აი, სწორედ ასე ჟღერს გერმანიის ჩემპიონატის მორიგი, 27-ე ტურის მთავარი კითხვა. რეკორდმაისტერი, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიას" ხუთი ქულით უსწრებს, შაბათს კიოლნში ჩადის და ლოგიკურად, იოლი გასეირნება არ ელოდება. "დორტმუნდი" კი კვირას, აუგსბურგში ითამაშებს.
მანამდე კი სხვა შეხვედრებია. უფრო სწორად, ბუნდესლიგის მორიგი ტური დღეს, ტრადიციულად, პარასკევის შეხვედრით იწყება, რომელშიც სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს - მეხუთეადგილოსანი "შალკე" მეოთხე პოზიციაზე მყოფ "გლადბახს" მასპინძლობს და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა
გელზენკირხენელებს წინა ტურშიც ასეთი მნიშვნელოვანი დუელი ჰქონდათ ბერლინში, "ჰერტასთან" და იქ 0:2 დამარცხდნენ. შესაბამისად, "შალკესთვის" "გლადბახთან" გამარჯვება უაღრესად მნიშვნელოვანია. მიონხენგლადბახელებმა კი წინა ტურში "აინტრახტი" 3:0 დაამარცხეს და სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ გადაასწრეს "შალკეს". ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია "შალკეს" უკანახაზელ ნოიშტედტერისთვის, რომელიც ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ითამაშებს.
"გლადბახი" ძალიან ძლიერი და რთული მეტოქეა. ეს არის გუნდი, რომელიც ხან სამი მცველით თამაშობს, ხან ოთხით, ხანაც ხუთით", - აცხადებს ნოიშტედტერი.
შეუძლია "კიოლნს" "ბაიერნთან" თუნდაც ფრის მიღწევა?
"იუვენტუსთან" გადატანილი ურთულესი ბრძოლის შემდეგ "ბაიერნს" კიოლნში თამაში უწევს. "კიოლნი" ამ სეზონში საკმაოდ სტაბილური გუნდია: "თხებს" 8 მოგება, 9 ფრე და 9 წაგება აქვთ. შესაბამისად, ცხრილის შუაში, მე-9 ადგილზე იმყოფებიან და, რაც მათთვის ყველაზე მთავარია, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე არ ემუქრებათ. მიუხედავად "კიოლნის" სტაბილურობისა, "ბაიერნი" (თუნდაც გადაღლილი "ბაიერნი") ამ შეხვედრაში მაინც აშკარა ფავორიტია, თუმცა თუ "კიოლნს" მშვენიერი დღე გაუთენდა, გამორიცხული არაფერია.
"თხების" მწვრთნელ პეტერ შტიოგერს ცოლერის დაბრუნება ახარებს. სერიოზული არც გერჰარდტისა და ფოგტის ტრავმები აღმოჩნდა და "ბაიერნთან" ისინიც ითამაშებენ.
თუ "ვოლფსბურგი" "დარმშტადტსაც" ვერ მოუგებს...
გერმანიის თასის მფლობელი და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტი "ვოლფსბურგი" ამ ტურში "დარმშტადტს" მასპინძლობს. "მგლებს" მიმდინარე სეზონში ცუდად აქვთ საქმე: მე-8 ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგას ვინ ჩივის, ლამისაა, ევროპალიგის საგზურიც საოცნებო გაუხდეთ. ამიტომაცაა "ვოლფსბურგისთვის" უაღრესად მნიშვნელოვანი ამ ტურში გამარჯვება, მაგრამ ქულები "დარმშტადტსაც" ძალიან სჭირდება. წინა ტურში დარმშტადტელებმა "აუგსბურგთან" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს და მარცხის შემთხვევაში გასავარდნ ზონას ძალიან მიუახლოვდებიან - მე-17 ადგილამდე სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ "დარმშტადტს" ამ სეზონში გასვლით შეხვედრებში 19 ქულა აქვს აღებული, რაც ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია - მესამე ადგილი სტუმრად აღებული ქულებით.
დარჩება "მაინცი" ექვსეულში?
ბრემენის "ვერდერი" მე-15 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, რადგან გასავარდნ ზონამდე სამი ქულა და ერთი ნაბიჯი აშორებს. "მუსიკოსების" თავკაც ვიკტორ სკრიპნიკს "წყალი შეუდგა" და წამყვანი ფეხბურთელებიც ხელიდან ეცლებიან. ნახევარმცველები, ველიკოვიჩი და იატაბარე ტრავმირებულები არიან. კითხვის ნიშნის ქვეშაა მთავარი დამრტყმელი ძალის, ვეტერანი კლაუდიო პისაროს ასპარეზობაც. წინა ტურში "ვერდერმა" მიუნხენში 0:5 წააგო და ბრემენელები აბსოლუტურად უიმედოდ გამოიყურებოდნენ.
"ვერდერს" ამჯერად "მაინცთან" ექნება საქმე - კლუბთან, რომელმაც ორიოდე ტურის წინ "ბაიერნის" დამარცხება შეძლო (თანაც, მიუნხენში) და რომელიც მეექვსე ადგილზეა, რაც ევროპალიგაში ასპარეზობის პერსპექტივაა.
გაგრძელდება "ჰერტას" ფურორი?
სეზონის მთავარი სენსაცია, ბერლინის "ჰერტა" კი "ინგოლშტადტს" მასპინძლობს. "შალკესთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგების შემდეგ (2:0) დედაქალაქელებმა მესამე ადგილზე პოზიციები გაიმყარეს - "ჰერტას" ფეხბურთელებს, მწვრთნელს, შეფებს და გულშემატკივრებს ღამღამობით, სიზმრებში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჩაესმით ხოლმე. მეტოქე "ინგოლშტადტი" კი "კიოლნივითაა" - 33 ქულით ცხრილის შუაშია და სანერვიულო არაფერი აქვს.
შაბათის საღამოს მატჩი კი ამ ტურში გადარჩენისთვის ბრძოლის ერთგვარი ფინალია: მე-16 ადგილზე მყოფი "აინტრახტი" აუტსაიდერ "ჰანოვერს" მასპინძლობს.
თომას შააფის გუნდმა ფრანკფურტშიც რომ წააგოს, ცალი ფეხით მეორე ბუნდესლიგაში იქნება, "აინტრახტს" კი, როგორც იცით, ნიკო კოვაჩის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც გუნდს საკუთარი პუბლიკის წინაშე პირველად გაიყვანს. ისე კი, კოვაჩის დებიუტი წინა ტურში შედგა და უიღბლო გამოდგა - "აინტრახტი" მიონხენგლადბახში 0:3 დამარცხდა.
კვირას პირველი შეხვედრა "შტუტგარტისა" და "ლევერკუზენის" დუელია, ხოლო ტურს "აუგსბურგისა" და "დორტმუნდის" დაპირისპირება დახურავს.
პარასკევი. 18 მარტი
შალკე-გლადბახი 23:30
დისკვალიფიკაცია: ჟუნიორ კაისარა
ტრავმა: ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი - ალვარო დომინგესი, იანტჩკე, შტრანცლი, ვენდტი, ნ. შულცი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 85 მატჩი: +25=25-35 (98-141)
შაბათი. 19 მარტი
ვოლფსბურგი-დარმშტადტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენალიო, იუნგი, ნალდო, სეგუინი, ბენდტნერი, დოსტი - შტორ-ენგელი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +1=0-0 (1-0)
ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: ნ. მიულერი
ტრავმა: გიოტცი, დრმიჩი - გრალი, შვეგლერი, ჰერდლინგი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 მატჩი: +6=3-6 (15-26)
ვერდერი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: - დონატი
ტრავმა: ვოლფი, ცეტერერი, შტერნბერგი, ველიკოვიჩი, ბარგფრედე, იოჰანსონი - კლემენტი, სოტო, ბერგრეენი, მუტო
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 მატჩი: +10=4-5 (34-23)
კიოლნი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ბადშტუბერი, ბოატენგი, ხავი მარტინესი, რობენი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 85 მატჩი: +23=22-40 (115-167)
ჰერტა-ინგოლშტადტი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ჰიუბნერი
ტრავმა: ლანგკამპი, ალაგუი, კურტი - ლეველსი, დანილო
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +1=0-0 (1-0)
აინტრახტი-ჰანოვერი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდერსონი, ფლუმი - ფელიპე, ანდრეასენი, ბეხი, ბენშოპი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 მატჩი: +14=16-19 (71-74)
კვირა. 20 მარტი
შტუტგარტი-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: - იედვაი
ტრავმა: ბარბა, ფერატი, გროსკროიტცი, გინჩეკი, ჰარნიკი - ბიონიში, ჰილბერტი, თოფრაქი, არანგისი, ლ. ბენდერი, კამპლი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 73 მატჩი: +22=19-32 (99-126)
აუგსბურგი-დორტმუნდი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კალსენ-ბრაკერი, ოპარე, ტროხოვსკი - ს. ბენდერი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 მატჩი: +1=2-6 (9-25)
ბომბარდირები: 24 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 22 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - თომას მიულერი (ბაიერნი); 14 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 13 - რაფაელი (გლადბახი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"