ბუნდესლიგა. XXII ტური: რა მოიფიქრა პეპმა "იუვესთვის"? [VIDEO]

AutoSharing Option
* "ლევერკუზენი"-"დორტმუნდის" თამაში 10 წუთით შეწყდა.

* უკვე 8 ტურია, "შტუტგარტი" არ დამარცხებულა.

* "ჰანოვერი" ზედიზედ 8 ტურია, აგებს. აქედან ბოლო 4 მატჩია, გოლიც არ გაუტანია.

მართალია, მიუნხენის "ბაიერნმა", ყველასათვის მოულოდნელად, "დარმშტადტთან" პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც მოსალოდნელი იყო, მაინც საკმაოდ მარტივად დაამარცხა სუსტი მეტოქე და არა მარტო ბუნდესლიგის ცხრილში განიმტკიცა ერთპიროვნული ლიდერობა, არამედ "იუვენტუსთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ კარგი განწყობაც შეიქმნა.

"ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "იუვენტუსს" ხვალ სტუმრობს, "დარმშტადტთან" კი ბავარიელებმა საბოლოოდ 3:1 მოიგეს.

მოდი, შევეშვათ იმას, რაც
ტაბლოზე პირველი ტაიმის შემდეგ ეწერა (ხდება ხოლმე) - სხვა მხრივ, "ბაიერნის" ერთადერთი პრობლემა (ტრავმირებული მცველების გარდა) ისაა, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი საგოლე მომენტებს ვერ იყენებს ისე, როგორც საჭიროა.

საქმე იმაშია, რომ "ბაიერნს" "დარმშტადთან" ბურთის ფლობის 81-პროცენტიანი მაჩვენებელი (!) ჰქონდა, კარისკენ დარტყმების ბალანსი კი ასე გამოიყურება: 36:6. მიუხედავად ამისა, სანამ თომას მიულერმა ის ზღაპრული გოლი არ გაიტანა, მიუნხენელებმა, ფაქტობრივად, ვერაფერი გააწყვეს.

კითხვაზე, რას შემატებს მიულერის არაჩვეულებრივი გოლი "ბაიერნს" ტურინული ჯახის წინ, გვარდიოლამ ასე უპასუხა: "ეს იქნება თამაში, რომელშიც ერთმანეთს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბები დაუპირისპირდებიან. ფეხბურთელების უმრავლესობა საკმარისად გამოცდილია იმისათვის, რომ უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი ვნახოთ.

თავდაჯერების პრობლემა არც აქამდე გვქონდა, მაგრამ ეს გამარჯვება და, მით უმეტეს, მიულერის ასეთი შესანიშნავი გოლი დამატებითი მუხტია. "იუვენტუსი" იტალიის უძლიერესი გუნდია. იმისათვის, რომ ტურინული ბარიერი დავძლიოთ, ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ - ფეხბურთელებმაც, მწვრთნელებმაც და საერთოდ, მთელმა შტაბმა. ტურინში ურთულესი შეხვედრა გველის, მაგრამ ეს დღეს არ გაგვიგია - წილისყრაზევე შევიტყვეთ, რომ ასეთი რთული მატჩი მოგვიწევდა".

ზოგადად, გასულ უქმეებზე მიუნხენშიც და საერთოდ, მთელ საფეხბურთო გერმანიაში, მთავარი სასაუბრო თემა სწორედ "იუვენტუსთან" ხვალინდელი მატჩი იყო. რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის თქმით, "იუვენტუსიცა" და "ბაიერნიც" ახლა თანაბარ სიმაღლეზე არიან და ზამერი შანსებს 50:50-ზე აფასებს. "ბაიერნის" შეფი კარლ-ჰაინც რუმენიგე კი აი, რას ამბობს:

"იუვენტუსის", რა თქმა უნდა, არ გვეშინია, მაგრამ გუნდს პატივს ვცემთ. პირადად მე ველოდები ძალიან რთულ და საინტერესო მატჩს, რომელშიც ისეთი შედეგი უნდა დავაფიქსიროთ, საპასუხო მატჩის წინ მშვიდად ყოფნის საშუალებას რომ მოგვცემს. "დარმშტადტთან" მატჩის შემდეგ მიულერი ვნახე და მხრებზე ისეთი ნაკაწრები აქვს, თითქოს ქალმა დაკაწრაო, მაგრამ იფიცებოდა, ეს "დარმშტადტის" რომელიღაც ფეხბურთელმა მიქნაო".

