* ამ სეზონში იმ ფეხბურთელებს, რომლებიც "ვოლფსბურგის" სათადარიგოთა სკამზე რჩებიან ხოლმე, ჯამში მხოლოდ 319 წუთი აქვთ ნათამაშები.
* სერდარ ტასკის მიუნხენის "ბაიერნში" დებიუტი ჰქონდა და იგი 923-დღიანი პაუზის მერე დაბრუნდა ბუნდესლიგაში.
* "ბაიერნის" სათადარიგოთა სკამი "დარმშტადტთან" შეხვედრისას 109,5 მილიონ ევროდ ფასობდა, ხოლო "დარმშტადტის" მთელი შემადგენლობა - 24,4 მილიონი ევრო.
* მანუელ ნოიერმა "ბაიერნის" მაისურით 234-ე მატჩი ჩაატარა და შტეფან ეფენბერგს გაუთანაბრდა.
* "გლადბახის" რაფაელმა მე-10 საგოლე პასი გააკეთა და მეპასეთა დავაში
* "ინგოლშტადტის" ბოლო 5 გოლი და უკანასკნელი 8 ბურთიდან 7 სტანდარტულ სიტუაციებს მოჰყვა.
* "ბაიერნმა" მიმდინარე სეზონში თავური დარტყმით პირველი გოლი "დარმშტადტთან" მატჩში გაუშვა. საინტერესოა, რომ რეკორდმაისტერს სანდრო ვაგნერმა გაუტანა, რომელიც ერთადერთი გახლდათ მინდორზე მყოფ ფეხბურთელებს შორის, ვინც მიუნხენშია დაბადებული.
* მიმდინარე სეზონში 5 წამყვან ევროპულ ჩემპიონატში სანდრო ვაგნერს უკვე 5 გოლი აქვს თავით გატანილი, მასზე მეტჯერ თავი მხოლოდ ქარიმ ბენზემამ გამოიჩინა - 7.
* "დარმშტადტთან" მატჩამდე "ბაიერნს" ბოლოს პირველი ტაიმი მე-6 ტურში ჰქონდა წაგებული, როდესაც "ვოლფსბურგთან" დამარცხდა, მაგრამ მერე... რობერტ ლევანდოვსკიმ 5 გოლი გაიტანა.
* თომას მიულერმა ბუნდესლიგაში ბოლო 15 მატჩში ამდენივე გოლში მიიღო მონაწილეობა - 10 გოლი, 5 პასი.
* "ჰერტაში" გადასვლის შემდეგ სალომონ კალუმ 52 მატჩში 20 გოლი გაიტანა და არც ერთი საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია.
* მიმდინარე ჩემპიონატში 11 საშინაო შეხვედრაში "ბაიერნს" 36 გოლი აქვს გატანილი. მიუნხენელებს საკუთარ კედლებში მატჩში მინიმუმ 2 ბურთი გააქვთ.
* რობერტ ლევანდოვსკი ერთადერთი ფეხბურთელია მიმდინარე ბუნდესლიგაში, რომელსაც ჩემპიონატის 18-ივე გუნდის (მათ შორის, "ბაიერნის") კარში გოლი აქვს გატანილი.
* ბუნდესლიგის ისტორიაში (ცხადია, პირველი სეზონის, 1963 წლის გამოკლებით) მხოლოდ 5 ახალწვეულს ჰქონია 22 ტურის მერე "ინგოლშტადტზე" (29) მეტი ქულა.
* "ჰოფენჰაიმს" შაბათს გამართული უკანასკნელი 8 მატჩია, არ წაუგია.
* ყველაზე მეტი დარტყმა საჯარიმოს გარედან დანიელ დიდავის აქვს შესრულებული, კონკრეტულად - 40. შემდეგ მოდიან - ჰაკან ჩალჰანოღლუ (38), პასკალ გროსი (35), ილქაი გიუნდოგანი (33), დუგლას კოშტა (30).
* პიერ ემერიკ ობამეიანგმა თავისი 50-ე გოლი 86-ე შეხვედრაში გაიტანა. გაბონელს თითქმის ლეგენდარული გერდ მიულერის მაჩვენებელი აქვს, მიულერს ჩემპიონატში 50 ბურთის გასატანად 83 მატჩი დასჭირდა.
* საინტერესოა, რომ "შალკეს" უკვე 65 ბუნდესლიგური მატჩია, არ წაუგია, თუ პირველ ტაიმს იგებდა. აქედან 62 გელზენკირხენელებმა საბოლოოდაც გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"