"რუმენიგეს და ხენესს კონტრაქტთან დაკავშირებით უკვე ვესაუბრე - 2 წლით გახანგრძლივება მსურს. აქ ყველაფერი მომწონს, ჩემი ოჯახიც მიუნხენში ცხოვრებით კმაყოფილია.
ფულის შოვნა რომ მდომებოდა, ჩინეთში წავიდოდი, საიდანაც უკვე მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ჩემთვის ეს უინტერესოა. "ბაიერნისთვის" თამაში მსურს, მასთან ერთად ტიტულების მოგება, ეს ჩემი გუნდია", - განაცხადა ფრანგმა.
რიბერის მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.