ბუნდესლიგა. XXV ტური: დიდი ფეხბურთი გოლების გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
* ჯოშუა კიმიხმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და შესაძლოა, მალე გერმანიის ნაკრებში ვიხილოთ.

* "აინტრახტმა" "ინგოლშტადტთანაც" ვერ მოიგო (1:1) და მატჩის შემდეგ ფრანკფურტელთა მთავარი მწვრთნელი არმინ ფეე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"დორტმუნდისა" და "ბაიერნის" დუელი თამამად "მოვნათლეთ" ბუნდესლიგის წლის მატჩად, მაგრამ ამ შეხვედრამ იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა. თუმცა ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობთ, რომ გოლები ვერ ვნახეთ, თორემ სხვა მხრივ, ფეხბურთი კარგი იყო, საკმაოდ მაღალი დონის!

ერთი სიტყვით - 0:0, მაგრამ გერმანიის ორივე საუკეთესო კლუბმა დიდი ფეხბურთი ითამაშა და ვინც მატჩს თვალი მიადევნა, უკმაყოფილო
ნამდვილად არ დარჩებოდა.

"სამართლიანი ფრე დაფიქსირდა. ნებისმიერი, ვინც ამ შეხვედრას ნახავდა, დარწმუნდებოდა, რომ ერთმანეთს ბუნდესლიგის ორი საუკეთესო გუნდი ხვდებოდა. ინტენსიური და ძალიან საინტერესო მატჩი გამოვიდა. ერთი ეგაა, რომ გოლები ვერ გავიტანეთ", - აღნიშნა მატჩის შემდეგ ბავარიელთა კაპიტანმა ფილიპ ლამმა.

"მოგება ძალიან გვინდოდა, მაგრამ "დორტმუნდი" ძლიერია და ფრითაც კმაყოფილები ვართ. წნეხის ქვეშ ვრჩებით", - ეს თომას მიულერის სიტყვებია.

მატჩს, რა თქმა უნდა, ესწრებოდა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვიც, რომელმაც ბუნდესლიგის ტოპ-დუელი ასე შეაფასა: "მიუხედავად იმისა, რომ ტაბლოზე 0:0 წერია, ეს იყო საუკეთესო მატჩი იმ შეხვედრებს შორის, რაც ამ სეზონში ვნახე. უმაღლესი ტემპი, უსწრაფესი ფეხბურთი და ორივე გუნდი ტექნიკური თვალსაზრისითაც გასაოცარია. უმაღლესი დონის შეხვედრა გამოვიდა".

ამრიგად, მართალია, მიუნხენის "ბაიერნმა" ამ სეზონში პირველად ვერ მოიგო ზედიზედ ორი მატჩი, მაგრამ "მაინცთან" 1:2-ის შემდეგ დორტმუნდში 0:0 მისაღები შედეგია და ვერ ვიტყვით, რომ რეკორდმაისტერი სერიოზულად "აიჭრა".

რაც მიუნხენელთათვის მთავარია, "ბაიერნმა" "დორტმუნდთან" 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, რაც ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა. შესაბამისად, დორტმუნდელებს ახლა იმის იმედიღა უნდა ჰქონდეთ, რომ "ბაიერნს" ფეხი ისევ დაუცდება და თანაც, არაერთხელ.

ხოსეპ გვარდიოლამ კვლავ არ ათამაშა მარიო გიოტცე, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგ ზედიზედ მეხუთედ იჯდა სათადარიგოთა სკამზე. ლიოვისთვის ეს პრობლემა არაა:

"მარიო შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ბევრი გაუცდა და აბსოლუტურად ნორმალურია ის, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში მოედანზე დიდხანს ყოფნა არ უწევს. გიოტცეს დრო სჭირდება. ევროპის ჩემპიონატის თვალსაზრისით, მარიოზე არ ვნერვიულობ - მჯერა, რომ ამ ტურნირს კარგ ფორმაში შეხვდება", - აღნიშნა გერმანიის ნაკრების თავკაცმა.

დორტმუნდელთაგან საუკეთესო მეკარე რომან ბიურკი გახლდათ, "ბაიერნიდან" კი - ახალგაზრდა ჯოშუა კიმიხი, რომელმაც იდეალურად ითამაშა. 21 წლის კიმიხმა განსაკუთრებული ქებაც დაიმსახურა - საფინალო სასტვენის შემდეგ გვარდიოლა მასთან მივიდა, საკმაოდ დიდხანს, ემოციურად ესაუბრებოდა და რამდენჯერმე ჩაიხუტა.

"კიმიხი სუპერ, სუპერ, სუპერ, სუპერ ფეხბურთელია! ეს ბიჭი ძალიან მიყვარს. საერთოდ, ძალიან მომწონს, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი ბევრს სწავლობს, ბეჯითად შრომობს და ცდილობს, ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც ვეუბნები. მას უნდა, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს და საამისოდ ყველაფერი აქვს. "ბაიერნის" ხელმძღვანელები და კერძოდ, მიხაელ რეშკე ამ ბიჭის მიუნხენში ჩამოყვანისთვის უდიდეს კომპლიმენტებს იმსახურებენ", - ეს სწორედ პეპის სიტყვებია.

მაინც რამდენად კარგად ითამაშა კიმიხმა "დორტმუნდთან"? ციფრები ვალაპარაკოთ: ის 121-ჯერ შეეხო ბურთს და მასზე ხშირად ეს მხოლოდ ჩაბი ალონსომ გააკეთა (125). კიმიხმა ორთაბრძოლების 64 პროცენტი მოიგო და მასზე უკეთესი მხოლოდ ფილიპ ლამი იყო (67 პროცენტი). კიმიხმა ყველაზე მეტი, 112 პასი გააკეთა და სიზუსტის მაჩვენებელიც საუკეთესო ჰქონდა (94 პროცენტი).

კიმიხმა ჯამში 11.1 კილომეტრი ირბინა, რაც ცენტრალური მცველისთვის ბრწყინვალე შედეგია. შედარებისთვის: დავიდ ალაბამ 9.8 კილომეტრი ირბინა, მატს ჰუმელსმა - 10.4 კილომეტრი. როგორც ზემოთაც ვთქვით, მატჩს იოახიმ ლიოვიც დაესწრო და დიდი შანსია, რომ კიმიხი ნაკრებშიც გამოიძახოს.

რაც შეეხება სხვა მატჩებს, "ვოლფსბურგმა" "გლადბახის" დამარცხება შეძლო და ევროზონას მიუახლოვდა. "შტუტგარტმა", მოლოდინისამებრ, "ჰოფენჰაიმი" გაანადგურა - შვაბებს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე აღარ ემუქრებათ, "სოფლელები" კი ისევ ბოლოსწინა ადგილზე არიან. "აუგსბურგი" "ლევერკუზენს" კოოს ჰეთ-თრიკით 3:0-ს უგებდა, მაგრამ "ფარმაცევტებმა" ქულის გადარჩენა მაინც შეძლეს (3:3).

"ჰანოვერი" ბრემენში შერცხვა (1:4) და ბოლო ადგილზე რჩება. "აინტრახტმა" კი "ინგოლშტადტთანაც" ვერ მოიგო (1:1) და მატჩის შემდეგ ფრანკფურტელთა მთავარი მწვრთნელი არმინ ფეე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. "შალკემ" კი კიოლნიდან სამი ქულის წაღება მოახერხა და ევროზონაში პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXV ტური
5 მარტი
ვოლფსბურგი-გლადბახი 2:1
გოლები: 1:0 დრაქსლერი (15), 2:0 კრუზე (17), 2:1 რაფაელი (23)
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): კასტეელსი - ვიეირინია (46. ტრეში), კნოხე, დანტე, როდრიგესი - ლუის გუსტავო - გილავოგი, არნოლდი - დრაქსლერი (74. დ. კალიჯური) - კრუზე, შიურლე (83. მ. შეფერი).
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი - ფ. ჯონსონი (80. ჰოფმანი), დაჰუდი (68. ჰერმანი), ჯაკა, ჰინტერეგერი - აზარი (76. ჰრგოტა) - შტინდლი, რაფაელი.
გაფრთხილება: შიურლე, გილავოგი - დაჰუდი, ა. კრისტენსენი, აზარი
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11(3)-14(5); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 29 224

შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 5:1
გოლები: 1:0 ნიდერმაიერი (6), 2:0 რუპი (42), 3:0 ნიდერმაიერი (51), 3:1 კრამარიჩი (71), 4:1 კოსტიჩი (78), 5:1 ვერნერი (83)
შტუტგარტი (4-1-4-1): ტიტონი - გროსკროიტცი, შვააბი, ნიდერმაიერი, ინსუა - სერე დიე - რუპი, გენტნერი (46. კლაინი), დიდავი (81. მაქსიმი), კოსტიჩი - კრავეცი (68. ვერნერი).
ჰოფენჰაიმი (5-3-2): ბაუმანი - კადერაბეკი, შერი, ზიულე, ბიჩაქჩიჩი (35. კრამარიჩი), ტროიანი - ჰამადი (46. შმიდი), პოლანსკი, ამირი - უთი (46. ვარგასი), ფოლანდი.
გაფრთხილება: კრავეცი - ზიულე, პოლანსკი
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 17-8; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 21(11)-13(4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 44 647

აუგსბურგი-ლევერკუზენი 3:3
გოლები: 1:0 კოო (5), 2:0 კოო (44), 3:0 კოო (57), 3:1 ბელარაბი (60), 3:2 ვერჰეგი (80-საკ. კარში), 3:3 ჩალჰანოღლუ (93-პენ)
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, ჰონგი (46. იანკერი), მაქსი - კორი, ბაიერი (85. სტაფილიდისი) - ესვაინი (70. ტო. ვერნერი), კოო, კაიუბი - ფინბოგასონი.
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ბიონიში, იედვაი (74. ფრეი), რამალიო, ვენდელი - კრამერი, ჩალჰანორლუ - ბრანდტი, მეჰმედი - ბელარაბი, კრუსი (85. იურჩენკო).
გაძევება: გუველეუვი (93. აუგსბურგი)
გაფრთხილება: ჰონგი, კორი - კრამერი
კუთხური: 0-5; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 10(5)-20(5); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 27 610

ვერდერი-ჰანოვერი 4:1
გოლები: 1:0 ბარტელსი (18), 2:0 პისარო (26), 2:1 ქარამანი (45), 3:1 გებრე სელასიე (56), 4:1 იუნუზოვიჩი (67)
ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, ს. გარსია (86. უ. გარსია) - გრილიჩი - იოზთუნალი (82. ლორენცენი), ფრიტცი (72. ველიკოვიჩი), იუნუზოვიჩი, ბარტელსი - პისარო.
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, მილოშევიჩი, კ. შულცი, ზორგი - გიულზელამი, ს. სანე - ქარამანი, იამაგუჩი (36. სალაი), ფოსუმი (81. კლაუსი) - კიოტაკე.
გაფრთხილება: ფრიტცი, იუნუზოვიჩი - ქარამანი, გიულზელამი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14(5)-15(5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 42 100

აინტრახტი-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 0:1 ჰარტმანი (8-პენ), 1:1 რუსი (66)
აინტრახტი (4-1-3-1-1): ჰრადეცკი - რეგეზელი, სამბრანო (70. მედოიევიჩი), აბრაამი, ოჩიპკა - რუსი - ჰასებე, ჰუსტი, შტენდერა (46. ვალდშმიდტი) - ფაბიანი - სეფეროვიჩი.
ინგოლშტადტი (4-1-2-3): იოზჩანი - ბაუერი, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ზუტერი - ბრეგერიე (73. კოენი) - პ. გროსი, კრისტიანსენი (56. როჯერი) - ჰარტმანი, კაჩუნგა (66. ლესკანო), ლექსი.
გაძევება: პ. გროსი (74. ინგოლშტადტი)
გაფრთხილება: სამბრანო, ოჩიპკა, რუსი, ჰასებე, ფაბიანი - კრისტიანსენი, ბრეგერიე, როჯერი, ჰარტმანი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 20-23; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 21(3)-12(6); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 40 000

კიოლნი-შალკე 1:3
გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (2-პენ), 0:2 მ. მაიერი (24), 1:2 ბიტენკური (33), 1:3 დი სანტო (76)
კიოლნი (4-2-3-1): ჰორნი - სიორენსენი, მარო, ჰაინტცი, ჰექტორი - მ. ლემანი, გერჰარდტი (85. ოსაკო) - რისსე, ბიტენკური, მლადენოვიჩი (71. ჰოსინერი) - მოდესტე.
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჟუნიორ კაისარა, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, აოგო - გაისი (78. კოლაშინაცი), ჰოიბერგი - შიოპფი (61. ლ. სანე), მ. მაიერი, ბელჰანდა - ჰუნტელაარი (73. დი სანტო).
გაფრთხილება: მარო
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 17(9)-18(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 49 300

დორტმუნდი-ბაიერნი 0:0
დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - პიშჩეკი, ს. ბენდერი, ჰუმელსი - დურმი, ვაიგლი, გიუნდოგანი (91. შაჰინი), შმელცერი - მხითარიანი, ობამეიანგი, როისი (80. რამოსი).
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი - ჩაბი ალონსო (90. ბენატია) - რობენი, თ. მიულერი, ვიდალი, დუგლას კოშტა (75. რიბერი) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ს. ბენდერი - ჩაბი ალონსი
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11(3)-17(4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 81 359

6 მარტი
მაინცი-დარმშტადტი 0:0
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - დონატი, ბალოგუნი, ჰაკი, ბუსმანი - ბაუმგარტლინგერი, ფ. ფრაი (66. ბელი) - დე ბლასისი (79. ბროზინსკი), მალი (71. ლატცა), ჟაირო - კორდობა.
დარმშტადტი (4-1-2-1-2): მათენია - იუნგვირთი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა - ნიმაიერი - გონდორფი, კემპე (91. სირიგუ) - რაუში (72. ვრანჩიჩი) - ჰელერი, ვაგნერი.
გაძევება: დონატი (57. მაინცი)
გაფრთხილება: იუნგვირთი, გონდორფი, რაიკოვიჩი, ნიმაიერი, ვრანჩიჩი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 11(4)-15(3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 34 000

ჰამბურგი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 ნ. მიულერი (58), 2:0 ნ. მიულერი (75)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, კლებერი, სპაჰიჩი, ოსტჟოლეკი - ეკდალი (76. ეკდალი), ჰოლტბი - ნ. მიულერი (88. ბაჰუი), ჰანტი (77. იუნგი), ილიჩევიჩი - რუდნევსი.
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, შტარკი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, ლუსტენბერგერი (67. ჩიგერჩი) - ვაიზერი (82. შტოკერი), დარიდა (67. ჰარაგუჩი), კალუ - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: რუდნევსი, სპაჰიჩი, ეკდალი, ნ. მიულერი - პეკარიკი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14(5)-3(1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 46 136

ბომბარდირები: 23 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 22 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 17 - თომას მიულერი (ბაიერნი); 14 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური
11 მარტი:
ჰერტა-შალკე

12 მარტი:
გლადბახი-აინტრახტი, ჰანოვერი-კიოლნი, ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი, ინგოლშტადტი-შტუტგარტი, დარმშტადტი-აუგსბურგი, ბაიერნი-ვერდერი

13 მარტი:
ლევერკუზენი-ჰამბურგი, დორტმუნდი-მაინცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული