უკვე ოთხი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ახალ სეზონში - თითო ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე და ორი - ევროპალიგაზე. ამ ოთხ შეხვედრაში მხითარიანის ანგარიშზე ექვსი გოლი მოდის.
როისმა კი რუხი კარდინალის როლი მოირგო: შედეგიანი პასი, გოლი, 3 დრიბლინგი, 3 კროსი. გოლის გარდა, ეს ყველაფერი კარიდან საკმაოდ შორს ხდებოდა, მაგრამ მცველების ყურადღებას მაინც იპყრობდა.
ილქაი გიუნდოგანს იგივე როლი დარჩა. მთელი გასული სეზონი ნახევარმცველმა მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნებას მოანდომა და ახლა ისევ ძველ ილქაის ვხედავთ: საყრდენმა 104 პასი გააკეთა და აქედან 94 იყო ზუსტი. ეს არა მხოლოდ მატჩში, არამედ მთლიანად ტურში საუკეთესო მაჩვენებელია.
ტუხელმა ფიზიკურ მომზადებასაც მიხედა. შარშანდელი სეზონის სტარტზე, კლოპი თავად აღიარებდა საკუთარი ფეხბურთელების ცუდ ფიზიკურ ფორმას. "გლადბახთან" მატჩის მეორე ტაიმის ბოლოს დორტმუნდელებმა 75 კილომეტრი ირბინეს, მეტოქემ - შვიდით ნაკლები.
მასპინძლების რიგებში ორი დებიუტანტი ვიხილეთ: ბიურკი და ვაიგლი. ტუხელმა ნახევარდაცვაში 19 წლის ვაიგლი ამჯობინა გამოცდილ გონსალო კასტროს, რომელიც ძირითადში სათამაშოდ გადავიდა "ლევერკუზენიდან" "ბორუსიაში", მაგრამ იქ მოულოდნელი კონკურენტი გამოუჩნდა.
ვაიგლმა პასების 93-პროცენტიანი სიზუსტე დააფიქსირა. რაც შეეხება მეკარე ბიურკს, მან სამი შეცდომა დაუშვა კუთხურების დროს კარიდან გამოსვლისას. "გლადბახმა" მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა და მისი მთავარი შანსი სწორედ ამგვარი სტანდარტულები იყო.
რაც შეეხება "გლადბახს", რომელმაც სულ მალე გერმანია უნდა წარმოადგინოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ის აშკარად მოუმზადებელი შეხვდა ბუნდესლიგის სტარტს. შესაძლოა, გუნდი ფორმის პიკზე გასვლას სექტემბრისთვის აპირებს, მაგრამ სახეზეა სერიოზული სათამაშო პრობლემები და ლუსიენ ფავრმა სასწრაფოდ უნდა იზრუნოს მათ გამოსწორებაზე.
"ბაიერნი" უკვე ლიდერია
დიდი ფეხბურთი გერმანიაში პარასკევს დაბრუნდა, როცა მოქმედმა ჩემპიონმა "ბაიერნმა" გახსნის მატჩში "ალიანც-არენაზე" მიიღო "ჰამბურგი". ბოლო წლებში ამ გუნდებს შორის თამაშების ჩატარება არც არის აუცილებელი, რადგან შედეგი მაინც ერთია - "ბაიერნის" დიდი ანგარიშით მოგება. 5:0, 6:0, 8:0, 9:2 - ასეთი ანგარიშები ფიქსირდება ბოლო სეზონებში და გამონაკლისი არც 2015-16 წლების ჩემპიონატის პირველი მატჩი გახდა.როგორც მოსალოდნელი იყო, "ჰამბურგმა" საკუთარ კართან "ბეტონის კედელი" ააგო და პირველ ტაიმში მეტოქეს თითქმის არ მისცა მომენტების შექმნის საშუალება. მასპინძლებმა ერთადერთხელ შეუტიეს სახიფათოდ და... ანგარიში გახსნეს. ახალ ჩემპიონატში პირველი გოლის ავტორი მეჰდი ბენატია გახდა, რომელმაც ჩაბი ალონსოს ჯარიმის შემდეგ თავით გაიტანა.
სამაგიეროდ, მეორე ტაიმი გვარდიოლას შეგირდების ბენეფისად იქცა. "ბაიერნი" ისე თამაშობდა, რომ მატჩის ინტრიგა მხოლოდ შემდეგში მდგომარეობდა - რამდენს გაიტანდა რეკორდმაისტერი. გაიტანა კიდევ ოთხი -ლევანდოვსკიმ, ორჯერ მიულერმა და ბოლოს დებიუტანტმა დიეგო კოშტამ, რომელიც თანდათან ავიწყებს "ბაიერნის" ფანებს ფრანკ რიბერის არსებობას.
სხვა მატჩები
გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა "ვოლფსბურგმა" ზედიზედ მესამე ოფიციალური მატჩი მოიგო, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები ბოლომდე კარგ ხასიათზე ვერ იქნებიან. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ გუნდის ლიდერი კევინ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტიში" გადავა სათამაშოდ.ეს გუშინდელმა მატჩმაც დაადასტურა. შესაძლოა, ბელგიელს "აინტრახტთან" თამაში არ გამოუვიდა, მაგრამ არსებობს დიდი ეჭვი იმისა, რომ მას აღარ დარჩა ბუნდესლიგაში თამაშის მოტივაცია. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში არც ერთი მოგებული ორთაბრძოლა, გადაცემების ორი მესამედი - არაზუსტი, მინიმალური შემოქმედებითი თამაში... მეორე ტაიმში ბელგიელი ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მისი შეცვლა ჰანტით სრულიად ლოგიკური და გამართლებული იყო.
წარმატებული რეპეტიცია გამოუვიდა "ლაციოსთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წინ "ლევერკუზენს". მართალია, "ფარმაცევტები" "ჰოფენჰაიმთან" საშინაო მატჩში მდევრის როლში აღმოჩნდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს ანგარიში, გამარჯვებას კი მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების წყალობით მიაღწიეს - ბრანდტმა მეჰმედის პასით გაიტანა - 2:1.
"ლევერკუზენს" თებერვლის შემდეგ ქულა არ დაუკარგავს საკუთარ მოედანზე - ეს ზედიზედ მეშვიდე მოგება იყო "ბაი-არენაზე".
"შალკეში" შედგა არგენტინელი ფრანკო დი სანტოს დებიუტი. ფორვარდი თავისი ყოფილი კლუბის - "ვერდერის" წინააღმდეგ მოქმედებდა. მართალია, სამხრეთამერიკელმა ვერ გაიტანა (90 წუთის განმავლობაში ერთი დარტყმაც არ ჰქონია), მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია გელზენკირხენელებისთვის, დამაჯერებელი მოგებით დაეწყოთ ჩემპიონატი.
აღსანიშნავია, რომ "შალკემ" ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად დაიწყო ჩემპიონატი მოგებით. გარდა ამისა, ამ გუნდისთვის ეს იყო პირველი გამარჯვება სტუმრად 2015 წელს.
ბუნდესლიგა. I ტური
14 აგვისტო
ბაიერნი-ჰამბურგი 5:0
გოლები: 1:0 ბენატია (27), 2:0 ლევანდოვსკი (53), 3:0 მიულერი (69), 4:0 მიულერი (73), 5:0 დუგლას კოშტა (87)
ბაიერნი: ნოიერი, ლამი (72. ტიაგო ალკანტარა), ბოატენგი, ბენატია, ალაბა, ჩაბი ალონსო (56. რაფინია), მიულერი, რობენი (65. გიოტცე), ვიდალი, დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი.
ჰამბურგი: ადლერი, დიკმაიერი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოშტრჩოლეკი, ეკდალი (61. ოლიჩი), იუნგი, ჰოლტბი, გრეგორიტჩი, ილიჩევიჩი (69. დიასი), შიპლოკი (70. ლასოგა).
გაფრთხილება: ჩაბი აოლნსო, ბოატენგი - დიკმაიერი, სპაჰიჩი
კუთხური: 7-0 ჯარიმა: 10-12 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 23(9)-5(1) ბურთის ფლობა: 72%-28%
მაყურებელი: 75 000
15 აგვისტო
ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 0:1 ცუბერი (5), 1:1 კისლინგი (45), 2:1 ბრანდტი (71)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი, ლ. ბენდერი (60. მეჰმედი), კრამერი, ბელარაბი (90. რამალიო), ჩალჰანოგლუ, სონი (64. ბრანდტი), კისლინგი.
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერაბეკი, სხარი, ზიულე, კიმი, შვეგლერი, შმიდი (72. უტი), პოლანსკი (82. ოხსი), ცუბერი, ფოლანდი, კურანი (58. შტრობლი).
გაფრთხილება: ვენდელი
კუთხური: 13-5 ჯარიმა: 13-16 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 25(9)-6(2) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 27 125
დარმშტადტი-ჰანოვერი 2:2
გოლები: 1:0 ჰელერი (31), 1:1 ბენშოპი (48), 2:1 ჰელერი (54), 2:2 სულუ (62-საკ. კარში)
59-ე წუთზე, ერდინჩმა ვერ გამოიყენა პენალტი (მეკარე)
დარმშტადტი: მატენია, იუნგვირტი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი, გონდორფი, ნიმაიერი, ჰელერი, რაუში (65. კემპე), ზაილერი (72. როზენტალი), შტროჰ-ენგელი (87. ვაგნერი).
ჰანოვერი: ცილერი, ზორგი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, შმიდებახი (81. ანდრეასენი), ს. სანე, ქარამანი, პრიბი, კლაუსი (46. ბენშოპი), ერდინჩი (73. ა. ზობიხი).
გაფრთხილება: სულუ - მარსელო, ა. ზობიხი
კუთხური: 5-9 ჯარიმა: 21-22 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 11(4)-14(5) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 17 000
ვერდერი-შალკე 0:3
გოლები: 0:1 გერბესალასიე (34-საკ. კარში), 0:2 ჩუპო-მოტინგი (68), 0:3 ჰუნტელაარი (85)
ვერდერი: ვიდვალდი, გერბესელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, უ. გარსია, ბარგფრედე, ფრიტცი (70. გრილიტში), იუნუზოვიჩი, ბარტელსი (84. გალვესი), იოზთუნალი (57. იოჰანსონი), უჯა.
შალკე: ფერმანი, რიტერი, მატიპი, ნასტასიჩი (17. ნოიშტედტერი), აოგო, გორეტცკა (82. ლ. სანე), გაისი, ჩუპო-მოტინგი, დრაქსლერი, დი სანტო (61. ჰიოგერი), ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: - აოგო, ჰიოგერი
კუთხური: 5-6 ჯარიმა: 7-16 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 15(2)-16(5) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 42 100
აუგსბურგი-ჰერტა 0:1
გოლი: 0:1 კალუ (48-პენ)
აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, ფოილნერი (71. მაქსი), ბაიერი, ესვაინი, კორი (81. მიოლდერსი), ჰალილ ალთინთოფი (57. კაიუბი), ტობიას ვერნერი, ბობადილია.
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, დარიდა, ჰეგელერი (84. ბრუქსი), ბეერენსი, შტოკერი (57. ნ. შულცი), კალუ (73. ჰარაგუჩი).
გაძევება: ბობადილია (45+2. აუგსბურგი), ბეერენსი (66. ჰერტა)
გაფრთხილება: კორი - დარიდა, ლანგკამპი
კუთხური: 7-4 ჯარიმა: 21-21 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 20(3)-11(4) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 30 000
მაინცი-ინგოლშტადტი 0:1
გოლი: 0:1 ჰინტერსეერი (66)
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, ბენგტსონი (85. ბალოგუნი), ბაუმგარტლინგერი, ფ. ფრაი, კლემენსი, მალი, ხაირო (74. კოო), ნიდერლეხნერი (78. მუტო).
ინგოლშტადტი: იოზჩანი, ლეველსი, მ. მატიპი, ჰიუბნერი, ენგელი, გროსი (82. ბაუერი), როჟერი, მორალესი, ჰარტმანი (61. კაჩუნგა), ჰინტერსეერი (86. ბრეჟერი), ლეკი.
გაფრთხილება: ბროსინსკი, ბაუმგარტლინგერი - ლეკი, ჰიუბნერი, ენგელი
კუთხური: 6-2 ჯარიმა: 19-13 თამაშგარე: 3-5 კარში დარტყმა: 9(3)-13(5) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 28 000
დორტმუნდი-გლადბახი 4:0
გოლები: 1:0 როისი (15), 2:0 ობამეიანგი (21), 3:0 მხითარიანი (33), 4:0 მხითარიანი (50)
დორტმუნდი: ბიურკი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი, ვაიგლი, როისი (78. კამპლი), კაგავა (85. ს. ბენდერი), მხითარიანი, ობამეიანგი (78. რამოსი).
გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, შულცი, ა. კრისტენსენი, ვენდტი, შტინდლი, ჯაკა (79. დაუდი), ტრაორე (65. ჰერმანი), ჯონსონი, რაფაელი, დრმიჩი (66. აზარი).
გაფრთხილება: - ჯაკა
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 13-14 თამაშგარე: 6-0 კარში დარტყმა: 17(7)-5(1) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 81 359
16 აგვისტო
ვოლფსბურგი-აინტრახტი 2:1
გოლები: 1:0 პერიშიჩი (13), 2:0 დოსტი (17), 2:1 რაინარტცი (19)
ვოლფსბურგი: კასტელსი, ვიეირინია, ნალდო, კლოზე, როდრიგესი, არნოლდი (78. ტრეში), გილავოგი, პერიშიჩი, კრუზე, დე ბრუინი (75. ჰანტი), დოსტი (86. ბენდტნერი).
აინტრახტი: ჰრადეცკი, ჰასებე, სამბრანო, აბრაჰამი, ოშჩიპკა, რუსი (76. გერეზგიჰერი), რაინარტცი, აიგნერი, ინუი (46. იგნიოვსკი), სეფეროვიჩი, კასტაინოსი (83. ვალდშმიდტი).
გაფრთხილება: დე ბრუინი - სამბრანო
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 14-19 თამაშგარე: 3-7 კარში დარტყმა: 5(3)-13(6) ბურთის ფლობა: 58%-41%
მაყურებელი: 29 126
შტუტგარტი-კიოლნი 1:3
გოლები: 0:1 მოდესტე (75-პენ), 0:2 ცოლერი (77), 1:2 დიდავი (79-პენ), 1:3 ოსაკო (90+2)
შტუტგარტი: ტიტონი, კლაინი, ბაუმგარტლი, ჰლუშეკი, ინსუა (86. ტიმო ვერნერი), რუპი (75. მაქსიმი), გენტნერი, დიდავი, კოსტიჩი, ჰარნიკი (81. კლიმენტი), გინჩეკი.
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი (68. ცოლერი), სიორენსენი, ჰაინტცი, ჰექტორი, ლემანი, რისე, იოიჩი (54. ოსაკო), გერჰარდტი (46. ფოგტი), ბიტენკურტი, მოდესტე.
გაფრთხილება: ბაუმგარტლი, გენტნერი, ინსუა - სიორენსენი, ფოგტი
კუთხური: 13-3 ჯარიმა: 13-8 თამაშგარე: 4-5 კარში დარტყმა: 28(8)-9(5) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 59 500
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"