ამ ტურში, სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეებში განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ, საინტერესო დებიუტებია დაგეგმილი. მაგალითად, "ჰამბურგში" აარონ ჰანტი ითამაშებს პირველად. ექსვოლფსბურგელმა უკვე გაიტანა გოლი ახალ კლუბში ერთ-ერთ საწვრთნელ შეხვედრაში.
ბავარიულ დერბის "აუგსბურგის" წინააღმდეგ "ბაიერნი" არიენ რობენის გარეშე ხვდება, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებში ყოფნისას ოთხი
საინტერესო დებიუტები იგეგმება ლევერკუზენსა და დორტმუნდში. "ბაიერის" რიგებში უნდა ითამაშოს ხავიერ ერნანდესმა. სწორედ მექსიკელი უნდა დაეხმაროს როჯერ შმიდტს, "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელის რანგში 30-ე გამარჯვებაში.
"დორტმუნდში", რომელსაც ამ სეზონში რვიდან რვა ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული, ელოდებიან ადნან იანუზაის დებიუტს. იმის ფონზე, რომ ლიდერის რიგებში მცირე დაზიანებები აქვთ მარკო როისსა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს, იანუზაის კარგი თამაში და გოლი "სანკტ-პაულის" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში (2:1), სწორედ მისწრებაა თომას ტუხელის გუნდისთვის.
და კიდევ, "ვერდერში" ბრუნდება ამ გუნდის ლეგენდა კლაუდიო პისარო. 36 წლის ფორვარდის პირველ ვარჯიშს 600 ფანი დაესწრო.
ახალი დროებაა "ვოლფსბურგში". ამ გუნდმა სეზონი უნდა გააგრძელოს კევინ დე ბრუინისა და ივან პერიშიჩის გარეშე. "მგლებს" დებიუტანტი "ინგოლშტადტი" ჰყავს მეტოქედ, რომელმაც სამ მატჩში ექვსი ქულა აიღო, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.
ტურისწინა სტატისტიკა
გლადბახი-ჰამბურგი- "გლადბახს" არასოდეს წაუგია ჩემპიონატის სტარტზე ოთხი შეხვედრა.
- "გლადბახს" თითქმის იმდენი გოლი აქვს გაშვებული, რამდენიც მთლიანად შარშანდელ მეორე წრეში (10).
- ორივე გუნდს თითო ფეხბურთელი ჰყავს დისკვალიფიცირებული: "გლადბახში" გრანიტ ჯაკა და "ჰამბურგში" - ემირ სპაჰიჩი.
ბაიერნი-აუგსბურგი
- სამიდან სამი მოგება და ბურთების შეფარდება - 10:1, საუკეთესო სტარტია გვარდიოლასთვის "ბაიერნში".
- "აუგსბურგი" ერთადერთი გუნდია, რომელთანაც გვარდიოლას ერთზე მეტი წაგება აქვს (ორი).
- როცა "ბაიერნი" სეზონის პირველ სამ მატჩს იგებდა, 13-დან 10 შემთხვევაში ხდებოდა ჩემპიონი.
- "აუგსბურგი" სამი მატჩია სტუმრად არ აგებს (2 მოგება და ფრე).
ლევერკუზენი-დარმშტადტი
- ბუნდესლიგის დებიუტანტი "დარმშტადტი" ჯერაც დაუმარცხებელია.
- წინა ტურში "ლევერკუზენმა" 0:3 წააგო "ბაიერნთან" - როჯერ სმიტს აქამდე არასოდეს წაუგია ასეთი ანგარიშით "ბაიერის" მთავარი მწვრთნელის რანგში.
- "ლევერკუზენმა" შინ, ბოლო 11 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.
- შარშან, მეორე ბუნდესლიგაში, "დარმშტადტს" სტუმრად ორზე მეტი გოლი არ გაუშვია, წელს, პირველ ბუნდესლიგაში კი გელზენკირხენში "შალკესთან" 1:1 ითამაშა.
დორტმუნდი-ჰანოვერი
- თომას ტუხელი პირველი მწვრთნელია "დორტმუნდის" ისტორიაში, ვინც ბუნდესლიგის პირველი სამი ტური მოიგო.
- "დორტმუნდმა" ტუხელის ხელმძღვანელობით პირველი რვა ოფიციალური მატჩი მოიგო. მეცხრე მოგება კლუბის ახალი რეკორდი იქნება.
- "ჰანოვერს" ყველაზე ცუდი სტარტი აქვს ბოლო 7 წელიწადში.
- ობამეიანგმა, კაგავამ, მხითარიანმა და როისმა ამ სეზონში გუნდის 30 გოლიდან 25-ში მიიღეს მონაწილეობა.
- ობამეიანგს "დორტმუნდში" ჩატარებულ 68 მატჩში 32 გოლი აქვს. რობერტ ლევანდოვსკის პირველ 68 მატჩში 30 გოლი ჰქონდა.
- "ჰანოვერს" ბუნდესლიგის ლიდერთან ზედიზედ ექვსი მატჩი აქვს წაგებული.
ჰერტა-შტუტგარტი
- "შტუტგარტმა" თავის ისტორიაში მესამედ წააგო საწყისი სამი ტური. წინა ორ შემთხვევაში, ეს გუნდი მეოთხე ტურში გოლების ფესტივალს აწყობდა: 2010 წელს, 7:0 "გლადბახის" წინააღმდეგ და 2013 წელს, 6:2 "ჰოფენჰაიმთან". თუმცა "ჰერტას" წინააღმდეგ "შტუტგარტს" არასოდეს გაუტანია ორ გოლზე მეტი.
- "ჰერტას" ბოლო 10 მატჩში ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი მოგება და შვიდი გატანილი გოლი აქვს.
- ვედად იბიშევიჩი "ჰერტაში" "შტუტგარტიდან" გადავიდა. ბოსნიელს "შვაბების" წინააღმდეგ ერთი გოლი აქვს გატანილი (2006 წელს, ალემანიას" შემადგენლობაში) და რვა მატჩში არც ერთხელ მოუგია (3 ფრე და 5 წაგება).
ინგოლშტადტი-ვოლფსბურგი
- სამ ტურში შვიდი ქულა - საუკეთესო სტარტია "ვოლფსბურგის" ისტორიაში.
- "ვოლფსბურგს" ამ სეზონში ექვსიდან სამი გოლი პირველ 17 წუთში აქვს გატანილი.
- ამ გუნდებს შორის ერთადერთი ოფიციალური მატჩი "ვოლფსბურგმა" მოიგო 2013 წლის დეკემბერში - გერმანიის თასის მერვედფინალში 2:1.
აინტრახტი-კიოლნი
- "აინტრახტმა" ბოლო ცხრა მატჩში მხოლოდ ერთხელ მოუგო "კიოლნს".
- ფრანკფურტელთა მთავარ მწვრთნელს, არმინ ფეს ექვსიდან ხუთი მატჩი აქვს წაგებული "კიოლნთან".
ჰოფენჰაიმი-ვერდერი
- "ვერდერი" ყოველთვის უხერხული მეტოქეა "ჰოფენჰაიმისთვის" - 14 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება "ჰოფეს".
- "ჰოფენჰაიმი" არასოდეს ყოფილა მოგების გარეშე პირველ ოთხ ტურში.
- 2015 წელს "ვერდერმა" 30 ქულა აიღო, "ჰოფენჰაიმმა" - 19.
- "ვერდერმა" 2015 წელს მხოლოდ ორი მატჩი წააგო სტუმრად ცხრიდან. ბრემენელები ბოლო 11 გასვლით მატჩში მინიმუმ ერთ გოლს იტანდნენ.
შალკე-მაინცი
- "მაინცმა" ბოლო ექვს გასვლით მატჩში სამი მოიგო.
- "შალკემ" 2015 წელს მხოლოდ ორი მატჩი წააგო შინ - "რეალთან" და "ბაიერნთან".
- იოჰანეს გაისი შარშან "მაინცში" თამაშობდა. ამ გუნდში ნახევარმცველმა 67-ჯერ ითამაშა.
ბუნდესლიგა
პარასკევი. 11 სექტემბერი
გლადბახი-ჰამბურგი 22:30
დისკვალიფიკაცია: ჯაკა - სპაჰიჩი
ტრავმა: ალვარო დომინგესი, ჰერმანი, ჯონსონი - ადლერი, ჰირცელი, მარკოსი, რუდნევსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 94 მატჩი: +33=25-36 (147-144)
შაბათი. 12 სექტემბერი
ბაიერნი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადშტუბერი, ბენატია, ხავი მარტინესი, კირხოფი, რიბერი, რობენი - ოპარე, მორავეკი, პარკერი, შუსტერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +6=0-2 (16-4)
ლევერკუზენი-დარმშტადტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იედვაი, თოფრაქი, არანგისი - შტარკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 მატჩი: +2=0-0 (6-3)
ჰანოვერი-დორტმუნდი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შმიდებახი - დურმი, პიშჩეკი, შაჰინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 მატჩი: +11=14-23 (68-104)
ჰერტა-შტუტგარტი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ტიტონი
ტრავმა: ბრუქსი, პეკარიკი, ბენ ჰატირა, კოლსი, რონი, ალაგუი, შიბერი - ლანგერაკი, ვანიცეკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 60 მატჩი: +23=16-21 (71-79)
ინგოლშტადტი-ვოლფსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დანილო - ფელიპე, ვიეირინია
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
აინტრახტი-კიოლნი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდერსონი, ჩენდლერი, კიტელი - მავრაი
ურთიერთშეხვედრები
სულ 80 მატჩი: +26=25-29 (120-135)
კვირა. 13 სექტემბერი
ჰოფენჰაიმი-ვერდერი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰამადი, ჰერდლინგი - ვოლფი, ბარგფრედე
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 მატჩი: +1=5-8 (21-30)
შალკე-მაინცი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა - სოტო, , ხაირო, ფ. ფრაი, ბაისტერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 მატჩი: +10=4-4 (29-15)
ბომბარდირები: 5 - მიულერი (ბაიერნი); 3 - ობამეიანგი (დორტმუნდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"