როგორც ჩანს, გვარდიოლას "იუვესთან" შეხვედრისთვის განსაკუთრებული იდეა აქვს, თუმცა პეპმა ეს იდეა, ცხადია, არ გაამხილა: "როტაცია ისევ იქნება და მე ერთი ძალიან საინტერესო იდეაც მაქვს, თუმცა ამის შესახებ ახლა ვერაფერს ვიტყვი. ძირითად შემადგენლობაზე ჯერ ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვარ", - აღნიშნა გვარდიოლამ.

შაბათს "ბაიერნში" დებიუტი ჰქონდა მოსკოვის "სპარტაკიდან" სახელდახელოდ, დაცვაში შექმნილი საკადრო პრობლემების გამო წამოყვანილ სერდარ ტასკის, მაგრამ ამ უკანასკნელმა ისე სუსტად ითამაშა, რომ გვარდიოლა "იუვესთან" მის გამწესებას ალბათ აღარ გარისკავს. საკითხავია ისიც, ენდობა თუ არა გვარდიოლა ახალგაზრდა კიმიხს დაცვის ცენტრში, მაგრამ სხვა ვარიანტი თითქმის აღარ აქვს.

"დარმშტადტთან" პეპმა ლამი, ტიაგო ალკანტარა და ჩაბი ალონსო (შეცვლაზე ითამაშა) დაასვენა და ეს სამეული "იუვენტუსთან" აუცილებლად სასტარტოში იქნება.

რეკორდმაისტერის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლეა ის, რომ ფრანკ რიბერი ლაზარეთიდან დაბრუნდა. 32 წლის ფრანგმა ორთვენახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა.

"დარმშტადტთან" საინტერესო იყო ისიც, რომ "ბაიერნის" ფანებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით: "პეპი, პრინციპში, არც არასდროს იყო საჩვენო კაცი". როგორც ჩანს, მიუნხენელი ფანები დიდად არ ნაღვლობენ იმის გამო, რომ პეპი ზაფხულში მიდის...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დორტმუნდმაც" მოიგო
სამაგიეროდ, დორტმუნდის "ბორუსიას" ჰქონდა ურთულესი და ემოციებით გადატვირთული თამაში. თომას ტუხელის გუნდი გუშინ მესამეადგილოსან "ლევერკუზენს" ესტუმრა და 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგის ანგარიშზეა და სწორედ ამ გოლს მოჰყვა დიდი დისკუსიები.

ლევერკუზენელთა თავკაცი როჯერ შმიდტი აქტიურად აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებას და როცა ამ უკანასკნელმა მას წითელი ბარათი ამოუღო და ტრიბუნისკენ მიუთითა, შმიდტი კიდევ უფრო გაცხარდა და მოედნის დატოვებას არ აპირებდა. მსაჯ ცვაიერს მოთმინების ფიალა აევსო და ფეხბურთელები კატაკომბებში შერეკა - მატჩი დაახლოებით 10 წუთით შეწყდა.

საბოლოოდ, შმიდტმა მაინც ტრიბუნაზე ამოჰყო თავი, მატჩი კი გაგრძელდა და ანგარიში არ შეცვლილა. ამრიგად, "დორტმუნდმა" ამ გამოცდასაც გაუძლო და "ბაიერნს" უფრო წინ არ უშვებს - რეკორდმაისტერი "ბორუსიას" ისევ 8 ქულით უსწრებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXII ტური
19 თებერვალი
აინტრახტი-ჰამბურგი 0:0
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეჩკი - რეგეზელი, სამბრანო, აბრაამი, ჰასებე - რუსი, შტენდერა (81. მედოიევიჩი) - აიგნერი (90. გაჩინოვიჩი), ფაბიანი, ჰუსტი (46. სეფეროვიჩი) - ა. მაიერი.
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტჟოლეკი - იუნგი, ჰოლტბი - ნ. მიულერი (67. ილიჩევიჩი), ჰანტი, დრმიჩი (80. კაჩარი) - რუდნევსი (71. ლასოგა).
გაფრთხილება: სამბრანო, აიგნერი - ჯურუ, დრმიჩი, ლასოგა
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8(2)-10(1); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 47 200

20 თებერვალი
ბაიერნი-დარმშტადტი 3:1
გოლები: 0:1 ვაგნერი (26), 1:1 თ. მიულერი (49), 2:1 თ. მიულერი (71), 3:1 ლევანდოვსკი (84)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, კიმიხი, ტასკი (53. ბერნატი), ალაბა - ვიდალი - კომანი (53. რიბერი), რობენი (81. ჩაბი ალონსო), თ. მიულერი, დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი.
დარმშტადტი (4-2-3-1): მათენია - გარიჩი, კალდიროლა, რაიკოვიჩი, ჟუნიორ დიასი - იუნგვირტი, ჰოლანდი (87. გორკა) - სირიგუ (73. ზაილერი), ვრანჩიჩი (61. როზენტალი), კემპე - ვაგნერი.
გაფრთხილება: რაფინია, კიმიხი
კუთხური: 18-0; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 36(13)-6(5); ბურთის ფლობა: 81%-19%.
მაყურებელი: 75 000

გლადბახი-კიოლნი 1:0
გოლი: 1:0 დაჰუდი (9)
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - ელვედი (66. ჰოფმანი), ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი, ვენდტი - დაჰუდი (92. ბრუვერსი), ჯაკა - აზარი, ფ. ჯონსონი - შტინდლი, რაფაელი (88. ჰრგოტა).
კიოლნი (4-2-3-1): ჰორნი - ოლკოვსკი, მარო, ჰაინტცი, მლადენოვიჩი (63. ჰარტელი) - მ. ლემანი, ჰექტორი - ოსაკო (46. იოიჩი), გერჰარდტი, ბიტენკური (76. ჰოსინერი) - მოდესტე.
გაფრთხილება: შტინდლი, რაფაელი - მარო, ოლკოვსკი, ჰოსინერი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 16(5)-12(6); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 52 226

ჰერტა-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 0:1 მ. შეფერი (53), 1:1 კალუ (60)
ჰერტა (4-2-2-1-1): იარშტაინი - ვაიზერი, ს. ლანგკამპი (36. შტარკი), ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, ლუსტენბერგერი - ჰარაგუჩი, კალუ - დარიდა (62. ბაუმიოჰანი) - იბიშევიჩი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ვიეირინია, ნალდო, დანტე, რ. როდრიგესი - ტრეში, ლუის გუსტავო - დრაქსლერი, არნოლდი (91. კნოხე), მ. შეფერი - კრუზე.
გაფრთხილება: დარიდა, სკიელბრედი, იბიშევიჩი - ლუის გუსტავო, რ. როდრიგესი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 9(5)-13(6); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 40 126

ჰოფენჰაიმი-მაინცი 3:2
გოლები: 0:1 კორდობა (11), 1:1 ამირი (13), 2:1 უთი (68), 3:1 უთი (76), 3:2 ჟაირო (78)
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): ბაუმანი - კადერაბეკი, შერი, ზიულე, ოხსი - შტრობლი - ამირი (74. პოლანსკი), რუდი (88. შმიდი) - უთი, ფოლანდი - ვარგასი (63. ჰამადი).
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი (86. მორიტცი), ბალოგუნი, ჰაკი, ბუსმანი - ბაუმგარტლინგერი, ლატცა (53. ფ. ფრაი) - კლემენსი (78. დე ბლასისი), მალი, ჟაირო - კორდობა.
გაფრთხილება: რუდი - ბალოგუნი, ჟაირო
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 13(4)-13(6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 24 019

ინგოლშტადტი-ვერდერი 2:0
გოლები: 1:0 ბ. ჰიუბნერი (12), 2:0 ჰინტერზეერი (90-პენ)
ინგოლშტადტი (4-3-3): იოზჩანი - და კოშტა, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ბაუერი - პ. გროსი, როჯერი, კოენი - ლეკიე (90. კაჩუნგა), ლესკანო (71. ჰინტერზეერი), ჰარტმანი (82. ლექსი).
ვერდერი (4-1-2-3): ვიდვალდი - გებრე სელასიე, გალვესი (66. იუნუზოვიჩი), ჯილობოჯი, გარსია - ვესტერგაარდი - პისარო, ფრიოდე - იოზთუნალი (46. იატაბარე), უჯა, გრილიჩი (77. ბარტელსი).
გაფრთხილება: კოენი, და კოშტა - ჯილობოჯი, პისარო
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 15-23; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 9(4)-12(2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 15 000

21 თებერვალი
ლევერკუზენი-დორტმუნდი 0:1
გოლი: 0:1 ობამეიანგი (64)
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - იედვაი (57. ჰილბერტი), თაა, თოფრაქი (46. პაპადოპულოსი), ვენდელი - კრამერი, კამპლი (46. რამალიო) - ბელარაბი, მეჰმედი - ჩიჩარიტო, კისლინგი.
დორტმუნდი (4-3-3): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი (77. სუბოტიჩი), ჰუმელსი, დურმი - ს. ბენდერი (69. ვაიგლი), ლაიტნერი, გინტერი - მხითარიანი, ობამეიანგი, პულიშიჩი (46. როისი).
გაფრთხილება: კამპლი, ჩიჩარიტო, პაპადოპულოსი, ბელარაბი, ვენდელი - დურმი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9(2)-7(2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 30 210

შალკე-შტუტგარტი 1:1
გოლი: 1:0 ბელჰანდა (14), 1:1 ჰარნიკი (74)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჟუნიორ კაისარა, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი - გაისი, გორეტცკა - შიოპფი, ბელჰანდა (85. აოგო), ჩუპო-მოტინგი (22. ლ სანე) - ჰუნტელაარი (71. დი სანტო).
შტუტგარტი (4-1-4-1): ტიტონი - გროსკროიტცი, შვააბი, ნიდერმაიერი, ინსუა - სერე დიე (71. ჰარნიკი) - რუპი, დიდავი (62. მაქსიმი), გენტნერი, კოსტიჩი - ვერნერი (67. კრავეცი).
გაფრთხილება: ბელჰანდა, შიოპფი, სანე - დიდავი
კუთხური: 4-13; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15(5)-19(8); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 61 000

ჰანოვერი-აუგსბურგი 0:1
გოლი: 0:1 კოო (14)
ჰანოვერი (4-1-4-1): ცილერი - ჰ. საკაი, გიულზელამი, მილოშევიჩი, ალბორნოსი - ჰოფმანი (46. კიოტაკე) - ბეხი (82. მაქსიმინი), ს. სანე, პრიბი (46. ალმეიდა), ქარამანი - ა. ზობიეხი.
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, კლავანი, მაქსი - ფოილნერი (46. ჟი), კორი - ესვაინი (71. ვერნერი), კოო, კაიუბი - ფინბოგასონი (82. იანკერი).
გაფრთხილება: გიულზალემი, სანე - ვერნერი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16(6)-11(6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 31 000

ბომბარდირები: 22 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 21 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 17 - თომას მიულერი (ბაიერნი); 13 - ხავიერ ერნანდესი (ლევერკუზენი); 12 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი).

მომდევნო ტური
26 თებერვალი:
კიოლნი-ჰერტა

27 თებერვალი:
ვოლფსბურგი-ბაიერნი, ჰამბურგი-ინგოლშტადტი, შტუტგარტი-ჰანოვერი, ვერდერი-დარმშტადტი

28 თებერვალი:
აუგსბურგი-გლადბახი, დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი, მაინცი-ლევერკუზენი, აინტრახტი-შალკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული