02:12 25-10-2015
ბუნდესლიგა. X ტური: "ბაიერნმა" მე-1000 გამარჯვება იზეიმა [VIDEO]
AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 1000 გამარჯვება იზეიმა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა შინ 4:0 გაანადგურა "კიოლნი". გოლები არიენ რობენმა, არტურო ვიდალმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და თომას მიულერმა გაიტანეს.
"ბაიერნი" უახლოეს მდევარ "დორტმუნდს" (რომელსაც ნაკლები თამაში აქვს გამართული) უკვე 10 ქულით უსწრებს.
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "მე-1000 მატჩი მოვიგეთ, ეს დიდებულია. ყველას მადლობა ვისაც ამაში წვლილი შეუტანია წლების განმავლობაში. მწვრთნელმა ყველაზე უკეთ იცის, როგორი ძნელია გამარჯვების მოპოვება და ათასი მოგება კლუბის სიდიადეზე მეტყველებს. ანგარიშის მიუხედავად, რთული თამაში იყო, არ გვქონდა თავისუფალი სივრცეები. ცენტრიდან გასვლა შეუძლებელი იყო, ფლანგებს ვტვირთავდით და რობენის გოლამდე ძალიან გვიჭირდა".
ლევერკუზენის "ბაიერმა" "შტუტგარტი" 7-გოლიან თრილერში დაამარცხა, რომელსაც თამაშის დასრულებამდე 30 წუთით ადრე 1:3-ს აგებდა. ერთ-ერთი გოლი ხავიერ ერნანდესის (ჩიჩარიტო) ანგარიშზეა. გამარჯვების გოლი კი ადმირ მეჰმედიმ გაიტანა.
"ვოლფსბურგმა" დანიელ კალიჯურის გოლით სტუმრად მოუგო "დარმშტადტს".
ლევერკუზენი-შტუტგარტი 4:3
გოლები: 0:1 ჰარნიკი (50), 0:2 დივადი (54), 1:2 ბელარაბი (57), 1:3 რუპი (60), 2:3 ბიონიში (70), 3:3 ხ. ერნანდესი (71), 4:3 მეჰმედი (89)
ბაიერნი-კიოლნი 4:0
გოლები: 1:0 რობენი (35), 2:0 ვიდალი (40), 3:0 ლევანდოვსკი (62), 4:0 მიულერი (77-პენ)
დარმშტადტი-ვოლფსბურგი 0:1
გოლი: 0:1 კალიჯური (78)
ჰანოვერი-აინტრახტი 1:2
გოლები: 1:0 კლაუსი (51), 1:1 შტენდერა (57), 1:2 შტენდერა (65)
მაინცი-ვერდერი 1:3
გოლები: 0:1 უჯა (39), 0:2 უჯა (44), 0:3 ბარტელსი (45), 1:3 მუტო (90)
ინგოლშტადტი-ჰერტა 0:1
გოლი: 0:1 ვაიზერი (10)
1. ბაიერნი - 30 ქულა; 2. დორტმუნდი - 20; 3. შალკე - 19; 4. ვოლფსბურგი - 18; 5. ჰერტა - 17.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული