მესუთ იოზილი გერმანიის ნაკრების 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი დაასახელეს. ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის კავშირის ოფიციალური საიტი იუწყება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელიწადში იოზილმა ეს საპატიო ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

მესუთ იოზილმა ხმების 45,9% მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი თომას მიულერი - 19,5%, მესამეზეა "კიოლნის" მცველი იონას ჰექტორი - 13,6%. ეს კი დიდი მოულოდნელობაა. ბოლო ხუთ წელიწადში იოზილს ერთადერთხელ 2014 წელს აჯობეს, როცა საუკეთესოდ ტონი კროოსი (რეალი) დაასახელეს.

იოზილს ხმა 70 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა, გამოკითხვაში კი
სულ 13 გერმანელი ფეხბურთელი იყო. მესუთ იოზილმა ნაკრების 9 თამაშიდან 8-ში მიიღო მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული