ბუნდესლიგის ყველაზე სწრაფი გოლი და "ბაიერნის" გმირობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 აგვისტოს გერმანიის ბუნდესლიგის II ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნი" "ჰოფენჰაიმს" ეწვია და უკვე პირველ წუთზე გაუშვა გოლი კევინ ფოლანდისგან. ფოლანდმა მიუნხენელთა კარი თამაშის მე-9 წამზე (!) დალაშქრა. ეს ბუნდესლიგის რეკორდის გამეორებაა - ქარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი) - 2014 წ, გოლი "დორტმუნდის" კარში.

ტაიმის მიწურულს თომას მიულერმა გაათანაბრა, ხოლო 73-ე წუთზე გერმანიის ჩემპიონი ათი კაცის ამარა დარჩა, გააძევეს ჟერომ ბოატენგი და სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ეუგენ პოლანსკიმ ბურთი ძელს გაარტყა.

მიუხედავად ამისა, სტუმრებმა გამარჯვება შეძლეს - 90-ე წუთზე გამარჯვების
გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. "ბაიერნს" ორი თამაშიდან ქულათა მაქსმიმუმი, 6 აქვს.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "გამარჯვებით და განსაკუთრებით, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ბოლო წლებში "ჰოფენჰაიმთან" პრობლემები ხშირად გვაქვს. ასე რომ, წინასწარ ვიცოდით, რა გველოდა. ბოლო ათი წუთი მატჩში ნამდვილი სიგიჟე იყო. ბოლო სამ წელიწადში ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ".

გერმანიის ვიცე-ჩემპიონი "ვოლფსბურგი" სტუმრად "კიოლნს" დაუზავდა - 1:1. პირველ ტაიმში მასპინძლები სიმონ ცოლერმა დააწინაურა, თამაშის მიწურულს ქულა "ვოლფსბურგს" დანიელმა ნიკლას ბენდტნერმა გადაურჩინა.

"ლევერკუზენმა" სტუმრად 1:0 აჯობა "ჰანოვერს", ხოლო "შალკემ" დებიუტანდ "დარმშტადტს" ვერ მოუგო - 1:1.

ხუთგოლიანი თრილერი ვიხილეთ "ჰამბურგისა" და "შტუტგარტის" შესრულებით - 3:2. სტუმარმა დანიელ გინჩეკმა დუბლით გამოიჩინა თავი. "ჰამბურგს" გამარჯვება ბოლოსწინა წუთზე იოჰან ჯურუს გოლმა მოუტანა.

აინტრახტი-აუგსბურგი 1:1
გოლები: 0:1 კაიუბი (23), 1:1 რუსი (86)

ჰანოვერი-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 ჩალჰანოღლუ (18)

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 ფოლანდი (1), 1:1 მიულერი (41), 1:2 ლევანდოვსკი (90)
გაძევება: ბოატენგი (73. ბაიერნი)

კიოლნი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 1:0 ცოლერი (30), 1:1 ბენდტნერი (83)

შალკე-დარმშტადტი 1:1
გოლები: 0:1 რაუში (9), 1:1 დრაქსლერი (47)

ჰამბურგი-შტუტგარტი 3:2
გოლები: 0:1 გინჩეკი (23), 1:1 ილიჩევიჩი (34), 1:2 გინჩეკი (42), 2:2 ლასოგა (84), 3:2 ჯურუ (89)
გაძევება: კლაინი (53. შტუტგარტი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული