ბუნდესლიგა. V ტური: ფავრი - ახალი სეზონის პირველი მსხვერპლი [VIDEO]

AutoSharing Option
* ბუნდესლიგის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხუთი ტურის შემდეგ ორი გუნდი ლიდერობს უდანაკარგოდ.

* "დორტმუნდს" მიმდინარე სეზონში 11-დან 11 ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული.

* "ლევერკუზენმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუტანია.

* "ვოლფსბურგი" შინ 25 მატჩია, არ მარცხდება.

* "შალკემ" 2015 წელს პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი.

* "ინგოლშტადტის" კარის დარაჯი რამაზან იოზჩანი კვლავაც ერთადერთი მეკარეა ჩემპიონატში, რომელსაც გოლი არ გაუშვია.

* "ჰოფენჰაიმმა" თავის ისტორიაში პირველად ვერ მოიგო საწყის ხუთ ტურში.

ბუნდესლიგის მეხუთე ტურმა ახალ
სეზონში პირველი მწვრთნელი შეიწირა - ზედიზედ ხუთი წაგების (ბურთების შეფარდება - 2:12) შემდეგ, "გლახბადის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ლუსიენ ფავრმა...

"დარმშტადტი" წაუგებლად შეხვდა "ბაიერნთან" შეხვედრას და იმის მიუხედავად, რომ პეპ გვარდიოლამ რამდენიმე ლიდერი დაასვენა, წინააღმდეგობა ვერ გაუწია ლიდერს. მიუნხენელთა ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ ლამი, მიულერი, ჩაბი ალონსო, ლევანდოვსკი.

სტუმრებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ: 18:5 დარტყმების შეფარდება, 745:145 გადაცემები და 76 ბურთის ფლობის პროცენტი. პირველ ტაიმში ლიდერობა საკუთარ თავზე აიღეს დუგლას კოშტამ და არტურო ვიდალმა. ამ უკანასკნელმა 2011 წლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში და მე-20 წუთზე გახსნა ანგარიში. მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში გადაწყდა, როცა გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ ორი გოლი შეაგდო: ჯერ როდემ გაატანინა პირველი ბუნდესლიგური გოლი კომანს, შემდეგ კი დუგლაშ კოშტა ცენტრში შესანიშნავად გაუსწორდა მეტოქეებს და მეკარესთან პირისპირ გაუშვა როდე - 3:0.

თომას მიულერი შეცვლაზე შევიდა მოედანზე, მაგრამ ამ სეზონში პირველად დატოვა მინდორი გოლის გარეშე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად ფიქსირდება შემთხვევა, როცა ხუთი ტურის შემდეგ ორი გუნდი ლიდერობს უდანაკარგოდ. "დორტმუნდმა" გუშინ მიბაძა "ბაიერნს". ასევე 3:0 მოიგო უფრო რთულ მეტოქესთან - "ლევერკუზენთან". ამ გუნდმა ძალიან დაამუხრუჭა და ზედიზედ სამი მატჩი წააგო, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუტანია. "ფარმაცევტებს" შანსი არ ჰქონდათ. "დორტმუნდმა" მთელი მატჩი გააკონტროლა და ბურთების ასეთი შეფარდება დააფიქსირა - 22:8.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ხუთი ტურია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს და ექვსი ბურთით დაეწია თომას მიულერს. "დორტმუნდს" კი 18 გოლი დაუგროვდა. ხუთი ტურის შემდეგ, უფრო მეტი გოლი "კიოლნს" (19, 1977-78) და "გლადბახს" (20, 1973-74) ჰქონდათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ცდილობს არ ჩამორჩეს ლიდერებს "ვოლფსბურგი", რომელიც თანდათან ლაგდება სატრანსფერო ციებ-ცხელების შემდეგ. "მგლებმა" "ჰერტას" დამარცხებით 25 მატჩამდე გაზარდეს საშინაო წაუგებელი სერია.

დიტერ ჰეკინგმა დასვენების საშუალება მისცა ძირითად ფორვარდს ბას დოსტს და სასტარტოში ნიკოლას ბენდტნერი გამოიყვანა. დანიელმა 71 წუთი გაატარა მოედანზე და ბევრით ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, მის ნაცვლად შესულ დოსტს კი ხუთი წუთი დასჭირდა ანგარიშის გასახსნელად: არნოლდმა ჩააწოდა, "ჰერტას" მცველებმა შეცდომა დაუშვეს ხელოსნური თამაშგარეს შექმნისას და კალიჯურიმ დოსტს მიუგორა ბურთი, რომელსაც ისღა დარჩენოდა, ცარიელ კარში გაეტანა. მატჩის ბოლოს, ჰოლანდიელმა პენალტიც გამოიყენა.

* * *
აღარ ხუმრობს ლიგის აბსოლუტური დებიუტანტი "ინგოლშტადტი". წინა ტურში მან ფრეს მიაღწია "ვოლფსბურგთან", ამჯერად კი სტუმრად მოუგო "ვერდერს". ბრემენელებს სამი მატჩი არ ჰქონდათ წაგებული და თითქოს კარგი ტემპიც აკრიფეს, მაგრამ შაბათს დააკლდათ ნახევარდაცვის ლიდერი იუნუზოვიჩი. ამან დაღი დაასვა მასპინძლების თამაშს.

შეხვედრამ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და მისი ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ლუკიმიამ საჯარიმოში რატომღაც ხელი უბიძგა მეტოქეს, რის შემდეგაც ჰარტმანმა პენალტი გამოიყენა. "ინგოლშტადტი" 10 ქულით იწონებს თავს. ამ გუნდს სამიდან სამი მატჩი აქვს მოგებული სტუმრად, რაც არც ერთ დებიუტანტს არ გაუკეთებია. აქამდე, ისტორიაში მხოლოდ ორი დებიუტანტი გავარდნილა, როცა საწყის ხუთ ტურში მინიმუმ 10 ქულა ჰქონდა მოპოვებული.

* * *
მიონხენგლადბახის "ბორუსია" აგრძელებს ვარდნას. მან ბოლო შვიდ წელიწადში პირველად წააგო "კიოლნთან" რაინის დერბი და ახლა, ხუთითან ხუთი წაგება აქვს, რასაც ემატება ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დამარცხება. ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ ექვსი წაგება "გლადბახს" 1998 წლის შემდეგ არ ჰქონია.

"კიოლნის" მეკარეს ტიმო ჰორნს მხოლოდ ორი დარტყმის მოგერიება მოუწია, ერთადერთი გოლი კი ანტონი მოდესტემ გაიტანა, რომელიც ძალიან კარგად მოერგო ახალ გუნდს. ფრანგმა ზედიზედ მესამე მატჩში შეაგდო, სულ ჩემპიონატში ოთხი გოლი დაუგროვდა, ხოლო ექვს ოფიციალურ შეხვედრაში შვიდჯერ გამოიჩინა თავი.

კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც ხუთი ტურის შემდეგ ქულა არ აქვს აღებული, "შტუტგარტი" გახლავთ. არადა, აუთსაიდერებს შორის, ეს გუნდი ყველაზე კარგად გამოიყურება და ყველაზე მეტი გოლიც აქვს გატანილი. "შვაბებს" პირველ ტაიმში დიდი ანგარიშით შეეძლოთ მოგება, მაგრამ ძალიან ბევრი რეალური შანსი გააფუჭეს, სულ კი 26 დარტყმა შეასრულეს მატჩში. გელზენკირხენელთა მეკარემ რალფ ფერმანმა ცხრა დარტყმა მოიგერია.

"შალკეში" მხოლოდ ფლანგები აქტიურობდნენ. და მეორე ტაიმის სტარტზე, ლეროი სანეს მარჯვნიდან გარღვევა საკმარისი აღმოჩნდა საბოლოო უპირატესობის მოსაპოვებლად. ახალგაზრდა ფეხბურთელმა საჯარიმოში ერთი მეტოქე ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა. გოლის შემდეგ, სტუმრებმა მაქსიმალურად დააგდეს ტემპი და არ გასჭირვებიათ სასურველი ანგარიშის შენარჩუნება.

V ტური
18 სექტემბერი
მაინცი-ჰოფენჰაიმი 3:1
გოლები: 0:1 შმიდი (13), 1:1 მალი (18), 2:1 მალი (61), 3:1 მალი (68)
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, ბენგტსონი, ბაუმგარტლინგერი, მორიტცი, კლემენსი, დე ბლასისი (90+2. პარკერი), მალი (88. ს. სერდარი), მუტო (76. ნიდერლეხნერი).
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერაბეკი, სხარი (46. ბიჩაკჩიჩი), ზიულე, კიმი (75. უტი), შვეგლერი (76. კურანი), რუდი, პოლანსკი, შმიდი, ფოლანდი, ე. ვარგასი.
გაფრთხილება: ნიდერლეხნერი - სხარი, ბიჩაკჩიჩი
კუთხური: 6-8 ჯარიმა: 13-13 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 12(4)-13(4) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 28 973

19 სექტემბერი
ვოლფსბურგი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 დოსტი (76), 2:0 დოსტი (89-პენ)
ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, ნალდო, დანტე, შეფერი, გილავოგი, კრუზე (83. ს. იუნგი), კალიჯური, დრაქსლერი, შიურლე (82. არნოლდი), ბენდტნერი (71. დოსტი).
ჰერტა: კრაფტი (46. იარშტეინი), ვაიზერი, ლანგკამპი (44. შტარკი), ლუშტენბერგერი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, ჩიგერჩი (77. ვან დენ ბერგი), ჰარაგუჩი, დარიდა, შტოკერი, იბიშევიჩი.
გაფრთხილება: დრაქსლერი - პლატენჰარდტი, ლუშტენბერგერი
კუთხური: 7-5 ჯარიმა: 16-8 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 14(4)-9(4) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 30 000

ჰამბურგი-აინტრახტი 0:0
ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, სპაჰიჩი, ჯურუ, ოშტრჩოლეკი, კაჩარი, ჰანტი, ჰოლტბი, ნ. მიულერი (68. გრეგორიტში), ილიჩევიჩი (76. ოლიჩი), ლასოგა (87. შიპლოკი).
აინტრახტი: ჰრადეცკი, იგნიოვსკი, რუსი, აბრაჰამი, ოშჩიპკა, რაინარტცი, ჰასებე (90+1. მედოიევიჩი), შტენდერა (89. ფლუმი), მაიერი, სეფეროვიჩი, კასტაინოსი (83. აიგნერი).
გაფრთხილება: - ჰასებე, სეფეროვიჩი, რუსი, ოშჩიპკა
კუთხური: 5-11 ჯარიმა: 11-16 თამაშგარე: 4-5 კარში დარტყმა: 11(2)-7(4) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 55 322

ვერდერი-ინგოლშტადტი 0:1
გოლი: 0:1 მო. ჰარტმანი (90+3-პენ)
ვერდერი: ვიდვალდი, გერბესელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, ს. გარსია, ბარგფრედე, ფრიტცი (73. ფ. კროოსი), უ. გარსია (46. პისარო), ბარტელსი, უჯა, იოჰანსონი (81. იოზთუნალი).
ინგოლშტადტი: იოზჩანი, ლეველსი, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ზუტნერი, როჟერი, გროსი, მორალესი, ლექსი (90+4. ბრეჟერი), ჰინტერსეერი (67. მო. ჰარტმანი), ლეკი (88. კაჩუნგა).
გაძევება: ბარგფრედი (90+5. ვერდერი)
გაფრთხილება: გებრესელასიე, ლუკიმია, პისარო - ბ. ჰიუბნერი, გროსი, ზუტნერი, მორალესი
კუთხური: 8-5 ჯარიმა: 24-18 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 13(4)-13(4) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 40 500

კიოლნი-გლადბახი 1:0
გოლები: 1:0 მოდესტე (64)
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, სიორენსენი, ჰაინტცი, ჰექტორი, ფოგტი (46. იოიჩი), ლემანი, რისე, ბიტენკურტი (77. გერჰარდტი), ოსაკო (88. ცოლერი), მოდესტე.
გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, ბროუერსი, ა. კრისტენსენი, ვენდტი, დაუდი (76. ჰრგოტა), ჯაკა, ტრაორე (70. ნ. შულცი), რაფაელი, აზარი (70. ჰანი), დრმიჩი.
გაფრთხილება: - ჯაკა, აზარი, ვენდტი
კუთხური: 5-2 ჯარიმა: 17-19 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 13(2)-10(4) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 47 800

დარმშტადტი-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 ვიდალი (20), 0:2 კომანი (62), 0:3 როდე (63)
დარმშტადტი: მატენია, გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი, გონდორფი, ნიმაიერი (69. როზენტალი), ჰელერი, რაუში (77. ვრანჩიჩი), კემპე, შტროჰ-ენგელი (66. ვაგნერი).
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი (72. ჩაბი ალონსო), ალაბა, ბერნატი, კიმიხი, როდე, ვიდალი (66. ხავი მარტინესი), კომანი, დუგლას კოშტა (68. მიულერი), გიოტცე.
გაფრთხილება: ვაგნერი, სულუ - ხავი მარტინესი
კუთხური: 1-5 ჯარიმა: 10-8 თამაშგარე: 7-2 კარში დარტყმა: 5(2)-18(6) ბურთის ფლობა: 24%-76%
მაყურებელი: 17 000

20 სექტემბერი
შტუტგარტი-შალკე 0:1
გოლი: 0:1 ლ. სანე (53)
შტუტგარტი: ტიტონი, კლაინი, სუნიჩი, ბაუმგარტლი, ინსუა (87. რუპი), გენტნერი, სერეი დიე, მაქსიმი (65. დიდავი), კოსტიჩი, ტიმო ვერნერი (74. ჰარნიკი), გინჩეკი.
შალკე: ფერმანი, ჟუნიორ კაისარა, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, აოგო, გაისი, ლ. სანე (62. ჰოიბერგი), გორეტცკა, მაიერი (88. ჰიოვედესი), დი სანტო, ჰუნტელაარი (71. ჩუპო-მოტინგი).
გაფრთხილება: კლაინი, ინსუა, სუნიჩი - დი სანტო, ლ. სანე, აოგო
კუთხური: 6-5 ჯარიმა: 11-18 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 26(9)-10(6) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 48 510

დორტმუნდი-ლევერკუზენი 3:0
გოლები: 1:0 ჰოფმანი (19), 2:0 კაგავა (58), 3:0 ობამეიანგი (74-პენ)
დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, ვაიგლი, გიუნდოგანი, კაგავა, ჰოფმანი (63. იანუზაი), მხითარიანი (81. რამოსი), ობამეიანგი (87. გონსალო კასტრო).
ლევერკუზენი: ლენო, დონატი, პაპადოპულოსი, ტაჰი, ვენდელი, კამპლი, კრამერი (46. ბრანდტი), ბელარაბი (78. ჰენრიხსი), ჩალჰანოგლუ, კისლინგი (46. მეჰმედი), ერნანდესი.
გაფრთხილება: პაპასტატოპულოსი - პაპადოპულოსი, ვენდელი, კამპლი
კუთხური: 3-1 ჯარიმა: 9-17 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 22(10)-7(3) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 81 359

აუგსბურგი-ჰანოვერი 2:0
გოლები: 1:0 ესვაინი (29), 2:0 ვერჰაეგი (32-პენ)
აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, სტაფილიდისი, კოო, კორი, ესვაინი (46. ფოილნერი), ჰალილ ალთინთოფი (82. კალსენ-ბრაკერი), ტობიას ვერნერი (69. ჟი), მატავჟი.
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, ს. სანე, ზორგი (68. კლაუსი), პრიბი (44. ქარამანი), ანდრეასენი, კიიოტაკე (68. ერდინჩი), ა. ზობიხი.
გაფრთხილება: ვერჰაეგი - ზორგი, მარსელო, შულცი, ანდრეასენი
კუთხური: 5-6 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 17(8)-16(2) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 23 000

ბომბარდირები: 6 - მიულერი (ბაიერნი), ობამეიანგი (დორტმუნდი); 5 - მალი (მაინცი); 4 - კასტაინოსი (აინტრახტი), დოსტი (ვოლფსბურგი), მოდესტე (კიოლნი).

მომდევნო ტური
22 სექტემბერი:
ბაიერნი-ვოლფსბურგი, ჰერტა-კიოლნი, ინგოლშტადტი-ჰამბურგი, დარმშტადტი-ვერდერი.

23 სექტემბერი:
შალკე-აინტრახტი, ლევერკუზენი-მაინცი, გლადბახი-აუგსბურგი, ჰანოვერი-შტუტგარტი, ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული