ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს და მიზეზად ფეხბურთელის არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა მოჰყავს.
გიოტცე ერთი პერიოდი ტრავმის გამო არ თამაშობდა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ სასტარტოში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
გამომდინარე აქედან, ფეხბურთელი მოედანზე 4 ოქტომბრის შემდეგ არ გასულა. მას შემდეგ, რაც გიოტცე გამოჯანმრთელდა, ის თამაშს სათადარიგო სკამიდან ადევნებს თვალს.
სიტუაციის ასეთი განვითარება გიოტცეს ევრო 2016-ზე წასვლას ხელს არ უწყობს. თუ ფეხბურთელი სასურველ ფორმას არ მიაღწევს, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი სხვა კანდიდატურას