ტიაგო ალკანტარამ მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულების ვადა 2019 წლამდე გრძელდება, ხოლო მიმდინარე კონტრაქტის ვადა 2017 წლამდე იყო.

"გვიხარია, რომ ტიაგო კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა. ის ახალგაზრდა და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კლუბისთვის", - თქვა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ ალკანტარა "ბაიერნში" 2013 წლიდან თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული