ბუნდესლიგა. XXI ტური: "დორტმუნდი" სომხური გასროლით იგებს [VIDEO]

AutoSharing Option
13 თებერვალს გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

სომეხი ჰერნიხ მხითარიანის ერთადერთმა გოლმა "დორტმუნდს" აუტსაიდერ "ჰანოვერთან" 1:0 მოაგებინა. სანამ "ბაიერნი" ითამაშებს, "დორტმუნდმა" მასთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.

ტომას ტუხელი (დორტმუნდი): "ძალიან მძიმე დღე გვქონდა, "ბორუსიამ" კარგად დაიწყო და 15-20 დომინირებდა კიდევაც. შევქმენით მომენტები, ბურთი ხარიხასაც გავარტყით. ამის მერე კი ხშირად ვცდებოდით, ტექნიკურმა წუნმა იმატა. გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია. მხითარიანს ძალიან ეფექტური გოლი გამოუვიდა, დარტყმა უბრალოდ, დიდებული იყო".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვოლფსბურგმა" 2:0 მოუგო "ინგოლშტადტს", გოლები დრაქსლერმა და კნოხემ გაიტანეს. წააგო "ჰერტამ",
რომელიც სტუმრად "შტუტგარტთან" 0:2 დამარცხდა.

დორტმუნდი-ჰანოვერი 1:0
გოლი: 1:0 მხითარიანი (57)

ვოლფსბურგი-ინგოლშტადტი 2:0
გოლები: 1:0 დრაქსლერი (29), 2:0 კნოხე (39)

შტუტგარტი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 დიე (51), 2:0 კოსტიჩი (84)

ვერდერი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 0:1 კრამარიჩი (10), 1:1 ჯილობოჯი (13)
გაძევება: კრამარიჩი (77. ჰოფენჰაიმი)

დარმშტადტი-ლევერკუზენი 1:2
გოლები: 1:0 ვაგნერი (28), 1:1 ზულუ (62. ს. კ.), 1:2 ბრანდტი (77)

კიოლნი-აინტრახტი 3:1
გოლები: 0:1 ა. მაიერი (24), 1:1 გერჰარდტი (29), 2:1 ჰაინცი (57), 3:1 მოდესტი (72)

14 თებერვალი
ჰამბურგი-გლადბახი 18:30
აუგსბურგი-ბაიერნი 20:30

1. ბაიერნი - 53 ქულა; 2. დორტმუნდი - 48; 3. ლევერკუზენი - 35; 4. ჰერტა - 35; 5. შალკე - 33.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული