ფეხბურთელი "დორტმუნდში" ძვირად ფასობს. იმ შემთხვევაში, თუ გუნდს მაინც მოუწევს ფეხბურთელთან გამომშვიდობება, ისინი მასში მინიმუმ 60 მილიონ ევროს მოითხოვენ.
ობამეიანგის მიმართ ინტერესს ლონდონის "არსენალი" და "ბარსელონა" იჩენენ.
გაბონელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი გერმანულ გუნდთან 2020 წლამდეა გათვლილი.
26 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 14 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.