ბუნდესლიგა. XXVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ლევანდოვსკი მანჯუკიჩის სწორია

AutoSharing Option
* "ინგოლშტადტს" ჩემპიონატში უკანასკნელი 12 ბურთიდან 10 სტანდარტული მდგომარეობების შემდეგ აქვს გატანილი.

* "დარმშტადტმა" სტუმრად მე-14 მატჩი ჩაატარა და აქედან არც ერთში პირველი ტაიმი არ წაუგია.

* რობერტ ლევანდოვსკი თავისი 88-ე გოლით "ბაიერნში" მარიო მანჯუკიჩს დაეწია, თუმცა მას გატანის საშუალო სიხშირე უფრო კარგი აქვს.

* კლაუდიო პისაროს ბრემენის "ვერდერის" მაისურით უკვე 101 გოლი უგროვდება და იგი ბუნდესლიგაში "ბრემენელი მუსიკოსების" ყველა დროის ბომბარდირებს შორის მარკო ბოდეს გაუთანაბრდა.

* სალომონ კალუმ "ჰერტასთვის" უკვე მე-13 ბურთი შეაგდო. წინა სეზონში მის აქტივში სულ 6
გოლი გახლდათ.

* "დარმშტადტის" მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 11 შეხვედრაში სანდრო ვაგნერმა 10 გოლში მიიღო მონაწილეობა - 8 გაიტანა, 2-ჯერ პასი გააკეთა.

* "ვოლფსბურგში" ანდრე შურლემ გამოიღვიძა. მან ბოლო 5 შეხვედრაში 5 ბურთი შეაგდო.

* ბერლინის "ჰერტას" შინ გამართული 14 თამაშიდან ოდენ ერთი მარცხი აქვს.

* "დარმშტადტს" ამ სეზონში უკვე 24 ქულა აქვს დაკარგული ისეთ თამაშებში, რომლებსაც იგებდა - 6 ფრე, 4 წაგება. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* თომას შააფმა ბუნდესლიგაში მწვრთნელის რანგში 523-ე მატჩი ჩაატარა, რითაც უდო ლატეკს გადაასწრო და მეოთხე ადგილზეა. სამეული: ოტო რეჰაგელი - 836, იუპ ჰაინკესი - 642, ერიხ რიბეკი - 568.

* ფრანკფურტის "აინტრახტის" ენის ბენ-ჰატირა "ჰანოვერთან" შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო, ზუსტად 365 დღის მერე პირველად. ტუნისელი დაბრუნდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

* "კიოლნმა" ამ სეზონში "ბაიერნთან" ორ შეხვედრაში 1 კუთხურიც კი ვერ გამოიმუშავა.

* "ჰანოვერს" უკვე 59 მატჩია, ბუნდესლიგაში 0:0 არ უთამაშია. აქვე ვთქვათ, რომ ამ გუნდმა ჩემპიონატის ბოლო 10 მატჩი წააგო, რომელშიც პირველი ტაიმის მერე მარცხდებოდა. ჰანოვერელებს 27 ტურის შემდეგ 20 მარცხი აქვთ, რაც 1956/66 წლების სეზონის შემდგომ ყველაზე ცუდი შედეგია. მაშინ "ტასმანია ბერლინს" 23 წაგება ჰქონდა.

* კარიერაში პირველად, იულიან ბრანდტმა ბუნდესლიგურ მატჩში ერთ გოლზე მეტში მიიღო მონაწილეობა - "შტუტგარტთან" შეხვედრაში მისი მონაგარი გოლს პლუს პასი იყო. ის ტურის მოთამაშე გახდა.

* "ლევერკუზენი" უკვე 12 თამაშია შტუტგარტელებთან არ დამარცხებულა - 9 მოგება, 3 ფრე.

* 21 მარტს ლოთარ მათეუსი 55 წლის გახდა (რონალდინიო 36-ის). 7287 დღე გახლდათ მათეუსის პირველი ბუნდესლიგური გოლიდან (8.12.1979) მის ბოლო გოლამდე (20.11.1999). ეს გერმანიის ჩემპიონატის რეკორდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული