გერმანიის ნაკრებში პირველადაა გამოძახებული ჯონათან თაა, მარიო გომესი კი ბუნდესგუნდში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
თაასთან და გომესთან ერთად, ლიოვმა ნაკრებში ბასტიან შვაინშტაიგერიც გამოიძახა. რაც შეეხება თაას: "ლევერკუზენის" მცველის ნაკრებში გამოძახების მთავარი მიზეზები ჯერომ ბოატენგის, ჰოლგერ ბადშტუბერისა და ბენედიქტ ჰიოვედესის ტრავმებია. "ჯონათან თაას დიდი ხანია
ექსპერტები ელოდნენ, რომ ლიოვი კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს უხმობდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.
ბუნდესგუნდში გამოჩენის კანდიდატები ლერუა სანე, ჯოშუა კიმიხი, იულიან ვაიგლი და მიტჩელ ვაიზერი იყვნენ, მაგრამ იოგიმ ყველა მათგანზე უარი თქვა. ლიოვის თქმით, ეს ფეხბურთელები ახლა 21-წლამდელთა ნაკრებს უფრო სჭირდება, მაგრამ იოგიმ იქვე დასძინა, მათთვის ევროპის ჩემპიონატის განაცხადის კარი ჯერ კიდევ ღიააო.
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნდ ლენო (ლევერკუზენი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), 26 კევინ ტრაპი (პსჟ).
მცველები: შკოდრან მუსტაფი (ვალენსია), იონას ჰექტორი (კიოლნი), სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), ემრე ჩანი (ლივერპული), მათიას გინტერი (დორტმუნდი), ანტონიო რიუდიგერი (რომა), ჯონათან თაა (ლევერკუზენი).
ნახევარმცველები: სამი ხედირა (იუვენტუსი), ბასტიან შვაინშტაიგერი (მანჩესტერ იუნაიტედი), მესუთ იოზილი (არსენალი), ლუკას პოდოლსკი (გალათასარაი), მარკო როისი (დორტმუნდი), მაქს კრუზე (ვოლფსბურგი), ტონი კროოსი (რეალი), მარიო გიოტცე (ბაიერნი), კრისტოფ კრამერი (ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (ვოლფსბურგი), ქარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი).
თავდამსხმელები: ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი), თომას მიულერი (ბაიერნი), მარიო გომესი (ბეშიქთაში), კევინ ფოლანდი (ჰოფენჰაიმი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"