ბუნდესლიგა. XX ტური: "ბაიერნი" მიულერის გარეშე არ ვარგა! [VIDEO]

AutoSharing Option
* გვარდიოლამ მოულოდნელად სათადარიგოთა სკამზე დასვა თომას მიულერი, ვისაც ამ სეზონში ბუნდესლიგაში 14 გოლი აქვს გატანილი.

* "ლევერკუზენმა" და "ბაიერნმა" პირველ ტაიმში მხოლოდ თითო დარტყმა გაცვალეს, რაც ბუნდესლიგის ანტირეკორდია მას მერე, რაც მონაცემთა ბაზა შეიქმნა (1992).

* "შალკე"-"ვოლფსბურგის" შემდეგ ქომაგებსა და პოლიციას შორის უდიდესი შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ათობით ქომაგი და 23 სამართალდამცველი (!) დაშავდა.

* კლაუდიო პისარომ ბუნდესლიგაში თავისი მე-400 მატჩი ჩაატარა.

როცა ორნი ერთმანეთს შორდებიან, ერთ-ერთი ყოველთვის უფრო მეტად ზარალდება, ვიდრე მეორე. ზაფხულში ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და ხოსეპ
გვარდიოლაც შორდებიან, მაგრამ ეს ისეთ დაშორებას ჰგავს, არცერთი რომ არ იქნება უფრო მეტად დაზარალებული.

იმაზე მარტივად შევთანხმდებით, რომ ეს დაშორება პეპ გვარდიოლას არაფერს დააკლებს. ამ უქმეებზე ცხადად გამოჩნდა, რომ პეპს გერმანიაში მოღვაწეობა უკვე აღარ სიამოვნებს.

გვარდიოლას გერმანელი ჟურნალისტების კითხვებზე უკვე ნერვები ეშლება და საერთოდაც, ყველამ იცის, რომ მიუნხენიდან წასვლა ესპანელმა თავად მოისურვა და არც "ბაიერნი" ყოფილა წინააღმდეგი.

გვარდიოლა ინგლისში მიდის, კერძოდ კი, "მანჩესტერ სიტიში", სადაც მინიმუმ ისეთივე ეიფორიით მიიღებენ, როგორც მიუნხენში მიიღეს 2013 წელს. ნახავდით, რომ "მანჩესტერ სიტის" ქომაგების დიდ ნაწილს შაბათს უკვე გვარდიოლას კაშნეები ეკეთა. თუმცა პეპმა უნდა იცოდეს, რომ ინგლისური მედია გერმანულზე კრიტიკულია.

ახლა, რაც შეეხება "ბაიერნს" - შეიძლება ბევრი არ დაგვეთანხმოს იმაში, რომ ამ განშორებით დიდად არც მიუნხენური კლუბი ზარალდება.

ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებით წერენ, რომ "ბაიერნის" არც ერთი ფეხბურთელი არ მოისურვებს კლუბის დატოვებას მარტო იმიტომ, რომ პეპიც მიდის. ამავდროულად, "ბაიერნში" არანაკლები კალიბრის სპეციალისტი მიდის - კარლო ანჩელოტი და თუ ანჩელოტის საფეხბურთო ფილოსოფიას გავითვალისწინებთ, ნამდვილად გავუგებთ რეკორდმაისტერის ისეთ ქომაგებს, რომლებსაც ეს ცვლილება ახარებთ, რადგან "ბაიერნული ბაიერნი" მოენატრათ. ისეთი, გვარდიოლამდე რომ იყო.

ახალბედების ზეიმი
გერმანიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მიმოხილვა ამ თემით იმიტომ დავიწყეთ, რომ იმ მატჩებში, რომლებზეც პირველ რიგში უნდა დაგვეწერა, უგოლო ფრეები დაფიქსირდა. თუმცა ჯერ მწვრთნელების თემა დავასრულოთ: ბუნდესლიგაში ახლა ახალბედა და მოყვარულთა გუნდებიდან დაწინაურებული სპეციალისტების ზეიმია.

აგერ, იურგენ კრამნიმ (თამაშების 57 პროცენტი მოგებული აქვს) "შტუტგარტი" სტაბილურ გუნდად აქცია. ანდრე შუბერტმა (67 პროცენტი) "გლადბახს" სახე დაუბრუნა და ახლა პირველი მცირე კრიზისიც გადალახა. არის კიდევ პალ დარდაი (50 პროცენტი), რომლის ხელშიც ბერლინის "ჰერტა", გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მესამე ადგილზეა.

20 ტურის შემდეგ "ჰერტათი" მესამე ადგილზე ყოფნა კი, მოგეხსენებათ, გაცილებით რთული მოსახერხებელია, ვიდრე "ბაიერნით" ლიდერობა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბაიერნი" მიულერის გარეშე არაფერია?
"ლევერკუზენისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება რომ დაიწყო, "დორტმუნდს" ბერლინში უკვე 0:0 ჰქონდა ნათამაშები და მიუნხენელებმაც კარგად იცოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას კიდევ უფრო განიმტკიცებდნენ, მაგრამ "ბაი-არენაზე" ვერ ითამაშეს ისეთი ფეხბურთი, "ბაიერნისგან" რომ ვართ ჩვეულნი.

გვარდიოლამ მოულოდნელად სათადარიგოთა სკამზე დასვა თომას მიულერი, ვისაც ამ სეზონში მარტო ბუნდესლიგაში 14 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ მიულერი მანამდე სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ერთხელ, მე-11 ტურში იჯდა და "ბაიერნმა" ის შეხვედრაც ვერ მოიგო (ასევე 0:0 ფრანკფურტში).

სამაგიეროდ, რეკორდმაისტერის ძირითადში გახლდათ არტურო ვიდალი, რასაც ჩვენი გერმანელი კოლეგები არ ელოდებოდნენ, რადგან სწორედ ვიდალის გარშემო ატყდა ის სკანდალი, რის გამოც პეპი გერმანელ ჟურნალისტებს გაუნაწყენდა (ჩილელი ყატარში, შეკრებაზე დათვრა).

მართალია, გვარდიოლამ თქვა, ვიდალის ძირითადში გამწესება იმიტომ გადავწყვიტე, რომ კამპლისა და კრამერის წინააღმდეგ მჭირდებოდაო, მაგრამ არტურომ მაინც ძალიან ცუდად ითამაშა. თუმცა, ციდან ვარსკვლავებს ვერც სხვები წყვეტდნენ - თავად განსაჯეთ, პირველ ტაიმში გუნდებმა მხოლოდ თითო დარტყმა გაცვალეს, რაც ბუნდესლიგის ანტირეკორდია მას მერე, რაც მონაცემთა ბაზა შეიქმნა (1992). და ეს ანტირეკორდი "ბაიერნის" შეხვედრაში დამყარდა!

მოკლედ, მიულერის გარეშე ბავარიელებს არაფერი გამოსდიოდათ. ამას პეპიც მალევე მიხვდა და მეორე ტაიმში თომასი მოედანზე შეუშვა, რის შემდეგაც არა მარტო "ბაიერნი", არამედ ზოგადად თამაშიც უკეთესი გახდა. რეკორდმაისტერს მანამდე მხოლოდ ორი ზუსტი დარტყმა ჰქონდა, მიულერის შესვლის შემდეგ კი, მიუნხენელებს ზედიზედ ორი შესანიშნავი შანსი მიეცათ - ორივე თომასს. მატჩის მიწურულს კი ჩაბი ალონსო მოედნიდან გააძევეს, რის შემდეგაც გვარდიოლას ბიჭები უკვე აშკარად ფრეზეც თანახმანი იყვნენ.

მართალია, "ბაიერნი" "დორტმუნდს" კვლავ 8 ქულით უსწრებს, მაგრამ მიუნხენურ გრანდში მთლად სახარბიელო სიტუაცია არ არის, რაც რამდენიმე სკანდალითა და მცველების ტრავმიანობითაა გამოწვეული. სწორედ ამაზე ისაუბრა გერმანიის ნაკრების ექსფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმა:

"ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ გვარდიოლა "ბაიერნიდან" მიდის. გუნდში გულახდილობა, პატივისცემა და ნდობა ყველაზე მთავარია და როცა მწვრთნელის წასვლა წინასწარაა ცნობილი, ეს ელემენტები ირღვევა. მგონია, რომ "ბაიერნში" რაღაც-რაღაცები შეიცვალა მას მერე, რაც გაირკვა, რომ ზაფხულში პეპი მიდის".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პისაროს მე-400, ჰანოვერი შავ დღეშია
"ჰანოვერმა" თომას შააფის ხელში მესამე თამაშიც წააგო - ქვემოსაქსონიელები უიმედო აუტსაიდერებად რჩებიან, გულშემატკივრები უკვე შააფსაც უსტვენენ. ჰანოვერიდან სამი ქულა "მაინცმა" წაიღო - სტუმრებმა გაცილებით უკეთესი ფეხბურთი ითამაშეს და მათი გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია.

დამსახურებული იყო "შალკეს" მოგებაც "ვოლფსბურგთან" 3:0, რის შემდეგადაც გელზენკირხენული კლუბი მეოთხე ადგილზე აღზევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "შალკე" ჩემპიონთა ლიგის ზონაშია. ცუდი ის იყო, რომ მატჩის შემდეგ ქომაგებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ათობით ქომაგი და 23 სამართალდამცველი (!) დაშავდა.

ბოლოს პარასკევიც თამაშიც ვახსენოთ, რომელშიც "გლადბახმა" "ვერდერი" 5:1 გაანადგურა - ამ შეხვედრაში კლაუდიო პისარომ ბუნდესლიგაში თავისი მე-400 მატჩი ჩაატარა.

XX ტური
5 თებერვალი
გლადბახი-ვერდერი 5:1
გოლები: 1:0 შტინდლი (12), 2:0 ა. კრისტენსენი (31), 3:0 ა. კრისტენსენი (50), 3:1 პისარო (56-პენ), 4:1 რაფაელი (70-პენ), 5:1 ნორდტვეიტი (88)
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ჰინტერეგერი, ვენდტი - ნორდტვეიტი, დაჰუდი (84. შტრანცლი) - აზარი (67. ტრაორე), ფ. ჯონსონი - შტინდლი, რაფაელი (86. ჰრგოტა).
ვერდერი (4-2-2-2): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, გუვარა - ფრიტცი, იუნუზოვიჩი (85. ფრიოდე) - იოზთუნალი, კლაინჰაისლერი (75. მ. ეგეშტაინი) - პისარო, უჯა (57. ბარტელსი).
გაფრთხილება: აზარი - ვესტერგაარდი, იუნუზოვიჩი
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 17(9)-15(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 51 569

6 თებერვალი
შალკე-ვოლფსბურგი 3:0
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (24), 2:0 გაისი (35), 3:0 შიოპფი (87)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჟუნიორ კაისარა, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი - გაისი (90. კერერი), გორეტცკა - ლ. სანე, მ. მაიერი (78. ბელჰანდა), ჩუპო-მოტინგი (80. შიოპფი) - ჰუნტელაარი.
ვოლფსბურგი (4-1-4-1): ბენალიო - ს. იუნგი, ნალდო, კნოხე, რ. როდრიგესი - გილავოგი (85. მ. შეფერი) - ვიეირინია, მ. კრუზე (66. ბრუნო ენრიკე), დრაქსლერი, დ. კალიჯური - ბენდტნერი (81. პუტარო).
გაფრთხილება: ჰუნტელაარი, გაისი - მ. კრუზე, ბენდტნერი, კნოხე
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 15(3)-14(2); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 61 483

აინტრახტი-შტუტგარტი 2:4
გოლები: 0:1 გენტნერი (27), 0:2 დიდავი (45+1), 1:2 ალექს მაიერი (52), 1:3 ნიდერმაიერი (65), 1:4 კოსტიჩი (76-პენ), 2:4 ჰუსტი (90)
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეცკი - რეგეზელი (73. გაჩინოვიჩი), სამბრანო, აიჰანი (46. ბენ-ჰატირა), ოჩიპკა - რუსი, შტენდერა - აიგნერი (78. მედოიევიჩი), ფაბიანი, ჰუსტი - ალექს მაიერი.
შტუტგარტი (4-1-4-1): ტიტონი - გროსკროიტცი, შვააბი, ნიდერმაიერი, ინსუა - სერეი დიე - რუპი (81. კლაინი), დიდავი, გენტნერი, კოსტიჩი (85. მაქსიმი) - ვერნერი (64. კრავეცი).
გაძევება: სამბრანო (75) - დიდავი (67)
გაფრთხილება: ოჩიპკა - გროსკროიტცი
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 17(7)-16(9); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 42 000

ჰანოვერი-მაინცი 0:1
გოლი: 0:1 ხაირო (24)
ჰანოვერი (4-1-2-1-2): ცილერი - ჰ. საკაი, მილოშევიჩი, კ. შულცი, პრიბი - ჰოფმანი (63. ა. ზობიეხი) - იამაგუჩი (35. ს. სანე), ბეხი (68. ქარამანი) - შმიდებახი - უგო ალმეიდა, სალაი.
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - დონატი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი - ბაუმგარტლინგერი, ლატცა (86. მორიტცი) - კლემენსი, მალი (68. კორდობა), ხაირო - მუტო (75. ფ. ფრაი).
გაფრთხილება: მილოშევიჩი - ბელი, მუტო
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 9(2)-14(2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 35 596

ჰერტა-დორტმუნდი 0:0
ჰერტა (4-1-2-2-1): იარშტაინი - ვაიზერი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - ლუსტენბერგერი - დარიდა, ჰეგელერი (90. შტარკი) - კალუ (89. ბაუმიოჰანი), ჰარაგუჩი - იბიშევიჩი (71. ვან დერ ბერგი).
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, ვაიგლი - მხითარიანი, კასტრო (71. პულიშიჩი), როისი (81. გინტერი) - ობამეიანგი (72. რამოსი).
გაფრთხილება: ვაიგლი, პიშჩეკი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10(4)-9(2); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 74 244

ინგოლშტადტი-აუგსბურგი 2:1
გოლები: 0:1 სტაფილიდისი (14), 1:1 მ. მატიპი (59), 2:1 ჰარტმანი (85-პენ)
ინგოლშტადტი (4-1-2-3): იოზჩანი - და კოშტა, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ბაუერი - როჯერი - პ. გროსი, კრისტიანსენი (60. მორალესი) - ლესკანო (92. ჰინტერზეერი), ჰარტმანი (88. მულტჰაუპი), ლეკიე.
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, ჰონგი, კლავანი, სტაფილიდისი - კორი, კოო - ესვაინი (70. ფინბოგასონი), ჟი (61. მორავეკი), კაიუბი - ბობადილია (81. ფოილნერი).
გაფრთხილება: პ. გროსი, ლესკანო - ვერჰეგი, კაიუბი, ფოილნერი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 17-22; თამაშგარე: 1-9; კარში დარტყმა: 24(4)-7(2); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 15 356

ლევერკუზენი-ბაიერნი 0:0
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - იედვაი (52. ჰილბერტი), თაა, თოფრაქი, ვენდელი - კრამერი, კამპლი - ბელარაბი (87. მეჰმედი), ჩალჰანოღლუ - ჩიჩარიტო, კისლინგი (74. ბრანდტი).
ბაიერნი (3-3-3-1): ნოიერი - კიმიხი, ბადშტუბერი, ალაბა - ლამი, ჩაბი ალონსო, ვიდალი (52. ტიაგო ალკანტარა) - რობენი (60. თ. მიულერი), დუგლას კოშტა, კომანი (87. როდე) - ლევანდოვსკი.
გაძევება: ჩაბი ალონსო (84. ბაიერნი)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 6-8; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 6(2)-9(1); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 30 210

7 თებერვალი
ჰამბურგი-კიოლნი 1:1
გოლები: 0:1 ცოლერი (41), 1:1 ნ. მიულერი (47)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტჟოლეკი - კაჩარი (67. იუნგი), ჰოლტბი - ნ. მიულერი, ჰანტი, დრმიჩი (85. შიპლოკი) - ლასოგა (46. რუდნევსი).
კიოლნი (3-4-3): ჰორნი - მარო, მავრაი, ჰაინტცი - რისსე, ჰექტორი, გერჰარდტი, მლადენოვიჩი - ცოლერი, მოდესტე, ბიტენკური.
გაფრთხილება: ჯურუ, კაჩარი, ჰოლტბი, სპაჰიჩი, შიპლოკი - მლადენოვიჩი, რისსე
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 17-5; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 5(4)-20(6); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 51 999

ჰოფენჰაიმი-დარმშტადტი 0:2
გოლები: 0:1 სულუ (33), 0:2 რაიკოვიჩი (85)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ბაუმანი - კადერაბეკი, ბიჩაქჩიჩი (54. ცუბერი), ზიულე, ტოლიანი - რუდი, შტრობლი - ფოლანდი, ჰამადი (54. ამირი), შმიდი (72. კურანი) - კრამარიჩი.
დარმშტადტი (4-2-2-1-1): მათენია - იუნგვირთი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა - ნიმაიერი, გონდორფი - ჰელერი, რაუში (18. კემპე) - როზენტალი (84. ვრანჩიჩი) - ვაგნერი (94. პლატე).
გაფრთხილება: ამირი - ჰელერი, ნიმაიერი, რაიკოვიჩი
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12(1)-11(5); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 26 231

ბომბარდირები: 20 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - თომას მიულერი (ბაიერნი); 13 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 11 - ალექს მაიერი (აინტრახტი); 10 - სალომონ კალუ (ჰერტა).

მომდევნო ტური
12 თებერვალი:
მაინცი-შალკე

13 თებერვალი:
დორტმუნდი-ჰანოვერი, ვოლფსბურგი-ინგოლშტადტი, შტუტგარტი-ჰერტა, ვერდერი-ჰოფენჰაიმი, დარმშტადტი-ლევერკუზენი, კიოლნი-აინტრახტი

14 თებერვალი:
ჰამბურგი-გლადბახი, აუგსბურგი-ბაიერნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული