ბუნდესლიგა. XI ტური: "დორტმუნდმა" "ბაიერნთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
31 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

წინა დღით "ბაიერნმა" პირველი ქულები დაკარგა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დორტმუნდმა" "ვერდერთან" საგარეო გამარჯვებით (3:1) ლიდერთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.

დუბლი შეასრულა მარკო როისმა, ხოლო ჰენრიხ მხითარიანის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თომას ტუხელი (დორტმუნდი): "ძალიან კმაყოფილი ვარ, გუნდმა დღეს შექება დაიმსახურა. პირველ ტაიმში კიდევ იყო პრობლემები, ვერ ვუმკლავდებოდით "ვერდერის" კონტრშეტევებს, მაგრამ მეორეში მოვუმატეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, ჯერ სიხარულის საბაბი არა გვაქვს, "დორტმუნდს" ჯერ არაფერი მოუგია".

"შალკე" შინ 60 ათასი გულშემატკივრის
წინაშე წაგებას გადაურჩა "ინგოლშტადტთან" ლეროი ზანეს გოლის წყალობით - 1:1.

მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" სტარტზე ზედიზედ ხუთი წაგების მერე, ზედიზედ 6 მოიგო. ამჯერად, სტუმრად ბერლინის "ჰერტა" 4:1 გაანადგურა.

"ვოლფსბურგმა" 2:1 მოუგო ლევერკუზენის "ბაიერს" და მესამე ადგილზე გადავიდა. გოლები მასპინძელთა რიგებში ნიკლას ბენდტნერმა და იულიან დრაქსლერმა გაიტანეს, სტუმრებში კი თავი ჩიჩარიტომ გამოიჩინა.

შალკე-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 0:1 ლეველსი (39), 1:1 ზანე (77)

აუგსბურგი-მაინცი 3:3
გოლები: 0:1 მუტო (18), 0:2 მუტო (30), 1:2 ვერჰაეგი (42-პენ), 2:2 ჯა-ჩეოლი (50), 3:2 ბობადილია (81), 3:3 მუტო (93)

ვერდერი-დორტმუნდი 1:3
გოლები: 0:1 როისი (9), 1:1 უჯა (32), 1:2 მხითარიანი (44), 1:3 როისი (72)

კიოლნი-ჰოფენჰაიმი 0:0

ჰერტა-გლადბახი 1:4
გოლები: 0:1 ვენდტი (26), 0:2 რაფაელი (28), 0:3 ჯაკა (54-პენ), 1:3 ბაუმიოჰანი (82-პენ), 1:4 ნორდტვეიტი (91)

ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 ბენდტნერი (34), 1:1 ხ. ერნანდესი (40), 2:1 დრაქსლერი (77)

1. ბაიერნი - 31 ქულა; 2. დორტმუნდი - 26; 3. ვოლფსბურგი - 21; 4. შალკე - 20; 5. გლადბახი - 18.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული