გამომძალველი ჰერალდ ზირნგიბლია, რომელმაც კლუბს თებერვალში ორი მუქარის წერილი გაუგზავნა. პენსიონერი იმუქრებოდა, რომ თუკი 3 მლნ ევროს არ გადაუხდიდნენ, სტადიონის მოედანზე ან არენის პარკინგზე უპილოტო საფრენ აპარატს ჩამოაგდებდა.
ჰერალდი ერთ მილიონს 500-ევროიან კუპიურებად, კიდევ ერთ მილიონს 1000-ფრანკიან კუპიურებად, დანარჩენს კი ფასის შესაბამის, 0,5-იდან 1,1-მდე კარატის ბრილიანტებად ითხოვდა. მოგვიანებით მან მოთხოვნა შეცვალა - მეორე წერილში 500-ევროიანი კუპიურების 200-იანებით ჩანაცვლება მოითხოვა.