ბუნდესლიგა. V ტურის წინ: გააჩერებენ "დორტმუნდს"?

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი ადგილისთვის ბრძოლა მეხუთე ტურში გაგრძელდება და ამ მხრივ, "დორტმუნდი" თავის კონკურენტ "ბაიერნზე" რთულ სიტუაციაშია. "ბორუსიას" "ლევერკუზენთან" უწევს შეხვედრა, რომელთანაც შარშან, საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო და ზედიზედ ოთხი მატჩია არ დაუმარცხებია. "ბაიერნს" კი დებიუტანტ "დარმშტადტთან" თითქმის გარანტირებული სამი ქულა აქვს.

"ლევერკუზენმა" ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა "ბატესთან" 4:1 მოგებით დაიწყო, თუმცა ჩემპიონატში ბოლო ორი შეხვედრა დათმო. სათამაშო ფორმის მხრივ, "დორტმუნდს" აშკარა უპირატესობა აქვს - თომას ტუხელის გუნდმა ამ სეზონში ცხრიდან ცხრა ოფიციალური მატჩი მოიგო, თან ბოლო ორ შეხვედრაში ეს მარკო
როისის გარეშე გააკეთა.

გუნდის ლიდერი ტრავმირებული იყო, თუმცა "ლევერკუზენისთვის" მოასწრებს გამოჯანმრთელებას.

"ბაიერის" მთავარი ამოცანა უნდა იყოს პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეჩერება. გაბონელს ჩემპიონატის ოთხ ტურში ხუთი გოლი აქვს გატანილი, აგრეთვე, უკვე ნახსენებ ცხრავე ოფიციალურ მატჩში გამოიჩინა თავი - 8 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა.

შეხვედრას ინტრიგას მატებს: ერთი მხრივ, გონსალო კასტრო, რომელმაც "ლევერკუზენში" 286 მატჩის ჩატარება მოასწრო და 25 გოლი გაიტანა და ახლა "დორტმუნდში" თამაშობს და მეორე მხრივ, სლოვაკი კამპლი, ვინც ცოტა ხნის წინ გადავიდა "ბორუსიადან" "ფარმაცევტებში".

და კიდევ, საინტერესოა, როგორი იქნება "ლევერკუზენის" შეტევითი ხაზი. ლიგაზე შტეფან კისლინგი დაასვენეს და ადმირ მეჰმედიმ და ხავიერ ერნანდესმა შანსი გამოიყენეს - თითო გოლი გაიტანეს. ბოლო დროს, კისლინგს მიზანი არეული აქვს, ასე რომ, შესაძლოა, სულ მალე "ბაიერის" ძირითადი ფორვარდი ჩიჩარიტო გახდეს. თუმცა არც ორივე ფორვარდის ერთად გამოსვლაა გამორიცხული.

სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, ვაიგლი, გიუნდოგანი, კაგავა, ჰოფმანი, მხითარიანი, ობამეიანგი.
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი, კამპლი, კრამერი, ბელარაბი, ჩალჰანოგლუ, ერნანდესი, კისლინგი.

ტურისწინა სტატისტიკა
მაინცი-ჰოფენჰაიმი
- "მაინცს" ბუნდესლიგაში ყველაზე კარგი ბალანსი "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ აქვს.
- "მაინცს" 11 ტურია ფრე არ უთამაშია.

ვოლფსბურგი-ჰერტა
- "ვოლფსბურგს" 24 მატჩია წინ არ წაუგია.
- "ვოლფსბურგმა" თავის ისტორიაში მეორედ არ წააგო პირველ ოთხ ტურში.
- "ვოლფსბურგის" დაცვამ მხოლოდ ორი გოლი გაუშვა ოთხ ტურში - ეს ახალი საკლუბო რეკორდია.
- "ჰერტას" ოთხ ტურში შვიდი ქულა აქვს. შარშან, ამ დროისთვის გუნდს მხოლოდ ორი ქულა ჰქონდა.

ჰამბურგი-აინტრახტი
- "ჰამბურგს" ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, რაც გუნდის საუკეთესო სტარტია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
- ბოლო 20 წლის განმავლობაში, "აინტრახტს" ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა უკეთესი სტარტი.

კიოლნი-გლადბახი
- "კიოლნს" ზედიზედ ცხრა მატჩია არ მოუგია "გლადბახის" წინააღმდეგ.
- "გლადბახს" ყველაზე უარესი სტარტი აქვს ისტორიაში და ჯერაც ქულა არ აუღია.
- "კიოლნს" არც ერთ სხვა გუნდთან არ წაუგია 45 მატჩი და არ გაუშვია 167 გოლი.

ვერდერი-ინგოლშტადტი
- "ვერდერი" მეექვსე ადგილზეა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია გუნდის დამრიგებლისთვის ვიქტორ სკრიპნიკისთვის.
- "ინგოლშტადტმა" სეზონში ორივე გამარჯვებას სტუმრად მიაღწია. ამ გუნდს შვიდი ქულა ისე აქვს მოპოვებული, რომ მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.
- "ინგოლშტადტის" კარის დარაჯი რამაზან ოზჩანი ერთადერთი მეკარეა ამ სეზონში, ვინც სამი "მშრალი" მატჩი ჩაატარა.

დარმშტადტი-ბაიერნი
- "ბაიერნმა" პირველად მოიგო პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით სეზონის პირველი ოთხი მატჩი.
- თომას მიულერმა ოთხივე ტურში გაიტანა გოლი. აქამდე მას არ ჰქონია ხუთმატჩიანი შედეგიანი სერია.
- "დარმშტადტი" ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელიც მდევრის როლში არ ყოფილა.

შტუტგარტი-შალკე
- "შტუტგარტი" თავის ისტორიაში პირველად არის უქულოდ ოთხი ტურის შემდეგ.
- "შალკემ" ბოლო 11 გასვლით მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო.
- "შალკეს" ზედიზედ ორი მატჩი ჩემპიონატში 2014 წლის დეკემბრის შემდეგ არ მოუგია.
- გასულ სეზონში, "შალკემ" მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო რვიდან, როცა ევროტურნირების შემდეგ თამაშობდა ჩემპიონატში.

დორტმუნდი-ლევერკუზენი
- "დორტმუნდს" ზედიზედ ექვსი მოგება აქვს საკუთარ მოედანზე.
- ოთხიდან ოთხი მოგებითა და ბურთების შეფარებდით - 15:3, "დორტმუნდმა" თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო.
- დორტმუნდში ამ გუნდების ბოლო შეხვედრაში, ლევერკუზენელმა ქარიმ ბელარაბიმ მეცხრე წამზე გახსნა ანგარიში.
- "დორტმუნდს" ოთხი მატჩია არ დაუმარცხებია "ლევერკუზენი" (ორი ფრე, ორი წაგება).
- "დორტმუნდის" ფორვარდს პიერ-ემერიკ ობამეიანგს უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი (5), ვიდრე მთლიანად "ლევერკუზენს" (3).
აუგსბურგი-ჰანოვერი
- აუგსბურგში მარცხის შემთხვევაში, "ჰანოვერს" ყველაზე უარესი სტარტი ექნება ბოლო 30 წლის განმავლობაში.
- "ჰანოვერი" ბოლო 22 მატჩია მინიმუმ ერთ გოლს უშვებს საკუთარ კარში.
- "აუგსბურგს" ჯერ შინ გოლი არ გაუტანია.

V ტური
პარასკევი. 18 სექტემბერი
მაინცი-ჰოფენჰაიმი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სოტო, ფ. ფრაი, ბაისტერი - ჰამადი, ჰერდლინგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 მატჩი: +6=4-2 (19-15)

შაბათი. 19 სექტემბერი
ვოლფსბურგი-ჰერტა 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კასტელსი, ფელიპე, ვიეირინია - ბრუქსი, პეკარიკი, ბენ ჰატირა, კაუტერი, კოლსი, რონი, ალაგუი, შიბერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 მატჩი: +11=7-14 (42-47)

ჰამბურგი-აინტრახტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ანდერსონი, ჩენდლერი, კიტელი
ურთიერთშეხვედრები
სულ 82 მატჩი: +41=22-29 (160-115)

ვერდერი-ინგოლშტადტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვოლფი, ილდირიმი - დანილო, კოენი
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

კიოლნი-გლადბახი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მავრაი - ალვარო დომინგესი, შტრანცლი, ჰერმანი, ჯონსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 82 მატჩი: +21=16-45 (108-167)

დარმშტადტი-ბაიერნი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პლატინსი, შტარკი - ბადშტუბერი, ბენატია, კირხოფი, რიბერი, რობენი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 მატჩი: +0=1-3 (4-10)

კვირა. 20 სექტემბერი
შტუტგარტი-შალკე 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლანგერაკი, ვანიცეკი, კრუსი - გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 მატჩი: +42=14-34 (147-114)

დორტმუნდი-ლევერკუზენი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დურმი, შაჰინი - იედვაი, თოფრაქი, არანგისი, ლ. ბენდერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 72 მატჩი: +25=21-26 (103-108)

აუგსბურგი-ჰანოვერი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოპარე, კაიუბი, მორავეკი, პარკერი, შუსტერი, ბობადილია
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +0=3-5 (5-13)

ბომბარდირები: 6 - მიულერი (ბაიერნი); 5 - ობამეიანგი (დორტმუნდი); 4 - კასტაინოსი (აინტრახტი); 3 - ლასოგა (ჰამბურგი), ლევანდოვსკი (ბაიერნი), მაიერი (აინტრახტი), მხითარიანი (დორტმუნდი), მოდესტე (კიოლნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული