ბუნდესლიგა. XXVII ტური: ლევანგოლსკის ორი რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
* რობერტ ლევანდოვსკი პირველი არაგერმანელია "ბაიერნში", რომელმაც ერთ სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა. აქამდე ეს რეკორდო ლუკა ტონის ეკუთვნოდა.

* ვეტერან კლაუდიო პისაროს "ვერდერის" ფორმით ბუნდესლიგაში უკვე 101 გოლი აქვს გატანილი და მარკო ბოდესთან ერთად, ბრემენული კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

"იუვენტუსთან" მატჩისგან განსხვავებით, "კიოლნთან" შეხვედრამ "ბაიერნისთვის", როგორც მოსალოდნელი იყო, მშვიდად ჩაიარა და რეკორდმაისტერმა ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე, მინიმალური ანგარიშით მოიგო. სამაგიეროდ, ამ თამაშში რეკორდები დამყარდა. მატჩის ბედი მიუნხენელთა 27 წლის პოლონელმა გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ გადაწყვიტა და იმ ერთი ზუსტი დარტყმით
ერთბაშად ორი რეკორდი მოხსნა!

დავიწყოთ იმით, რომ ეს პოლონელისთვის რიგით 25-ე გოლი გახლდათ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში. პირველი რეკორდი: "ბაიერნის" რიგებში აქამდე ერთ სეზონში არც ერთ არაგერმანელ მოთამაშეს არ ჰქონდა გატანილი 25 გოლი. ეს რეკორდი აქამდე იტალიელ ლუკა ტონის ეკუთვნოდა (24 გოლი). მეორე რეკორდი: ეს 25 გოლი ლევანდოვსკის პირადი რეკორდიცაა - აქამდე მას ბუნდესლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი "დორტმუნდში”, 2013/14 წლების სეზონში ჰქონდა გატანილი (24).

"ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ რეკორდებსა და ბომბარდირობაზე ბევრს ნამდვილად არ ვფიქრობ. წინ კიდევ შვიდი თამაში გვაქვს და დარჩენილ ტურებში მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო", - განაცხადა ლევანდოვსკიმ მატჩის შემდეგ.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ბაიერნის" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ "იუვენტუსთან" 120-წუთიანი ომის შემდეგ კიოლნში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა. ფრანკ რიბერი, ფილიპ ლამი, არტურო ვიდალი და თომას მიულერი სკამზე ისხდნენ, მეჰდი ბენატია განაცხადშიც არ ყოფილა. სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ რაფინია, ბერნატი, ტიაგო ალკანტარა, როდე და კომანი.

ჩვენს გერმანელ კოლეგებს თვალში ცუდად მოხვდათ ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამხელა როტაციისა, გვარდიოლამ მარიო გიოტცე ისევ სკამზე დატოვა. როდესაც ჟურნალისტებმა მატჩის შემდეგ პეპს ამის შესახებ ჰკითხეს, ესპანელმა, ცოტა არ იყოს, გაბრაზებით უპასუხა:

"ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება მიუნხენის "ბაიერნისთვის". თუ ვიგებთ, ესე იგი, ჩემი გადაწყვეტილება სწორია. ფრე რომ გვეთამაშა ან წაგვეგო, მაშინ თქვენ მართალი იქნებოდით იმაში, რომ გიოტცეს სკამზე დატოვების გამო მაკრიტიკებთ".

კიოლნელები მატჩის წინ ბევრს კი ბაქიბუქობდნენ, მაგრამ "ბაიერნს" ვერაფერი მოუხერხეს. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმში მოდესტეს ორჯერ ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, მატჩის მიწურულს კი ბიტენკურს ნოიერმა არ გაატანინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ ტურში თავისი რეკორდი ბრემენის "ვერდერის" ვეტერანმა გოლეადორმა კლაუდიო პისარომაც დაამყარა: პერუელმა ბრემენული კლუბის მაისურით ბუნდესლიგაში 101 გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის "ვერდერის" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.

ერთ-ერთი იმიტომ, რომ ბრემენული გუნდის ფორმით ბუნდესლიგაში 101 გოლი აქვს გატანილი მარკო ბოდესაც...

XXVII ტური
18 მარტი
შალკე-გლადბახი 2:1
გოლები: 1:0 ჰინტერეგერი (59-ს. კ.), 1:1 ა. კრისტენსენი (79), 2:1 გორეტცკა (83)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - რიტერი, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი - გორეტცკა, ჰოიბერგი - შიოპფი (61. აოგო), მ. მაიერი (76. ბელჰანდა), ლ. სანე (88. ფრიდრიხი) - დი სანტო.
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - ნორდტვეიტი, ა. კრისტენსენი, ჰინტერეგერი - ელვედი, დაჰუდი (75. ჰერმანი), ჯაკა, ფ. ჯონსონი (70. ტრაორე) - შტინდლი - აზარი (81. ჰანი), რაფაელი.
გაფრთხილება: კოლაშინაცი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 6(3)-22(8); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 62 271

19 მარტი
ვოლფსბურგი-დარმშტადტი 1:1
გოლები: 0:1 ვაგნერი (82), 1:1 შიურლე (93)
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): კასტეელსი - ვიეირინია (79. ბრუნო ენრიკე), კნოხე, დანტე, მ. შეფერი - ლუის გუსტავო - გილავოგი (72. პუტარო), დ. კალიჯური (38. ტრეში) - არნოლდი - კრუზე, შიურლე.
დარმშტადტი (4-2-3-1): მათენია - იუნგვირთი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა - ნიმაიერი, გონდორფი - ჰელერი (94. გორკა), ვრანჩიჩი (81. როზენტალი), რაუში (87. კემპე) - ვაგნერი.
გაფრთხილება: შიურლე - გონდორფი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 20(5)-11(1); ბურთის ფლობა: 77%-23%.
მაყურებელი: 26 422

ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 1:3
გოლები: 0:1 კრამარიჩი (20-პენ), 0:2 ფოლანდი (23), 1:2 ჰანტი (30-პენ), 1:3 ვარგასი (67)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, კლებერი, სპაჰიჩი, ოსტჟოლეკი - ეკდალი, ჰოლტბი (76. ბაჰუი) - გრეგორიჩი (61. შიპლოკი), ჰანტი, ილიჩევიჩი - რუდნევსი (67. ლასოგა).
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): ბაუმანი - კადებარეკი, ბიჩაქჩიჩი, ზიულე, ტოლიანი - შტრობლი (86. შერი) - ამირი (68. ოხსი), რუდი - უთი, ფოლანდი - კრამარიჩი (62. ე. ვარგასი).
გაფრთხილება: ადლერი, ოსტჟოლეკი, ჰოლტბი - კადერაბეკი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 24(11)-14(9); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 48 263

ვერდერი-მაინცი 1:1
გოლები: 0:1 ბაუმგარტლინგერი (38), 1:1 პისარო (45+3-პენ)
ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, ს. გარსია - გრილიჩი - იოზთუნალი (71. უჯა), ფრიტცი, იუნუზოვიჩი, ბარტელსი - პისარო (81. ლორენცენი).
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბელი, ჰაკი, ბუსმანი - ბაუმგარტლინგერი, ლატცა - დე ბლასისი (92. კლემენსი), მალი (88. სერდარი), ჟაირო - კორდობა (90. ონისივო).
გაფრთხილება: ფრიტცი, ჯილობოჯი - ჟაირო, ბელი
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 7-19; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 11(3)-10(2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 38 416

კიოლნი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 ლევანდოვსკი (10)
კიოლნი (5-4-1): ჰორნი - სორენსენი, მარო, მავრაი, ჰაინტცი, ჰექტორი - რისსე, მ. ლემანი (85. მლადენოვიჩი), გერჰარდტი (62. ოსაკო), ბიტენკური - მოდესტე.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, კიმიხი, ალაბა, ბერნატი - ჩაბი ალონსო (55. ვიდალი) - კომანი, როდე (78. ლამი), ტიაგო ალკანტარა, დუგლას კოშტა (72. რიბერი) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: სორენსენი - ლამი
კუთხური: 0-5; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 6(2)-6(3); ბურთის ფლობა: 24%-76%.
მაყურებელი: 49 600

ჰერტა-ინგოლშტადტი 2:1
გოლები: 1:0 ჰარაგუჩი (54), 2:0 კალუ (69), 2:1 ჰინტერზეერი (75)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - ვაიზერი, შტარკი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, ჩიგერჩი - ჰარაგუჩი, დარიდა (86. ბაუმიოჰანი), კალუ (92. ვან დერ ბერგი) - იბიშევიჩი (85. ჰეგელერი).
ინგოლშტადტი (4-1-2-3): იოზჩანი - და კოშტა, მ. მატიპი, ბრეგერიე, ბაუერი - როჯერი - კრისტიანსენი (77. მორალესი), პ. გროსი - ლეკიე, ჰარტმანი (70. კოენი), ლესკანო (59. ჰინტერზეერი).
გაფრთხილება: ჩიგერჩი, იარშტაინი - ლესკანო, ბაუერი, ლეკიე
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 14-22; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 7(2)-9(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 40 385

აინტრახტი-ჰანოვერი 1:0
გოლი: 1:0 ბენ-ჰატირა (33)
აინტრახტი (4-1-4-1): ჰრადეცკი - ჩანდლერი, სამბრანო, რუსი, ჯაპკა - რაინარტცი (62. ჰასებე) - აიგნერი, შტენდერა, ჰუსტი (82. აბრაამი), ბენ-ჰატირა (88. კიტელი) - სეფეროვიჩი.
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, მილოშევიჩი, კ. შულცი (46. ანტონი), ზორგი - იამაგუჩი (69. სენ-მაქსიმი), გიულზელამი - ქარამანი (77. სალაი), კიოტაკე, პრიბი - უგო ალმეიდა.
გაფრთხილება: სეფეროვიჩი - ცილერი, გიულზელამი, უგო ალმეიდა
კუთხური: 13-3; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 11(5)-8(3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 43 300

20 მარტი
შტუტგარტი-ლევერკუზენი 0:2
გოლები: 0:1 ბრანდტი (11), 0:2 ბელარაბი (49)
შტუტგარტი (4-1-3-1-1): ტიტონი - კლაინი, შვააბი, ნიდერმაიერი, ინსუა - სერე დიე (68. ტაშჩი) - რუპი, გენტნერი, კოსტიჩი - დიდავი (54. კრავეცი) - ვერნერი (68. მაქსიმი).
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰენრიხსი, თაა, რამალიო, ვენდელი - კრამერი, იურჩენკო (84. ფრეი) - ბელარაბი (68. კრუსი), ბრანდტი (89. მეჰმედი) - ჩიჩარიტო, კისლინგი.
გაფრთხილება: ნიდერმაიერი, სერე დიე, კოსტიჩი - რამალიო, კისლინგი, იურჩენკო
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 16-6; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7(4)-13(5); ბურთის ფლობა: 24%-76%.
მაყურებელი: 54 522

აუგსბურგი-დორტმუნდი 1:3
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (16), 1:1 მხითარიანი (45), 1:2 კასტრო (69), 1:3 რამოსი (75)
აუგსბურგი (5-2-3): მანინგერი - ვერჰეგი, კლავანი, გუველეუვი, ჰონგი, მაქსი - ბაიერი (46. ფოილნერი), კორი - ფინბოგასონი, კოო, კაიუბი (89. ესვაინი).
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, დურმი - ვაიგლი, შაჰინი (68. პასლაკი) - მხითარიანი, კაგავა (62. ლაიტნერი), როისი (46. კასტრო) - რამოსი.
გაფრთხილება: კაიუბი, გუველეუვი, კოტი, კლავანი - მხითარიანი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 16-6; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7(4)-13(5); ბურთის ფლობა: 24%-76%.
მაყურებელი: 30 660

ბომბარდირები: 25 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 22 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - თომას მიულერი (ბაიერნი); 14 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური
1-ლი აპრილი:
ლევერკუზენი-ვოლფსბურგი

2 აპრილი:
ბაიერნი-აინტრახტი, ჰანოვერი-ჰამბურგი, მაინცი-აუგსბურგი, ინგოლშტადტი-შალკე, დარმშტადტი-შტუტგარტი, დორტმუნდი-ვერდერი

3 აპრილი:
გლადბახი-ჰერტა, ჰოფენჰაიმი-კიოლნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული