* "ვერდერმა" ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო, რაც ახალი საკლუბო ანტირეკორდია.
* "ვერდერმა" ზედიზედ მე-11 ოფიციალური მატჩი წააგო "ბაიერნთან".
* "დორტმუნდმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია.
* "მაინცმა" ბოლო 9 მატჩში მერვედ წააგო "დორტმუნდთან".
* "ვოლფსბურგი" 27 ტურია, დაუმარცხებელია საკუთარ მოედანზე.
* "შალკემ" ბოლო რვა ოფიციალური მატჩიდან შვიდი მოიგო.
* "ლევერკუზენის" ფორვარდი შტეფან კისლინგი რვა ტურია, გოლს ვერ იტანს.
* "ჰამბურგმა" შინ ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გაიტანა გოლი.
* "დარმშტადტს" ჯერ წაგება არ აქვს სტუმრად.
მიუხედავად იმისა, რომ პეპ გვარდიოლას "ვერდერთან" მატჩისთვის წინა ხაზის 13 მოთამაშე და ორი მეკარე ჰყავდა განკარგულებაში, ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ "ბაიერნი" გახდებოდა პირველი გუნდი ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელიც პირველ ცხრა ტურში ცხრა გამარჯვებას მოიპოვებდა.
"ვერდერს" ზედიზედ 10 ოფიციალური მატჩი ჰქონდა წაგებული რეკორდმაისტერთან, მასთან ბოლო შეხვედრებში კატასტროფული ანგარიშებით აგებდა და შაბათის მატჩსაც ცუდ ფორმაში შეხვდა - ზედიზედ ოთხი წაგებით.
საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, "ბაიერნმა" ძალების მინიმალური დახარჯვით მოგება სცადა და გამოუვიდა. სტუმრებმა მხოლოდ 13-ჯერ დაარტყეს, რაც ამ სეზონში ანტირეკორდია და პირველად ვერ გაიტანეს ერთზე მეტი გოლი, სამაგიეროდ, მთელი 90 წუთი გააკონტროლეს ბურთი (1017 შეხება ჰქონდათ ბურთთან, რაც სეზონის რეკორდია) და ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა სამი ქულის ასაღებად.
ერთადერთი გოლი თომას მიულერმა გაიტანა, როცა ტიაგო ალკანტარამ შესანიშნავი პასით "ვერდერის" მთელი დაცვის ხაზი უსაქმოდ დატოვა და მიულერმა ორი მეტრიდან აჯობა ვიდვალდს. ზედიზედ 43 მატჩია, როცა მიულერი გოლს იტანს, "ბაიერნი" აუცილებლად იგებს შეხვედრას.
"ვერდერს" ანგარიშის გათანაბრების მხოლოდ ერთი რეალური შანსი ჰქონდა: უჯამ 68-ე წუთზე საჯარიმოს გარედან დაარტყა, მაგრამ ნოიერმა მოიგერია. "ბაიერნის" მეკარემ 137-ე "მშრალი" მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ამ მაჩვენებლით ზეპ მაიერს დაეწია. ისინი მეხუთე ადგილს იყოფენ ისტორიულ სიაში, ხოლო ლიდერი ოლივერ კანია 204 "მშრალი" მატჩით.
* * *
სანამ "ბაიერნი" "ვერდერს" დაამარცხებდა, ლიდერს ოთხ ქულამდე წამოეწია "დორტმუნდი", რომელიც "მაინცთან" გასვლითი მატჩით ხსნიდა ტურს. თომას ტუხელი პირველად გამოდიოდა თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ და ჰაერივით სჭირდებოდა მოგება, რადგან "ბორუსიას" ზედიზედ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა."მაინცი" პერიოდულად კარგად უტევდა ბიურკის კარს, ბევრს ამუშავებდა შვეიცარიელს, ერთხელ ხაირო სამპერიომ ჯარიმიდან ძელსაც გაარტყა ბურთი (ეს იყო ამ ჩემპიონატში "მაინცის" მიერ მერვედ ძელს გარტყმული ბურთი. ამ მხრივ, ეს გუნდი ყველაზე უიღბლოა მიმდინარე სეზონში), მაგრამ, ძირითადად, "დორტმუნდი" აკონტროლებდა თამაშის მსვლელობას.
სტუმრებმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნეს, როცა ობამეიანგმა როისს დაუგორა და მან აჯობა კარიუსს. მეორე ტაიმის დებიუტში კიდევ ერთხელ ვნახეთ ამ ფეხბურთელების დუელი. მსაჯმა არასწორად დანიშნა პენალტი "მაინცის" კარში.
აქამდე როისს 11-მეტრიანების გამოყენების ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, კარიუსის კარში კი ბოლო სამი პენალტი არ იყო გასული, ბოლო 13-დან კი ექვსი იყო გამოუყენებელი. კარიუსმა ამჯერადაც იყოჩაღა და როისს დუბლი არ შეასრულებინა.
მაგრამ 82-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც გაუშვეს მეორე გოლი. ობამეიანგმა რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენა და შეწყდა მისი ბრწყინვალე სერია, როცა პირველ რვა ტურში მინიმუმ ერთ გოლს იტანდა მეტოქეთან კარში. სამაგიეროდ, გაბონელმა ორი შედეგიანი პასი შეასრულა - მეორე შემთხვევაში ჰენრიხ მხითარიანს გაატანინა.
* * *
"ვოლფსბურგმა" გააგრძელა თავისი შთამბეჭდავი სერია - ეს გუნდი 27 მატჩია საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია. "მგლებს" მხოლოდ მოგებაზე ფიქრი მართებდათ "ჰოფენჰაიმთან", რადგან ზედიზედ ოთხი ოფიციალური მატჩი მოუგებელი ჰქონდათ, თუმცა გაუჭირდათ სამი ქულის აღება მეტოქესთან, რომელიც, თავის მხრივ, სამმატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებდა თავს."ვოლფსბურგი" არ ღალატობს შარშანდელ ტრადიციას. გასულ სეზონში გუნდმა ათჯერ გახსნა ანგარიში პირველივე დარტყმით, წელს კი ეს უკვე მესამედ გააკეთა: 41-ე წამზე მაქს კრუზემ დააწინაურა თავისიანები. ექვს წუთში კი ბას დოსტმა სეზონში მეექვსე გოლით ორამდე გაზარდა თავისიანების უპირატესობა. ორივე შემთხვევაში, საგოლე გადაცემა იულიან დრაქსლერმა შეასრულა.
მაგრამ მეორე ტაიმის სტარტისთვის ანგარიში უკვე თანაბარი იყო - ჯერ ტოლიანმა შეძლო საჯარიმოში შეღწევა და ზუსტად დარტყმა, შემდეგ კი შმიდმა საკუთარ დარტყმულს დაამატა. საყაიმო ანგარიში მხოლოდ ათი წუთი შენარჩუნდა. კრუზემ ჯერ დუბლი შეასრულა, საფინალო სასტვენამდე შვიდი წუთით ადრე კი შიურლეს პასით ჰეთ თრიკის ავტორი გახდა.
* * *
"შალკემ" კინაღამ ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგა ქულები. "კიოლთან" 0:3-ის შემდეგ "მეშახტეები" ახლოს იყვნენ იმასთან, რომ გაენიავებინათ "ჰერტას" წინააღმდეგ დიდი უპირატესობა, რომელიც მე-18 წუთზე მიიღეს. მსაჯმა ვედად იბიშევიჩი გააძევა ალექსანდრ მაიერის წინააღმდეგ უხეშობისთვის და მასპინძლებმა თითქმის მთელი მატჩი რიცხობრივ უპირატესობაში ჩაატარეს.
მიუხედავად ამისა, 90 წუთის შემდეგ ანგარიში საყაიმო იყო. და სწორედ ამ დროს ლეროი სანე დარჩა მეკარესთან პირისპირ, მოატყუა ის და თითქმის ნული კუთხიდან მაქს მაიერს მიაწოდა ბურთი, რომელმაც ოთხი მეტრიდან წერტილი დაუსვა შეხვედრას. "შალკემ" ბოლო 14 მატჩში მეთორმეტედ დაამარცხა "ჰერტა".
დაბოლოს, მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო მას შემდეგ, რაც გუნდი ანდრე შუბერტმა ჩაიბარა. გლადბახელთა მორიგი მსხვერპლი გახდა "აინტრახტი", რომელსაც, თავის მხრივ, ნეგატიური სერია აქვს, რომელიც ოთხ მოუგებელ მატჩს ითვლის.
ბუნდესლიგა. IX ტური
16 ოქტომბერი
მაინცი-დორტმუნდი 0:2
გოლები: 0:1 როისი (18), 0:2 მხითარიანი (82)
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, ბენგტსონი, ბაუმგარტლინგერი, ლატცა (85. სერდერი), ხაირო (70. კლემენტი), დე ბლასისი, მალი, მუტო (84. ნიდერლეხერი).
დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, ჟო-ჰო პარკი, ვაიგლი, გიუნდოგანი, კაგავა (84. გონსალო კასტრო), როისი (79. ს. ბენდერი), მხითარიანი, ობამეიანგი (89. რამოსი).
გაფრთხილება: ხაირო, ბროსინსკი - მხითარიანი
შენიშვნა: როისმა პენალტი ვერ გაიტანა (47)
კუთხური: 8-4 ჯარიმა: 13-16 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 11(5)-16(6) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 34 000
17 ოქტომბერი
შალკე-ჰერტა 2:1
გოლები: 1:0 ჰიოვედესი (27), 1:1 კალუ (73), 2:1 მაიერი (90+2)
შალკე: ფერმანი, რიტერი, ჰიოვედესი, ჯ. მატიპი, აოგო, გაისი, გორეტცკა (76. ჰოიბერგი), ლ. სანე, მაიერი, დი სანტო, ჩუპო-მოტინგი.
ჰერტა: იარშტეინი, ვაიზერი, ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, დარიდა, ჰარაგუჩი (81. ჰეგელერი), ჩიგერჩი (46. ბაუმიოჰანი), კალუ (90+1. ბრუქსი), იბიშევიჩი.
გაძევება: იბიშევიჩი (18. ჰერტა)
გაფრთხილება: დ სანტო, ჰიოვედესი, გაისი - ჰარაგუჩი, ლანგკამპი, დარიდა, ჰეგელერი
კუთხური: 7-6 ჯარიმა: 18-16 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 19(9)-9(5) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 61 336
ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 4:2
გოლები: 1:0 კრუზე (1), 2:0 დოსტი (7), 2:1 ტოლიანი (30), 2:2 შმიდი (54), 3:2 კრუზე (62), 4:2 კრუზე (83)
ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი, ლუიშ გუსტავო (87. არნოლდი), გილავოგი, კალიჯური, კრუზე, დრაქსლერი (67. ვიეირინია), დოსტი (79. შიურლე).
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერაბეკი (22. კიმი), ზიულე, ბიჩაკჩიჩი, ტოლიანი, შტრიობლი, პოლანსკი, რუდი (83. შალაი), შმიდი, ფოლანდი, ე. ვარგასი (84. უტი).
გაფრთხილება: კალიჯური, ტრეში, ლუიშ გუსტავო, ვიეირინია
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 12-11 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 16(9)-7(3) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 28 148
ჰამბურგი-ლევერკუზენი 0:0
ჰამბურგი: ადლერი, დიკმაიერი, სპაჰიჩი, ჯურუ, ოშტრჩოლეკი, ეკდალი, ჰოლტბი, ნ. მიულერი (66. გრეგორშიტცი), ილიჩევიჩი, ჰანტი (82. დიასი), ლასოგა (78. შიპლოკი).
ლევერკუზენი: ლენო, დონატი (77. ჩალჰანოგლუ), ტაჰი, პაპადოპულოსი, ბიონიში, თოფრაქი (59. იედვაი), კრამერი, ბელარაბი, ბრანდტი (63. მეჰმედი), ერნანდესი, კისლინგი.
გაფრთხილება: ჰანტი, ლასოგა, ეკდალი, ილიჩევიჩი, დიასი, სპაჰიჩი - ერნანდესი, იედვაი
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 20-19 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 8(3)-10(3) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 54 957
აუგსბურგი-დარმშტადტი 0:2
გოლები: 0:1 ვაგნერი (7), 0:2 ნიმაიერი (29)
აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, მაქსი, ბაიერი, კორი (46. კოო), ჰალილ ალთინთოფი (46. ბობადილია), ესვაინი (60. ტროხოვსკი), ტობიას ვერნერი, კაიუბი.
დარმშტადტი: მატენია, გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ხუნიორ დიასი, გონდორფი, ნიმაიერი, ჰელერი (90+1. ზაილერი), რაუში (87. კემპე), როზენტალი, ვაგნერი (80. შტორ-ენგელი).
გაფრთხილება: ბაიერი, კაიუბი - ჰელერი, გარიჩი, კალდიროლა
კუთხური: 2-4 ჯარიმა: 13-16 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 20(3)-12(5) ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 30 009
ვერდერი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 მიულერი (23)
ვერდერი: ვიდვალდი, გერბესელასიე, ლუკიმია, ბარგფრედე, გალვესი, ს. გარსია, ბარტელსი, ფრიტცი (78. პისარო), იუნუზოვიჩი, ლორენცენი (59. იოზთუნალი), უჯა.
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია (78. კიმიხი), ბოატენგი, ალაბა, ბერნატი, ჩაბი ალონსო, ლამი, ტიაგო ალკანტარა, ვიდალი (90+2. პანტოვიჩი), მიულერი, ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ს. გარსია, ბარგფრედე - რაფინია, კიმიხი
კუთხური: 2-3 ჯარიმა: 15-12 თამაშგარე: 1-5 კარში დარტყმა: 8(2)-13(4) ბურთის ფლობა: 26%-74%
მაყურებელი: 42 100
აინტრახტი-გლადბახი 1:5
გოლები: 0:1 რაფაელი (16), 1:1 მაიერი (29-პენ), 1:2 დაუდი (51), 1:3 რაფაელი (57), 1:4 ჰანი (82-პენ), 1:5 ჰანი (90)
აინტრახტი: ჰრადეცკი, იგნიოვსკი (52. ჩენდლერი), აბრაჰამი, რუსი, ოშჩიპკა, რაინარტცი, ფლუმი, შტენდერა (60. ჯაკპა), მაიერი, სეფეროვიჩი, კასტაინოსი (60. აიგნერი).
გლადბახი: ზომერი, კორბი (66. იანტჩკე), ა. კრისტენსენი, ალვარო დომინგესი, ვენდტი, დაუდი (85. ნორდტვეიტი), ჯაკა, ტრაორე, ჯონსონი, შტინდლი, რაფაელი (76. ჰანი).
გაფრთხილება: სეფეროვიჩი, აიგნერი, ჯაკპა, რუსი - ზომერი, შტინდლი, კორბი
კუთხური: 1-1 ჯარიმა: 18-14 თამაშგარე: 6-6 კარში დარტყმა: 7(2)-16(9) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 50 700
18 ოქტომბერი
კიოლნი-ჰანოვერი 0:1
გოლი: 0:1 ანდრეასენი (38)
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი (58. ცოლერი), სიორენსენი, ჰაინტცი, ჰექტორი, ლემანი, გერჰარდტი (57. იოიჩი), რისე, ოსაკო (75. ჰოსინერი), ბიტენკურტი, მოდესტე.
ჰანოვერი: ცილერი, ზორგი (46. ჰ. საკაი), მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, შმიდებახი, ს. სანე, ქარამანი (17. კლაუსი), ანდრეასენი, კიიოტაკე, ა. ზობიხი (83. ფელიპე).
გაფრთხილება: სიორენსენი, ოსაკო, რისე - შმიდებახი, ს. სანე
კუთხური: 12-3 ჯარიმა: 14-17 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 16(5)-8(4) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 48 700
შტუტგარტი-ინგოლშტადტი 1:0
გოლი: 1:0 დიდავი (59)
შტუტგარტი: ტიტონი, კლაინი, სუნიჩი, ბაუმგარტლი, ინსუა, რუპი, სერეი დიე, ჰარნიკი (85. კლიმენტი), დიდავი (88. შვააბი), მაქსიმი (72. ჰაისი), ტიმო ვერნერი.
ინგოლშტადტი: იოზჩანი, ლეველსი, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ზუტნერი, ბრეჟერი, გროსი, მორალესი (77. კრისტიანსენი), ლექსი (46. მო. ჰარტმანი), ჰინტერსეერი (72. კაჩუნგა), ლეკი.
გაფრთხილება: ჰარნიკი, მაქსიმი, სუნიჩი - ბრეჟერი
გაძევება: სერეი დიე (86)
შენიშვნა: ლეკიმ ვერ გამოიყენა პენალტი (4)
კუთხური: 6-5 ჯარიმა: 18-9 თამაშგარე: 5-4 კარში დარტყმა: 12(4)-11(6) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 45 700
ბომბარდირები: 12 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - თომას მიულერი (ბაიერნი).
მომდევნო ტური
23 ოქტომბერი:
ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი
24 ოქტომბერი:
ბაიერნი-კიოლნი, ლევერკუზენი-შტუტგარტი, ჰანოვერი-აინტრახტი, მაინცი-ვერდერი, დარმშტადტი-ვოლფსბურგი, ინგოლშტადტი-ჰერტა
25 ოქტომბერი:
დორტმუნდი-აუგსბურგი, გლადბახი-შალკე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"