* "შტუტგარტმა" ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო და 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
* "ბაიერნს" ჰოლგერ ბადშტუბერიც დაუშავდა და დაცვაში კადრების მხრივ უკვე საგანგაშო მდგომარეობა აქვს.
მიუნხენის "ბაიერნს" დაცვაში სერიოზული საკადრო პრობლემები რომ აქვს, ამის შესახებ გეცოდინებათ. ახლა კი ისედაც პრობლემურ მდგომარეობას კიდევ ერთი კოშმარი დაემატა:
"აუგსბურგთან" მატჩის წინ, ერთ-ერთ ვარჯიშზე ჰოლგერ ბადშტუბერიც დაშავდა, თან საკმაოდ სერიოზულად. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჟერომ ბოატენგიც ლაზარეთშია (ამ სეზონში, სავარაუდოდ,
კიდევ კარგი, რომ მოსკოვის "სპარტაკიდან" სახელდახელოდ გადაბირებული სერდარ ტასკი გამოჯანმრთელდა, თორემ "ბაიერნს" არც ერთი ნომინალური ცენტრალური მცველი აღარ ეყოლებოდა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ იდეაში, ახალგაზრდა და გამოუცდელი ჯოშუა კიმიხი საყრდენი ნახევარმცველი უფროა, თუმცა ბოლოდროინდელი პრობლემების გამო გვარდიოლა მასაც დაცვაში ათამაშებს.
ზემოთ ტასკი ვახსენეთ და ბარემ ისიც დავამატოთ, რომ ეს 28 წლის მცველი ციდან ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტს. რა ალტერნატივა რჩება გვარდიოლას? ისევ კიმიხი, ტასკი, მეჰდი ბენატია (ახლახან მომჯობინდა), ანაც ჩაბი ალონსო, რომელსაც, უკიდურეს შემთხვევაში, ასევე შეუძლია დაცვაში თამაში. აქედან ყველაზე ხეირიანი მცველი ბენატიაა, თუმცა 28 წლის მაროკოელს დეკემბრის მერე აღარ უთამაშია.
გუშინ, "აუგსბურგთან" შეხვედრაში გვარდიოლამ გუნდი 4 მცველით ათამაშა, ცენტრალური მცველები კი კიმიხი და ალაბა იყვნენ - ორივე ტანდაბალია და არც ერთი არ არის ნომინალური ცენტრალური მცველი. თუმცა "აუგსბურგისთვის" ესეც საკმარისი აღმოჩნდა - მიუნხენელებმა დამაჯერებლად, 3:1 მოიგეს და "დორტმუნდთან" 8-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.
"დორტმუნდს" მხითარიანმა მოაგებინა!
ვერ ვიტყვით, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" თავისი თამაშის მოგება გაუჭირდა, მაგრამ ფაქტია, რომ დორტმუნდელმა გულშემატკივრებმა უსუსურ "ჰანოვერთან" საშინაო მატჩში ძალიან დიდხანს, თითქმის 1 საათი ინერვიულეს. პიერ-ემერიკ ობამეიანგის არყოფნაში, თომას ტუხელმა ცენტრფორვარდის პოზიციაზე მარკო როისი გაამწესა და ამ უკანასკნელსაც რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ხან ჰანოვერელთა მეკარე ცილერი თამაშობდა კარგად, ხანაც როისის დარტყმულს ძელი ისხლიტავდა. გამარჯვების გოლი კი "ბორუსიას" სომეხი ათიანის, ჰენრიხ მხითარიანის ანგარიშზეა - თანაც, ამ უკანასკნელს ძალიან ლამაზი და ჭკვიანური გოლი გამოუვიდა.
მხითარიანმა კონტრშეტევაზე, მოედნის ცენტრიდან წაიღო ბურთი, მარცხნივ შმელცერი გაეხსნა, სომეხმაც სწორედ მას გახედა და ამ დროს "ჰანოვერის" ორმა მცველმა გადაიტანა ყურადღება შმელცერზე, მაგრამ მხითარიანი მისთვის პასის მიცემას არც აპირებდა, მარჯვნივ შეიწია და თავისუფლად დაარტყა 18 მეტრიდან - ეს მისი მე-8 გოლია ამ სეზონში. საინტერესო ფაქტი: "დორტმუნდმა" ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 53-ე ბურთი გაიტანა და ეს იყო საჯარიმოს გარედან გატანილი პირველი გოლი!
საბოლოოდ - 1:0, მაგრამ ეს გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია, რადგან დორტმუნდელები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ. თუმცა თომას შააფის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მედგრად იბრძოლეს და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ჰანოვერს" შულცი, ალმეიდა და სალაი, სამი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. დორტმუნდელებს კი, რაკი ობამეიანგი არ ჰყავდათ, "ბორუსიას" საშინაო მატჩმა ამ სეზონში პირველად ჩაიარა გაბონელის გოლის გარეშე - მანამდე, 10 საშინაო შეხვედრაში ობამეიანგს, მინიმუმ, ერთი ბურთი მაინც გაჰქონდა.
ეს ის "შტუტგარტი" აღარ არის...
დიახ, ეს ის "შტუტგარტი" აღარ არის, პირველ წრეში ძალიან საცოდავად რომ გამოიყურებოდა და ყველა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას რომ უწინასწარმეტყველებდა. მეორე წრე შვაბებმა გადასარევად დაიწყეს და აი, გასულ შაბათს უკვე ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგეს - თანაც, ამჯერად ამ ტურამდე მესამე ადგილზე მყოფი "ჰერტა" დაამარცხეს. საერთო ჯამში კი, "შტუტგარტს" იურგენ კრამნის ხელში უკვე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - ბრავო, 44 წლის სპეციალისტს!განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა საყრდენი ნახევარმცველის, სერე დიეს გოლი, რომელმაც 15 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში. აღსანიშნავია, რომ ბერლინელებს თავიანთი ტოპ-გოლეადორი სალომონ კალუ (10 გოლი ამ სეზონში) აკლდათ, თუმცა არც "შტუტგარტს" ჰყავდა თავისი ლიდერი დანიელ დიდავი (9 გოლი). ამრიგად, ბერლინელთა 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "ჰერტას" 2016 წელს ჯერ არც ერთი შეხვედრა არ მოუგია.
ამიტომაც აღიარა ბერლინელთა თავკაცმა პალ დარდაიმ: "შტუტგარტმა" დღეს ჩვენზე უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოგვიგო".
"ჰერტას" მორიგი წაფორხილებით "ლევერკუზენმა" ისარგებლა - "ფარმაცევტებმა" "დარშმადტთან" თამაში მეორე ტაიმში შეატრიალეს და, მართალია, ბერლინელებს ქულებით ვერ გაასწრეს, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო სჯობნიან - ამიტომაც ახლა მესამე ადგილზე სწორედ ”ლევერკუზენია”. "შალკემ" კი მესამე ადგილზე აღზევების ბრწყინვალე შანსი გაუშვა ხელიდან - პარასკევს გელზენკირხენელები მაინცში დამარცხდნენ - 1:2.
XXI ტური
12 თებერვალი
მაინცი-შალკე 2:1
გოლები: 1:0 ბუსმანი (33), 1:1 ბელჰანდა (46), 2:1 ბაუმგარტლინგერი (79)
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - დონატი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი - ბაუმგარტლინგერი, ლატცა - კლემენსი, მალი (88. ფ. ფრაი), ჟაირო (83. დე ბლასისი) - კორდობა (94. ბუნგერტი).
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჟუნიორ კაისარა (66. რიტერი), ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი - გაისი (80. შიოპფი), გორეტცკა - ლ. სანე (84. დი სანტო), მ. მაიერი, ბელჰანდა - ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: ლატცა, დონატი, ბალოგუნი - ჟუნიორ კაისარა
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 7-17; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 11(4)-14(3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 32 107
13 თებერვალი
დორტმუნდი-ჰანოვერი 1:0
გოლი: 1:0 მხითარიანი (57)
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გინტერი (75. ვაიგლი) - მხითარიანი (75. დურმი), გიუნდოგანი, კაგავა, კასტრო (64. პულიშიჩი) - როისი.
ჰანოვერი (4-1-4-1): ცილერი - ჰ. საკაი, გიულზელამი, მილოშევიჩი, ალბორნოსი - ჰოფმანი - ქარამანი, ს. სანე, პრიბი (72. სენ-მაქსიმი), ბეხი - ა. ზობიეხი.
გაფრთხილება: კაგავა - პრიბი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 14(7)-4(1); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 80 900
ვოლფსბურგი-ინგოლშტადტი 2:0
გოლები: 1:0 დრაქსლერი (29), 2:0 კნოხე (39)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ს. იუნგი, ნალდო, კნოხე, მ. შეფერი - ტრეში (76. არნოლდი), ლუის გუსტავო - ვიეირინია (69. შიურლე), დრაქსლერი (89. პუტარო), დ. კალიჯური - კრუზე.
ინგოლშტადტი (4-1-2-2-1): იოზჩანი - და კოშტა, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ბაუერი - როჯერი - პ. გროსი, კრისტიანსენი (46. კოენი) - ჰარტმანი (81. მორალესი), ლეკიე (22. მულტჰაუპი) - ლესკანო.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 6-7; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8(5)-11(2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 26 884
შტუტგარტი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 სერე დიე (51), 2:0 კოსტიჩი (84)
შტუტგარტი (4-1-4-1): ტიტონი - გროსკროიტცი, შვააბი, ნიდერმაიერი, ინსუა - სერე დიე (86. კლაინი) - რუპი, მაქსიმი (79. ჰარნიკი), გენტნერი, კოსტიჩი - ვერნერი (72. კრავეცი).
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, ლუსტენბერგერი (60. შიბერი) - ჰარაგუჩი, დარიდა, ჩიგერჩი (72. ვან დერ ბერგი) - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: ინსუა, მაქსიმი, გროსკროიტცი - სკიელბრედი, ბრუკსი, ჰარაგუჩი
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 15(6)-7(3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 45 465
ვერდერი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 0:1 კრამარიჩი (10), 1:1 ჯილობოჯი (13)
ვერდერი (4-2-2-2): ვიდვალდი - გებრე სელასიე, გალვესი (46. იოზთუნალი), ჯილობოჯი, ს. გარსია - ვესტერგაარდი, ფრიტცი - გრილიჩი, ბარტელსი (73. იუნუზოვიჩი) - პისარო, უჯა.
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ბიჩაქჩიჩი, შერი, ზიულე - ფოლანდი, რუდი (66. ჰამადი), შტრობლი, ამირი (81. პოლანსკი), ოხსი (73. შმიდი) - ვარგასი, კრამარიჩი.
გაძევება: კრამარიჩი (77. ჰოფენჰაიმი)
გაფრთხილება: ს. გარსია - ფოლანდი, შმიდი, ვარგასი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 17(10)-11(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 38 454
დარმშტადტი-ლევერკუზენი 1:2
გოლები: 1:0 ვაგნერი (28), 1:1 სულუ (62-საკ. კარში), 1:2 ბრანდტი (77)
დარმშტადტი (4-2-3-1): მათენია - იუნგვირთი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა - ნიმაიერი, გონდორფი (80. პლატე) - ჰელერი, როზენტალი (69. ვრანჩიჩი), კემპე (87. რაუში) - ვაგნერი.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - იედვაი, თაა, თოფრაქი, ვენდელი - ფ. ფრაი (57. ჩალჰანოღლუ), კამპლი - ბელარაბი (80. პაპადოპულოსი), ბრანდტი (80. რამალიო), მეჰმედი - კისლინგი.
გაფრთხილება: გონდორფი, როზენტალი, სულუ, ჰელერი, ნიმაიერი, რაუში - ვენდელი, რამალიო, ჩალჰანოღლუ
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12(6)-14(3); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 16 800
კიოლნი-აინტრახტი 3:1
გოლები: 0:1 ალექს მაიერი (24), 1:1 გერჰარდტი (29), 2:1 ჰაინტცი (57), 3:1 მოდესტე (72)
კიოლნი (3-4-3): ჰორნი - მარო, მავრაი, ჰაინტცი - გერჰარდტი, რისსე, მლადენოვიჩი (77. ფოგტი), ჰექტორი - ცოლერი (13. მ. ლემანი), მოდესტე, ბიტენკური (82. სიორენსენი).
აინტრახტი (4-1-4-1): ჰრადეცკი - რეგეზელი, რუსი, აბრაამი, ოჩიპკა - ჰასებე (60. სეფეროვიჩი) - აიგნერი, შტენდერა, ფაბიანი (73. ბენ-ჰატირა), ჰუსტი - ალექს მაიერი.
გაფრთხილება: რისსე, მოდესტე - ფაბიანი, რეგეზელი, ჰასებე, შტენდერა, რუსი, ოჩიპკა
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 11(7)-14(4); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 49 200
14 თებერვალი
ჰამბურგი-გლადბახი 3:2
გოლები: 0:1 ფ. ჯონსონი (14), 1:1 ჰინტერეგერი (38-საკ. კარში), 2:1 რუდნევსი (41), 3:1 ილიჩევიჩი (80), 3:2 რაფაელი (88)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, კლებერი, სპაჰიჩი, ოსტრჟოლეკი - იუნგი, ჰოლტბი - ნ. მიულერი (66. ილიჩევიჩი), ჰანტი (90. კაჩარი), დრმიჩი - რუდნევსი (79. დიკმაიერი).
გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - ნორდტვეიტი, ა. კრისტენსენი, ჰინტერეგერი (88. ჰრგოტა), ვენდტი - ჯაკა, დაჰუდი (57. ტრაორე) - აზარი (82. ჰოფმანი), ფ. ჯონსონი, შტინდლი - რაფაელი.
გაფრთხილება: კლებერი, დრმიჩი, იუნგი - ნორდტვეიტი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 17(9)-10(4); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 56 706
აუგსბურგი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (15), 0:2 ლევანდოვსკი (62), 0:3 თ. მიულერი (78), 1:3 ბობადილია (86)
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, ჰონგი (71. იანკერი), კლავანი, მაქსი - კორი, გუველეუვი - კოო (55. ესვაინი), ტროხოვსკი (55. მორავეკი), კაიუბი - ბობადილია.
ბაიერნი (4-1-2-3): ნოიერი - ლამი (82. როდე), კიმიხი, ალაბა, ბერნატი - ვიდალი (57. რაფინია) - თ. მიულერი, ტიაგო ალკანტარა - რობენი, ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა (82. კომანი).
გაფრთხილება: თ. მიულერი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 7(2)-24(10); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 30 660
ბომბარდირები: 21 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 20 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 15 - თომას მიულერი (ბაიერნი); 13 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 12 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი).
მომდევნო ტური
19 თებერვალი:
აინტრახტი-ჰამბურგი
20 თებერვალი:
ბაიერნი-დარმშტადტი, გლადბახი-კიოლნი, ჰერტა-ვოლფსბურგი, ჰოფენჰაიმი-მაინცი, ინგოლშტადტი-ვერდერი
21 თებერვალი:
ლევერკუზენი-დორტმუნდი, შალკე-შტუტგარტი, ჰანოვერი-აუგსბურგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"