ბუნდესლიგა. XXVII ტური: როცა ტიტულის შენარჩუნება უფრო ძნელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 მარტს გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონმა "ბაიერნმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "კიოლნი" და "დორტმუნდს" 8 ქულით გაუსწრო. გამარჯვების გოლი მე-10 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "იუვენტუსთან" 120-წუთიანი მომქანცველი ბრძოლის შემდეგ ძალიან ძნელია ძალების აღდგენა. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომ ეს შეძლეს. პირველი ნახევარი საათი ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბოლოს კი, როცა "კიოლნმა" კიდევ ერთი შემტევი შემოიყვანა - გაგვიჭირდა.

მეტოქე სახიფათო იყო, მაგრამ თამაშს მაინც ჩვენ ვაკონტროლებდით. ამ მატჩის მერე მივხვდი, რაოდენ ძნელია ბუნდესლიგაში ტიტულის შენარჩუნება. ბოლო მატჩებამდე
ბრძოლა გვიწევს, ამ მოგებამ კი ტიტულს მიგვაახლოვა".

"ვოლფსბუგრგი" დამარცხდებოდა, რომ არა ანდრე შიურლეს გასროლა ბოლო წუთზე, საბოლოოდ, ფრე "დარმშტადტთან" - 1:1.

კლაუდიო პისარომ გაიტანა და ეს მისი 101-ე გოლი იყო "ვერდერის" მაისურით ბუნდესლიგაში. ახლა ის მარკო ბოდესთან ერთად კლუბის ბომბარდირია.

ვოლფსბურგი-დარმშტადტი 1:1
გოლები: 0:1 ვაგნერი (82), 1:1 შიურლე (90)

ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 1:3
გოლები: 0:1 კრამარიჩი (20-პენ), 0:2 ფოლანდი (23), 1:2 ჰანტი (30-პენ), 1:3 ე. ვარგასი (67)

ვერდერი-მაინცი 1:1
გოლები: 0:1 ბაუმგარტლინგერი (38), 1:1 პისარო (45-პენ)

კიოლნი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 ლევანდოვსკი (10)

ჰერტა-ინგოლშტადტი 2:1
გოლები: 1:0 ჰარაგუჩი (54), 2:0 კალუ (69), 2:1 ჰინტერსეერი (75)

აინტრახტი-ჰანოვერი 1:0
გოლი: 1:0 ბენ-ჰატირა (33)

პარასკევი. 18 მარტი
შალკე-გლადბახი 2:1

კვირა. 20 მარტი
შტუტგარტი-ლევერკუზენი 18:30
აუგსბურგი-დორტმუნდი 20:30

1. ბაიერნი - 69 ქულა; 2. დორტმუნდი - 61; 3. ჰერტა - 48; 4. შალკე - 44; 5. გლადბახი - 42.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული