გერმანულ პრესას ეს დაპირისპირება ორი მოთამაშის დუელამდე დაჰყავს: პიერ-ემერიკ ობამეიანგი რალფ ფერმანის წინააღმდეგ. ობამეიანგი ლევანდოვსკისთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა დავას და საუკეთესოა ლიგაში "გოლი+პასის" სისტემით. "შალკეს" მეკარე ფერმანი კი ლიგის საუკეთესო გოლკიპერია "კიკერის" შეფასებით (2.55).
ბოლო დერბი წლეულს, თებერვალში გაიმართა სწორედ "დორტმუნდის" სტადიონზე და მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. მაშინ ერთი გოლი სწორედ
გუნდები განსხვავებულ ფორმაში იმყოფებიან: "დორტმუნდმა" უდანაკარგოდ ჩაატარა ბოლო 5 ოფიციალური მატჩი, "შალკე" კი ოთხი ოფიციალური შეხვედრაა მოუგებელია (2 ფრე, 2 წაგება).
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, ვაიგლი, გიუნდოგანი, მხითარიანი, კაგავა, როისი, ობამეიანგი
შალკე: ფერმანი, ჟუნიორ კაისარა, ნოიშტედტერი, მატიპი, აოგო, გორეტცკა, აიჰანი, სანე, მაიერი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი
* * *
ამ ტურში კიდევ ერთი პრინციპული მატჩია: რაინის დერბი "ლევერკუზენსა" და "კიოლნს" შორის. "ფარმაცევტებს" სასწრაფოდ ხასიათი აქვთ გამოსაკეთებელი: როჯერ შმიდტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე წააგო და გაირთულა საქმე, ჩემპიონატში კი დიდი ხანია, ვერ ბრწყინავს და ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო. სუსტი გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზია საგოლე მომენტების ცუდი რეალიზაცია - 16.9 პროცენტი (ყველაზე დაბალი ლიგაში). კიდევ კარგი, "ბაიერმა" ჩიჩარიტო აიყვანა, თორემ იმ ქულების ნახევარიც არ ექნებოდა, რაც ამ მომენტისთვის აქვს მოპოვებული. საერთოდ ამოვარდნილია ფორმიდან შტეფან კისლინგი, რომელსაც პირველი ტურის შემდეგ არ გაუტანია.
სახარბიელო მდგომარეობაში არც "კიოლნია", რომელიც ოთხი ოფიციალური მატჩია, გოლს ვერ იტანს.
დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია "ვოლფსბურგი", რომელმაც ასევე წააგო ჩემპიონთა ლიგის მატჩი, ოღონდ განსხვავება ის არის, რომ "მგლებმა" შიდა არენაზე ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს და სამეულში შეაღწიეს. ამბობენ, რომ დიტერ ჰეკინგის გუნდში მცირე არეულობაა, რადგან ზოგიერთ ფეხბურთელს არ მოსწონს სათადარიგო მოთამაშის როლი.
საინტერესოა, როგორ აისახება ეს გუნდის თამაშზე. "ვოლფსბურგი" "მაინცს" ხვდება, რომელიც სამი ტურია, მოუგებელია. "მგლებს" მოუწევთ იაპონელი მუტოს შეჩერებაზე ზრუნვა. მან წინა ტურში ჰეთ თრიკი შეასრულა და პირველი იაპონელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც 11 ტურში 6 გოლი გაიტანა.
სავარაუდოდ, ყველაზე იოლად პროგნოზირებადი მატჩია - "ბაიერნი"-"შტუტგარტი". "აინტრახტთან" 0:0-ის შემდეგ რთული წარმოსადგენია, რომ რეკორდმაისტერმა ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგოს ქულები. ფრანკფურტელებმა ანახეს ყველას, როგორ შეიძლება "ბაიერნისთვის" პრობლემის შექმნა.
"თერთმეტმა მამაკაცმა საკუთარი კარის წინ დაიცვა 30 მეტრი ტერიტორია. ასეთი რამ აქამდე არ გამოგვიცდია", - ასე შეაფასა "აინტრახტის" თამაში ჯერომ ბოატენგმა. თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ იგივე გამოუვიდეს "შტუტგარტს", მით უმეტეს, რომ ეს გუნდი ყველაზე მეტს უშვებს ბუნდესლიგაში.
საყოველთაო ყურადღებაა მიპყრობილი "გლადბახისკენ". ანდრე შუბერტის მოსვლის შემდეგ ამ გუნდმა მიჯრით ექვსი მატჩი მოიგო და მე-18 ადგილიდან მეხუთემდე ავიდა. კიდევ ერთი მოგება - ლიგის ახალი რეკორდი იქნება, რადგან აქამდე დებიუტანტ მწვრთნელს არასოდეს მოუგია სასტარტო შვიდი შეხვედრა.
მეტოქეც თითქოს იოლია - "ინგოლშტადტი", მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ლიგის დებიუტანტს ქულების თითქმის 90 პროცენტი სტუმრად აქვს აღებული.
ტურისწინა სტატისტიკა
ჰანოვერი-ჰერტა- "ჰანოვერს" "ჰერტასთან" ბოლო 5.5 წლის განმავლობაში არ წაუგია. ეს სერია მოიცავს ექვს შეხვედრას და ბერლინელებმა ჯამში მხოლოდ 3 გოლი გაიტანეს.
- "ჰანოვერმა" ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგო.
- რონ-რობერტ ცილერმა "ჰერტასთან" 6 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.
ბაიერნი-შტუტგარტი
- ამ მატჩში ხვდებიან საუკეთესო შეტევისა და უარესი დაცვის მქონე გუნდები. "ბაიერნმა" 33 გოლი გაიტანა, "შტუტგარტმა" 23 გაუშვა.
- "შტუტგარტმა" პირველ 5 ტურში ქულა ვერ აიღო, რის შემდეგაც გუნდს დადებითი ბალანსი აქვს - 3 მოგება, ფრე და 2 წაგება.
- "ბაიერნი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ შინ ქულა არ დაუკარგავს.
გლადბახი-ინგოლშტადტი
- "გლადბახს" ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს ლიგაში, რომელიც 6 მატჩს უტოლდება.
- ზედიზედ მეშვიდე მოგებით, "გლადბახის" დამრიგებელი ანდრე შუბერტი გაიმეორებს ოტო რეჰაგელის რეკორდს, რომელმაც ახალ გუნდთან ერთად, სეზონის სტარტზე 7 მატჩი მოიგო.
- "ინგოლშტადტმა" 15 ქულიდან 11 სტუმრად მოიპოვა.
- "ინგოლშტადტმა" 6 გასვლით მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.
ლევერკუზენი-კიოლნი
- გასულ სეზონში "ლევერკუზენს" მხოლოდ 20 ტურის შემდეგ დაუგროვდა 4 წაგება.
- "კიოლნი" სამი ტურია გატანილი გოლის გარეშეა. გერმანიის თასის მატჩის ჩათვლით კი, ეს სერია 4 მატჩს უტოლდება.
- ამ გუნდებს შორის ლევერკუზენში ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში 16 გოლი გავიდა.
ჰოფენჰაიმი-აინტრახტი
- "აინტრახტს" "ჰოფენჰაიმთან" 6 გასვლით მატჩში მხოლოდ ერთი აქვს მოგებული.
- "ჰოფენჰაიმი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ შინ მატჩი არ მოუგია.
- "აინტრახტი" პირველია გუნდია ამ სეზონში, რომელმაც "ბაიერნს" ქულები დააკარგვინა.
- "აინტრახტმა" ბოლო 8 ოფიციალურ მატჩში 5-ჯერ ვერ შეძლო გოლის გატანა.
მაინცი-ვოლფსბურგი
- "ვოლფსბურგს" "მაინცის" ამჟამინდელ სტადიონზე - Coface Arena-ზე მატჩი არ მოუგია.
- "ვოლფსბურგმა" ბოლო რვა თვის განმავლობაში პირველად მოიგო ზედიზედ 3 მატჩი.
- "მაინცი" 3 ტურია მოუგებელია და ამ სერიაში მხოლოდ ქულა აიღო.
- "ვოლფსბურგმა" ყველაზე ცოტა გოლი გაიტანა გასვლით მატჩებში - 3.
- "მაინცი" ბოლო 5 მატჩში მინიმუმ 2 გოლს უშვებს საკუთარ კარში.
დორტმუნდი-შალკე
- "დორტმუნდმა" ბოლო 5 ოფიციალური მატჩი მოიგო, "შალკე" 4 მატჩია მოუგებელია.
- პირველად 2009-10 წლების სეზონის შემდეგ, არც "დორტმუნდი" და არც "შალკე" არ თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე.
- ამ გუნდების ბოლო 10 მატჩში არ ყოფილა გაძევება და დაფიქსირდა 39 ყვითელი ბარათი.
აუგსბურგი-ვერდერი
- ამ გუნდების დაპირისპირებებში არასოდეს დაფიქსირებულა უგოლო ფრე.
- "აუგსბურგი" 6 ტურია ვერ იგებს, "ვერდერმა" ბოლო 7 მატჩში 6 წააგო.
- "ვერდერმა" 10 ქულიდან 7 გასვლით მატჩებში მოიპოვა.
პარასკევი. 6 ნოემბერი
ჰანოვერი-ჰერტა 23:30
დისკვალიფიკაცია: - იბიშევიჩი
ტრავმა: პრიბი, ბენშოპი - კრაფტი, პეკარიკი, შტარკი, ბენ ჰატირა, ალაგუი, შიბერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 მატჩი: +10=13-15 (47-55)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
შაბათი. 7 ნოემბერი
ბაიერნი-შტუტგარტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერნატი, გიოტცე, რიბერი, როდე - ლანგერაკი, გინჩეკი, ჰარნიკი, კრუსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 96 მატჩი: +59=20-17 (193-109)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +3=1-2
ლევერკუზენი-კიოლნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰილბერტი, იედვაი, არანგისი, ლ. ბენდერი - მავრაი
ურთიერთშეხვედრები
სულ 56 მატჩი: +21=22-13 (87-75)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=2-3
გლადბახი-ინგოლშტადტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შტრანცლი, ჰერმანი, ნ. შულცი, ჰანი - დანილო, კოენი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +1=2-3
ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰამადი, ჰერდლინგი, ოხსი - ბალაიევი, ანდერსონი, კიტელი, კიტელი
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 მატჩი: +19=16-13 (73-69)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
მაინცი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სერენო, კლემენსი, სოტო, ფ. ფრაი - ფელიპე, კნოხე
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 მატჩი: +5=5-8 (29-31)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=1-2
დარმშტადტი-ჰამბურგი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ეკდალი, კაჩარი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 მატჩი: +0=1-3 (5-12)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
კვირა. 8 ნოემბერი
დორტმუნდი-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: - გაისი
ტრავმა: დურმი, შაჰინი - გიფერი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 მატჩი: +31=25-30 (133-121)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=1-2
აუგსბურგი-ვერდერი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰონგი, ს. პარკერი - ვოლფი, გრილიტში, ილდირიმი, იოჰანსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +4=2-2 (15-10)
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=0-5
ბომბარდირები: 13 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 10 - თომას მიულერი (ბაიერნი); 7 - მარკოს როისი (დორტმუნდი); 6 - იუნუს მალი (მაინცი), ანტონი მოდესტე (კიოლნი), ბას დოსტი (ვოლფსბურგი), იოშინორი მუტო (მაინცი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"