ბუნდესლიგა. XIX ტურის წინ: "დორტმუნდის" და "ბაიერნის" იოლი ბრძოლები

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის მე-19 ტური დღეს სწრაფი ფეხბურთის მიმდევარი და პრესინგის მოყვარული გუნდების, "გლადბახისა" და "მაინცის" დუელით იწყება. ხვალ დორტმუნდის "ბორუსია" საკუთარი ძლევამოსილების კიდევ ერთხელ დადასტურებას "ინგოლშტადტთან" მატჩში შეეცდება, მოძლიერებულ აუგსბურგელებს კი "აინტრახტის" გოლეადორ ალექს მაიერთან ექნებათ საქმე.

"დარმშტადტი" ფეხბურთის მოყვარულთა გაოცებას ახლა "შალკესთან" შეხვედრაში აპირებს, შაბათის საღამოს თამაში კი "შტუტგარტისა" და "ჰამბურგის" მეტად საინტერესო დაპირისპირებაა. როგორც მიხვდით, ლიდერი "ბაიერნი" კვირას თამაშობს - გვარდიოლას ბიჭები გასაჭირში მყოფ "ჰოფენჰაიმს" ხვდებიან.

"მაინცის" ფეხბურთელები ამ სეზონში, საშუალოდ ერთ მატჩში 118.4 კილომეტრს დარბიან, ხოლო მიონხენგლადბახის
"ბორუსიას" მოთამაშეები კი - 116.3 კილომეტრს. ამ მაჩვენებლებით გერმანიაში ეს ორივე გუნდი საუკეთესოა და დღეს ისინი ერთმანეთს ხვდებიან, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ "გლადბახისა" და "მაინცის" დაპირისპირება ძალიან ინტენსიური და საინტერესო გამოვა. "მაინცი" 2016 წელს ჯერ კიდევ უგოლოდ და უქულოდაა.

ახლახან მაინცელებმა "ლევერკუზენიდან" მარჯვენა მცველი დონატი გადაიბირეს. მეტოქე "გლადბახს" კი ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში შანსების გამოყენების მხრივ ბადალი არ ჰყავს (37.2 პროცენტი). მიონხენგლადბახელები უაღრესად შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, რაც დიდი რისკიცაა - თავად განსაჯეთ, "გლადბახმა" წინა რვა შეხვედრაში 24 გოლი გაუშვა.

ისევ გაიტანს ობამეიანგი?
ამ ტურში დორტმუნდის "ბორუსია" სახლში თამაშობს, რაც თითქმის ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მოიგებს. რატომ? საქმე ისაა, რომ დორტმუნდელებს ამ სეზონში შინ 8 მატჩიდან 7 მოგებული აქვთ, 1 ფრედ დაასრულეს და არცერთხელ არ დამარცხებულან.

მეტიც: "დორტმუნდი" ამ სეზონში საკუთარ მოედანზე ჩატარებულ შეხვედრებში მინიმუმ 2 გოლის გატანას ახერხებს (საშუალოდ 3.5 გოლი საშინაო მატჩებში). აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "დორტმუნდის" და ზოგადად, ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ამ სეზონის საშინაო მატჩებში ყოველთვის ახერხებდა გოლის გატანას, ჯამში კი, 8 საშინაო მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

შედარებისთვის: "ბორუსიას" მეტოქე ამ ტურში "ინგოლშტადტია", რომელსაც სულ 12 გოლი აქვს გატანილი - იმდენი, რამდენიც მარტო ობამეიანგს საკუთარ მოედანზე.

უგო ალმეიდა: ყველა მატჩი ფინალია!
"ლევერკუზენი" ზედიზედ მეორედ უნდა შეხვდეს აუტსაიდერს: "ფარმაცევტევბმა" წინა ტურში "ჰოფენჰაიმთან" მხოლოდ 1:1 ითამაშეს, ახლა კი "ჰანოვერს" მასპინძლობენ, რომელიც სწორედ ამ ტურის წინ "ჩავიდა" ბოლო ადგილზე. ბოლო შეხვედრების ისტორია თომას შააფის გუნდს კარგს არაფერს უქადის: "ლევერკუზენმა" "ჰანოვერს" ბოლო 8 საშინაო მატჩში მოუგო და ამ შეხვედრებში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.

"ახლა ჩვენთვის უკვე ყველა მატჩი ფინალივითაა. თითოეულ თამაშს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც გადამწყვეტ შეხვედრას და არ უნდა დავუშვათ, რომ "ჰანოვერი" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდეს", - ეს "წითლების" ახალწვეული თავდამსხმელის, უგო ალმეიდას სიტყვებია.

ალექს მაიერის 250-ე
"აუგსბურგს" უკვე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (4/2) და ამ ექვს თამაშში მხოლოდ ერთადერთი გოლი გაუშვა. ამიტომაც ამბობს მეკარე ჰიტცი, სწორ გზაზე ვდგავართ და ასე უნდა გავაგრძელოთო. აუგსბურგელთა მეტოქე ამ ტურში ფრანკფურტის "აინტრახტია" - გუნდი, რომელიც ასევე კარგ ფორმაშია (ზედიზედ ორი მოგება) და რომელსაც ალექსანდერ მაიერი ჰყავს. ამ უკანასკნელმა წინა ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ხვალ ბუნდესლიგაში თავის 250-ე შეხვედრას ჩაატარებს.

"ჰერტა" "ვერდერის" საყვარელი მეტოქეა
ბრემენის "ვერდერს" ამ სეზონში საკუთარ მოედანზე ყველაზე ცუდი შედეგები აქვს (მხოლოდ 4 ქულა ბრემენში), ბოლო ექვს საშინაო მატჩში კი "ვერდერმა" მხოლოდ ერთი ქულა აიღო. "მუსიკოსები" ამ ტურშიც საკუთარ კედლებში თამაშობენ, მაგრამ იმის იმედი აქვთ, რომ ბერლინის "ჰერტა" "ვეზერშტადიონზე" ყოველთვის სასურველი მეტოქეა.

საქმე ისაა, რომ "ვერდერს" "ჰერტასთან" ზედიზედ შვიდი საშინაო შეხვედრა აქვს მოგებული. თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბერლინელები ძალიან კარგ ფორმაში არიან და 332 წუთია, ბუნდესლიგაში კარს მშრალად ინახავენ. კიდევ 64 წუთიც და "ჰერტა" პირად რეკორდს გააუმჯობესებს. და თუ ისე მოხდა, რომ დედაქალაქელებმა მოიგეს, 19 ტურის შემდეგ უკვე იმაზე მეტი ქულა ექნებათ, ვიდრე წინა სეზონში დააგროვეს.

"დარმშტადტის" კიდევ ერთი სენსაცია?
ორი აზრი არ არსებობს: ამ სეზონში ყველაზე სენსაციური კლუბი დებიუტანტი "დარმშტადტია". ვინ იფიქრებდა, რომ ამ გუნდს 19 ტურის შემდეგ იმდენივე წაგება ექნებოდა, რამდენიც მის ხვალინდელ მეტოქე "შალკეს" (7-7)?

ბაუმანი ლევანდოვსკის საყვარელი მეკარეა
"ჰოფენჰაიმი" "ბაიერნს" უკვე 15-ჯერ შეხვდა, მაგრამ ვერცერთხელ ვერ მოუგო. "სოფლელები" განსაკუთრებით საცოდავად მიუნხენში გამოიყურებიან ხოლმე, სადაც 7 შეხვედრაში ერთადერთხელ შეძლეს ფრის მიღწევა. საინტერესოა ისიც, რომ "ბაიერნის" გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში მოღვაწე მეკარეებიდან ყველაზე მეტად სწორედ "ჰოფეს" კიპერი ბაუმანი უყვარს, რომლის კარშიც უკვე 10 გოლი აქვს გატანილი.

გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბავარიულ გრანდს გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში ყველა, ცხრავე საშინაო მატჩი მოგებული აქვს. შესაბამისად, მიუნხენელები დარწმუნებულები არიან, რომ "ჰოფენჰაიმს" ამჯერადაც დაამარცხებენ და ზედიზედ მეოთხე, ისტორიულ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდებიან.

პარასკევი. 29 იანვარი
მაინცი-გლადბახი 23:30
დისკვალიფიკაცია: - ჯაკა
ტრავმა: სოტო - ალვარო დომინგესი, იანტჩკე, დაუდი, ჰერმანი, ნ. შულცი, ჰანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 მატჩი: +6=6-7 (22-25)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2

შაბათი. 30 იანვარი
დორტმუნდი-ინგოლშტადტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ს. ბენდერი, შაჰინი - ლეველსი, პეკჰარტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +1=0-0 (4-0)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=1-3

ლევერკუზენი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: - კ. შულცი, ს. სანე
ტრავმა: არანგისი, ლ. ბენდერი - ანდრეასენი, კიიოტაკე, ბენშოპი
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 მატჩი: +18=10-5 (63-31)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=0-5

აუგსბურგი-აინტრახტი 18:30
დისკვალიფიკაცია: კაიუბი
ტრავმა: კალსენ-ბრაკერი, ს. პარკერი, ტობიას ვერნერი - ანდერსონი, ფლუმი, კიტელი, რაინარტცი, კასტაინოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +3=3-1 (11-9)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=0-4

ვერდერი-ჰერტა 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვოლფი, გალვესი, შტერნბერგი, ბარგფრედე, იოჰანსონი - ჩიგერჩი, ალაგუი
ურთიერთშეხვედრები
სულ 64 მატჩი: +33=13-19 (116-78)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=1-1

დარმშტადტი-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - აოგო, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 მატჩი: +0=1-2 (4-7)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3

შტუტგარტი-ჰამბურგი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გინჩეკი, ჰარნიკი - სპაჰიჩი, ეკდალი
ურთიერთშეხვედრები
სულ 101 მატჩი: +37=21-43 (158-152)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3

კვირა. 31 იანვარი
ვოლფსბურგი-კიოლნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არნოლდი, დოსტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 მატჩი: +11=7-3 (47-25)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=3-2

ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ულრაიხი, ბენატია, ბოატენგი, რაფინია, გიოტცე, რიბერი - ჰერდლინგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 მატჩი: +11=4-0 (36-11)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +1=3-2

ბომბარდირები: 18 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 17 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - თომას მიულერი (ბაიერნი); 11 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 10 - ალექს მაიერი (აინტრახტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული