23:08 17-10-2015
ბუნდესლიგა. IX ტური: "ბაიერნი" ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა [VIDEO]
AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად თომას მიულერის გოლით დაამარცხა "ვერდერი" და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სტარტზე ზედიზედ 9 მატჩი მოიგო ბუნდესლიგის ისტორიაში.
"ვოლფსბურგის" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო მაქს კრუზემ, რომელმაც ახლახან საქართველოს ნაკრების კარში გაიტანა გამარჯვების გოლი - კრუზემ ჰეთ თრიკი შეასრულა "ჰოფენჰაიმის" კარში.
სტარტზე ზედიზედ ხუთი წაგების მერე, რომელსაც მწვრთნელ ლუსიენ ფავრის წასვლა მოჰყვა, "გლადბახმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო - დიდი ანგარიშით სტუმრად "აინტრახტი" დაამარცხა - 5:1. აღსანიშნავია, რაფაელისა და ჰანის დუბლები.
შალკე-ჰერტა 2:1
გოლები: 1:0 ჰიოვედესი (27), 1:1 კალუ (73), 2:1 მაიერი (92)
გაძევება: იბიშევიჩი (18. ჰერტა)
ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 4:2
გოლები: 1:0 კრუზე (1), 2:0 დოსტი (7), 2:1 ტოლიანი (29), 2:2 შმიდი (54), 3:2 კრუზე (62), 4:2 კრუზე (83)
ჰამბურგი-ლევერკუზენი 0:0
აუგსბურგი-დარმშტადტი 0:2
გოლები: 0:1 ვაგნერი (7), 0:2 ნიმაიერი (29)
ვერდერი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 მიულერი (23)
აინტრახტი-გლადბახი 1:5
გოლები: 0:1 რაფაელი (16), 1:1 მაიერი (29-პენ), 1:2 დაჰუდი (51), 1:3 რაფაელი (57), 1:4 ჰანი (82-პენ), 1:5 ჰანი (90)
1. ბაიერნი - 27 ქულა; 2. დორტმუნდი - 20; 3. შალკე - 19; 4. ვოლფსბურგი - 15; 5. ჰერტა - 14.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული