14:48 30-08-2015
ბუნდესლიგა. III ტური: უდანაკარგო მიუნხენის "ბაიერნი" [VIDEO]
AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" უდანაკარგოდ თამაშობს, ტურის ცენტრალურ მატჩში ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა 3:0 გაანადგურა "ლევერკუზენი".
პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, რომელიც თომას მიულერის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ ორჯერ და ორჯერვე პენალტით გამოიჩინეს თავი, ჯერ მიულერმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი არიენ რობენმა გაიტანა.
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "როჯერ შმიდტის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მისი გუნდის წინააღმდეგ თამაში მუდამ საინტერესოა, დღეს ჩვენ კარგად ვითამაშეთ და სამი გოლი გავიტანეთ, მაგრამ კიდევ მოსამატებელი გვაქვს, უკეთ უნდა ვიყენებდეთ მომენტებს".
"შტუტგარტი", რომელიც უქულოდაა, შინ ფრანკფურტის "აინტრახტთან" განადგურდა, ხოლო "ჰამბურგი" "კიოლნს" ესტუმრა და დამარცხდა. ტურში დუბლი შეასრულა "მაინცის" იაპონელმა ფორვარდმა იოშინორი მუტომ.
შეგახსენებთ, რომ წინა დღით "ვოლფსბურგმა" "შალკეს" დიდი ანგარიშით აჯობა - 3:0.
აუგსბურგი-ინგოლშტადტი 0:1
გოლები: 0:1 ლეკი (63)
დარმშტადტი-ჰოფენჰაიმი 0:0
კიოლნი-ჰამბურგი 2:1
გოლები: 0:1 ჰოლტბი (47), 1:1 ჰოსინერი (76), 2:1 მოდესტე (81-პენ)
გაძევება: სპაჰიჩი (79. ჰამბურგი)
მაინცი-ჰანოვერი 3:0
გოლები: 1:0 მუტო (15), 2:0 მუტო (29), 3:0 მალი (47)
შტუტგარტი-აინტრახტი 1:4
გოლები: 0:1 ჰლუშეკი (11 ს.კ.), 1:1 დიდავი (30), 1:2 კასტაინოსი (42), 1:3 სეფეროვიჩი (69-პენ), 1:4 კასტაინოსი (87)
გაძევება: ტიტონი (67)
ბაიერნი-ლევერკუზენი 3:0
გოლები: 1:0 მიულერი (26), 2:0 მიულერი (60-პენ), 3:0 რობენი (71-პენ)
1. ბაიერნი - 9 ქულა, 2. ვოლფსბურგი - 7, 3. კიოლნი - 7.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული