რობერტ ლევანდოვსკი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

27 წლის ფეხბურთელი გერმანიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში, რომელსაც მისი გუნდი "ვოლსბურგის" წინააღმდეგ ატარებდა, შეცვლაზე შევიდა და 9 წუთში 5 გოლი გაიტანა.

ლევანდოვსკიმ გინესის რეკორდების წიგნის ოთხი სერტიფიკატი მიიღო: ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკისთვის (3 წუთი და 22 წამი), პოკერისთვის (5 წუთი და 42 წამი) და პენტა-თრიკისთვის (8 წუთი და 59 წამი). ასევე, პოლონელი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც თამაშში ცვლილებით ჩაერთო და 5
გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული