ბუნდესლიგა. XIX ტური: "ბაიერნს" არ ეშლება![VIDEO]

AutoSharing Option
* "ჰანოვერში" თომას შააფის დანიშვნამ ეფექტი ვერ მოიტანა - თომასის ხელმძღვანელობით, ჰანოვერელებმა მეორე მატჩიც წააგეს.

* "ჰერტა" საკუთარ კარს მშრალად 398 წუთის განმავლობაში ინახავდა, რაც ამ კლუბის ახალი პირადი რეკორდია.

* მომდევნო ტურში "ბაიერნს" ლევერკუზენში რთული მატჩი ელის.

მართალია, "ინგოლშტადტი" ბუნდესლიგის დებიუტანტია, მაგრამ ამ სეზონში ნამდვილად კარგად თამაშობს, თუმცა დორტმუნდის "ბორუსიას" "ინგოლშტადტის" დამარცხება ასე მაინც არ უნდა გასჭირვებოდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დორტმუნდელებს გაუმართლათ, დაგეგმილი სამი ქულა რომ აიღეს. განსაკუთრებით, მატს ჰუმელსს უმართლებდა: 30-ე წუთზე მან ინგოლშტადტელთა თავდამსხმელი ლეშანო წააქცია,
მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა (ზოგიერთი არბიტრი დანიშნავდა), 65-ე წუთზე კი ჰუმელსმა 20 მეტრიდან ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა - ლეშანო მატსთან ორთაბრძოლისას თამაშის წესებს არღვევდაო.

თომას ტუხელის შეგირდებმა მეტოქე 77-ე წუთზეღა გატეხეს: ანგარიში ობამეიანგმა თავური დარტყმით გახსნა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ გაბონელი ფორვარდი მსუბუქ თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. სწორედ ამის გამო ყვიროდნენ მატჩის შემდეგ ინგოლშტადტელები, მსაჯმა დაგვჩაგრაო. საბოლოოდ, ობამეიანგმა მეორე ბურთიც გაიტანა და მატჩი 2:0 დასრულდა.

ამრიგად, "დორტმუნდმა" მძიმედ მოიგო, თუმცა მთავარი სამი ქულაა. აღსანიშნავია, რომ ტუხელს ამ შეხვედრაში მარკო როისისა და ილქაი გიუნდოგანის სახით ორი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ "ბორუსიას" პირველ ტაიმში შეტევაში თითქმის არაფერი გაუკეთებია და ზოგადადაც, "დორტმუნდს" კრეატიულობა აკლდა, რაც სწორედ როისისა და გიუნდოგანის არყოფნას უნდა დავაბრალოთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შააფი ჩაიფუშა
"ჰანოვერმა" ვერც ლევერკუზენში მიაღწია წარმატებას და უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ გუნდში თომას შააფის დანიშვნამ ეფექტი ვერ მოიტანა. თომასის ხელმძღვანელობით, ჰანოვერელებმა მეორე მატჩიც წააგეს - თანაც, ერთობ უიმედოდ - 0:3.

"ლევერკუზენის" ეს გამარჯვება დიდწილად შტეფან კისლინგის დამსახურებაა, რომელიც, გეხსომებათ, პირველ წრეში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. 32 წლის ფორვარდმა ერთი გოლი (თანაც პირველი) თვითონ გაიტანა, მერე კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც "ბაიერის" საუკეთესო ბომბარდირმა, ჩიჩარიტომ გარდასახა.

მექსიკელმა მერე საკმაოდ ეფექტიანი გოლიც გაიტანა და დუბლი გაიფორმა, "ფარმაცევტებმა" კი აქტივში ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერეს. "ჰანოვერისთვის" კი კოშმარი გრძელდება - შააფის გუნდს სარელეგაციო მე-16 ადგილამდე უკვე ხუთი ქულა აშორებს.

სპექტაკლი ბრემენში
...იმ მე-16 ადგილზე კი "ვერდერია". ბუნდესლიგაში გასაოცარ სპექტაკლებს ყველაზე ხშირად სწორედ ბრემენული კლუბი გვთავაზობს ხოლმე და ამჯერადაც ასე იყო: 3:3 მესამეადგილოსან "ჰერტასთან" და ბებერი კლაუდიო პისაროს დუბლი - "ვერდერმა" გვასიამოვნა. ამ მატჩით უკმაყოფილო მხოლოდ ის მაყურებლები დარჩებოდნენ, ვინც 67-ედან 77-ე წუთამდე საპირფარეშოში ან ლუდის ასაღებად იყო გასული. იმიტომ, რომ ამ 10 წუთში 4 გოლი გავიდა!

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ მატჩში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა "ვერდერის" 25 წლის მეკარე ფელიქს ვიდვალდი - "ჰერტას" პირველი ორი გოლი სწორედ მის სინდისზეა. საინტერესოა, რომ ბერლინელებმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს - სანამ "ვერდერი" "ჰერტას" პირველ გოლს გაუტანდა, დედაქალაქელებს 398-წუთიანი მშრალი სერია ჰქონდათ. მანამდე ბერლინელთა რეკორდი 396 წუთი იყო - 1998/99 წლების სეზონიდან.

"შალკეს" და "შტუტგარტის" მნიშვნელოვანი გამარჯვებები
"შალკეს" მწვრთნელმა ანდრე ბრაიტენრაიტერმა შვებით ამოისუნთქა: მისმა გუნდმა, მიუხედავად არასახარბიელო ფეხბურთისა, "დარმშტადტთან" მაინც მოიგო (2:0) და გელზენკირხენელებსაც წინა ტურში "ვერდერთან" 1:3-ის გამო წახდენილი ხასიათი გამოუკეთდათ. ეს პირველ რიგში სანეს დამსახურებაა, რომელმაც საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა.

შაბათის საღამოს მატჩში კი "შტუტგარტმა" "ჰამბურგის" დამარცხება შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ შვაბებმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს და გასავარდნ ზონას უკვე გვარიანად მოშორდნენ. სამაგიეროდ, "ჰამბურგისთვის" იყო ეს ზედიზედ მესამე წაგება და ჩრდილოელები დაღმა მიექანებიან.

"ბაიერნი" შეუჩერებელია!
გუშინ "ვოლფსბურგმა" საკუთარ მოედანზე "კიოლნის" დამარცხება ვერ მოახერხა (1:1) და ისევ საუკეთესო ექვსეულს მიღმაა, რაც მდიდარი და ამბიციური "მგლებისთვის" წარმატებად ვერ ჩაითვლება. "ვოლფსბურგი" არასახარბიელო სეზონს ატარებს და დიდი შანსია, კლუბის ხელმძღვანელები დიტერ ჰეკინგის შეცვლაზე დაფიქრდნენ.

საღამოს კი მიუნხენის "ბაიერნმა" "ჰოფენჰაიმთან" მარტივი საშინაო დავალება ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეასრულა - დუბლით გამოირჩა რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ობამეიანგს მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება.

ამრიგად, რეკორდმაისტერმა "დორტმუნდთან" 8-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურში "ბაიერნს" საკმაოდ რთული მატჩი ელის ლევერკუზენში, თუმცა არც "დორტმუნდს" მოუწევს იოლი შეხვედრა - "ბორუსია" ბერლინს ესტუმრება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XIX ტური
29 იანვარი
მაინცი-გლადბახი 1:0
გოლი: 1:0 კლემენსი (21)
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი - ბაუმგარტლინგერი, ლატცა - კლემენსი, მალი (79. ფ. ფრაი), ჟაირო (89. დე ბლასისი) - მუტო (67. კორდობა).
გლადბახი (4-1-2-2-1): ზომერი - კორბი (86. დრმიჩი), ა. კრისტენსენი, ჰინტერეგერი, ვენდტი - ნორდტვეიტი - შტინდლი, ფ. ჯონსონი - ტრაორე (61. აზარი), ჰოფმანი (70. ჰრგოტა) - რაფაელი.
გაფრთხილება: ნორდტვეიტი, კორბი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13(2)-12(7); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 32 015

30 იანვარი
დორტმუნდი-ინგოლშტადტი 2:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (77), 2:0 ობამეიანგი (86)
დორტმუნდი (4-1-2-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, ჰუმელსი, სოკრატისი, დურმი - ვაიგლი (55. ლაიტნერი) - გინტერი, კაგავა (55. კასტრო) - რამოსი (68. პულიშიჩი), მხითარიანი - ობამეიანგი.
ინგოლშტადტი (4-1-2-3): იოზჩანი - და კოშტა, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, რ. ბაუერი - როჯერი - კრისტიანსენი, მორალესი - ჰარტმანი (71. ლექსი), ლეშანო (88. კოენი), ლეკიე (84. ბრეგერიე).
გაფრთხილება: ვაიგლი, სოკრატისი, პიშჩეკი, მხითარიანი - რ. ბაუერი, მორალესი
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 11(6)-5(3); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 81 359

ლევერკუზენი-ჰანოვერი 3:0
გოლები: 1:0 კისლინგი (44), 2:0 ჩიჩარიტო (63-პენ), 3:0 ჩიჩარიტო (87)
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰილბერტი (78. იედვაი), თაა, თოფრაქი, ვენდელი - კრამერი, კამპლი - ბელარაბი (78. მეჰმედი), ჩალჰანოღლუ (73. ბრანდტი) - ჩიჩარიტო, კისლინგი.
ჰანოვერი (4-1-2-1-2): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, გიულზელამი, ალბორნოსი - ჰოფმანი - იამაგუჩი, პრიბი (76. სენ-მაქსიმი) - შმიდებახი (65. ბეხი) - უგო ალმეიდა, სალაი.
გაფრთხილება: გიულზელამი, ჰ. საკაი, ჰოფმანი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 10-21; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 14(6)-7(2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 28 790

აუგსბურგი-აინტრახტი 0:0
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, ჰონგი, კლავანი, მაქსი (72. კოო) - ბაიერი (46. ფოილნერი), კორი - ესვაინი, მორავეკი (72. ტროხოვსკი), ჟი - ბობადილია.
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეჩკი - ჰასებე, სამბრანო, აბრაამი, ოჩიპკა - რუსი, შტენდერა - აიგნერი (91. სეფეროვიჩი), ფაბიანი (89. იგნიოვსკი), ჰუსტი - ა. მაიერი.
გაფრთხილება: ბაიერი, კორი - აბრაამი, ჰასებე
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 18-8; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7(2)-13(6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 28 653

ვერდერი-ჰერტა 3:3
გოლები: 0:1 დარიდა (29), 0:2 პლატენჰარდტი (42), 1:2 ბარტელსი (67), 1:3 კალუ (71), 2:3 პისარო (75-პენ), 3:3 პისარო (77)
ვერდერი (4-2-2-2): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ვესტგერგაარდი, ჯილობოჯი, გარსია - ფრიტცი, იუნუზოვიჩი (92. ფრიოდე) - იოზთუნალი (46. ბარტელსი), გრილიჩი (63. კლაინჰაისლერი) - პისარო, უჯა.
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - ვაიზერი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - ლუსტენბერგერი, სკიელბრედი (93. ჰეგელერი) - ჰარაგუჩი (69. ვან დერ ბერგი), დარიდა, კალუ - იბიშევიჩი (86. შტარკი).
გაფრთხილება: გარსია, ფრიტცი, ჯილობოჯი - ჰარაგუჩი, სკიელბრედი, ვაიზერი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16(6)-12(4); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 40 141

დარმშტადტი-შალკე 0:2
გოლები: 0:1 მ. მაიერი (43), 0:2 ლ. სანე (53)
დარმშტადტი (4-2-3-1): მათენია - გარიჩი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა - ნიმაიერი, გონდორფი (77. ზაილერი) - ჰელერი, როზენტალი (60. ვრანჩიჩი), რაუში (60. კემპე) - ვაგნერი.
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჟუნიორ კაისარა, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი - გაისი, გორეტცკა - ლ. სანე (89. შიოპფი), მ. მაიერი (84. ჰოიბერგი), ჩუპო-მოტინგი - ჰუნტელაარი (90. ფრიდრიხი).
გაფრთხილება: რაუში, ნიმაიერი, რაიკოვიჩი - მ. მაიერი, გორეტცკა
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6(2)-11(7); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 17 000

შტუტგარტი-ჰამბურგი 2:1
გოლები: 1:0 ჰანტი (66-საკ. კარში), 1:1 რუდნევსი (75), 2:1 კრავეცი (88)
შტუტგარტი (4-1-4-1): ტიტონი - გროსკროიტცი, შვააბი, ნიდერმაიერი, ინსუა - სერეი დიე - რუპი, გენტნერი, დიდავი (88. მაქსიმი), კოსტიჩი (92. სუნჯიჩი) - ვერნერი (78. კრავეცი).
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, ჯურუ, კლებერი, ოსტჟოლეკი - კაჩარი (73. რუდნევსი), ჰოლტბი - ნ. მიულერი (62. გრეგორიჩი), ჰანტი, ილიჩევიჩი - ლასოგა (88. იუნგი).
გაფრთხილება: გროსკროიტცი - ადლერი, ჰანტი, ოსტჟოლეკი
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 24(11)-13(5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 46 600

31 იანვარი
ვოლფსბურგი-კიოლნი 1:1
გოლები: 1:0 დრაქსლერი (67), 1:1 მოდესტე (75)
ვოლფსბურგი (4-2-2-1-1): ბენალიო - ს. იუნგი, ნალდო, დანტე, როდრიგესი - გილავოგი, ლუის გუტსავო - ვიეირინია, დრაქსლერი - კრუზე (66. ბენდტნერი) - შიურლე (80. დ. კალიჯური).
კიოლნი (4-2-3-1): ჰორნი - რისსე, მარო, მავრაი, მლადენოვიჩი (80. ფოგტი) - მ. ლემანი, ჰექტორი - ცოლერი, გერჰარდტი, ბიტენკური (86. სვენტო) - მოდესტე (90. ოსაკო).
გაფრთხილება: ლუის გუსტავო, ს. იუნგი, ბენდტნერი - მ. ლემანი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 17(4)-11(4); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 29 156

ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 2:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (32), 2:0 ლევანდოვსკი (64)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, კიმიხი, ბადშტუბერი, ალაბა - ჩაბი ალონსო - რობენი, თ. მიულერი (67. ვიდალი), დუგლას კოშტა (88. ბერნატი), კომანი (62. ტიაგო ალკანტარა) - ლევანდოვსკი.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ბაუმანი - კადერაბეკი, ბიჩაქჩიჩი, ზიულე, კიმი - რუდი, შტრობლი - შმიდი (77. ფოლანდი), ჰამადი (68. ამირი), ვარგასი - კრამარიჩი (68. ცუბერი).
გაფრთხილება: შტრობლი
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 29(9)-5(2); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 75 000

ბომბარდირები: 20 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - თომას მიულერი (ბაიერნი); 13 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 10 - სალომონ კალუ (ჰერტა), ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი).

მომდევნო ტური
5 თებერვალი:
გლადბახი-ვერდერი

6 თებერვალი:
შალკე-ვოლფსბურგი, აინტრახტი-შტუტგარტი, ჰანოვერი-მაინცი, ჰერტა-დორტმუნდი, ინგოლშტადტი-აუგსბურგი, ლევერკუზენი-ბაიერნი

7 თებერვალი:
ჰამბურგი-კიოლნი, ჰოფენჰაიმი-დარმშტადტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული