რეკორდმაისტერი თავის ერთ-ერთ საყვარელ მეტოქეს ხვდება - ბოლო შვიდ მატჩში "აინტრახტს" "ბაიერნისთვის" გოლი არ გაუტანია. კიდევ ერთი "მშრალი" მატჩი და ფრანკფურტელები ლიგის ანტირეკორდს დაამყარებენ.
საინტერესოა, რომ ამ სეზონში "ბაიერნს" მე-8-მე-18 ადგილებზე მყოფ გუნდებთან 54 შესაძლებლიდან 52 ქულა აქვს დაგროვებული. ორი ქულა მას სწორედ "აინტრახტმა" დააკარგვინა პირველ წრეში ნათამაშები 0:0-ით.
ამ მატჩის მნიშვნელოვანი მომენტი შეიძლება
"დორტმუნდის" მეტოქე "ვერდერი" იქნება. მოგების შემთხვევაში, "ბორუსიას" შეუძლია ოფიციალურად გაინაღდოს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. დორტმუნდელთა ლაზარეთი საბოლოოდ დაცარიელდა და თომას ტუხელს ისევ შეუძლია იულიან ვაიგლისა და სვენ ბენდერის იმედი ჰქონდეს. იმასაც შეგახსენებთ, რომ "ბორუსიამ" 2016 წელს 15 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და არც ერთი არ წააგო - 13 მოგება და 2 ფრე. 30 შესაძლებლიდან 26 ქულით, "დორტმუნდი" მეორე წრის საუკეთესო გუნდია.
ამ მატჩში გოლები გარანტირებულია, რადგან აღნიშნულ მეტოქეთა დაპირისპირების მრავალწლიან ისტორიაში, მხოლოდ სამი შეხვედრა დასრულებულა 0:0. ბოლოს ასეთი ანგარიში 15 (!) წლის წინათ იყო.
"ვერდერს" კი შეტევაში აქვს პრობლემა. პერუს ნაკრებში ყოფნისას, ტრავმა მიიღო კლაუდიო პისარომ და მისი საკითხი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება.
* * *
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლის მხრივ, ამ ტურში ორი ცენტრალური შეხვედრაა. დღეს ტური "ლევერკუზენისა" და "ვოლფსბურგის" მატჩით გაიხსნება. "მგლებისთვის" ეს არის ერთგვარი ფინალი ევროსარბიელზე მოხვედრისთვის ბრძოლაში.ევროპალიგის ზონას ისინი ოთხი ქულით ჩამორჩებიან, ჩემპიონთა ლიგის ზონას - ექვსი ქულით. უკან დასახევი გზა მოჭრილია, არადა, "ვოლფსბურგმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალზეც უნდა იფიქროს - მომავალ კვირას გერმანიის ჩემპიონი შინ მიიღებს მადრიდის "რეალს".
დიტერ ჰეკინგის გუნდში ისევ ბევრი ტრავმირებულია და მწვრთნელს მოუწევს ძირითადში მაქს კრუზეს დაყენება, რომელიც ნაკრებიდან მოკვეთეს დისციპლინის დარღვევის გამო.
რაც შეეხება "ლევერკუზენს", ის გაცილებით კარგი განწყობით ხვდება მატჩს. როჯერ შმიდტის გუნდმა ბოლო ორი თამაში მოიგო და სამში გოლი არ გაუშვა. თუმცა აქ გვახსენდება ამ გუნდების ბოლო შეხვედრა ლევერკუზენში, რომელიც "ვოლფსბურგმა" 5:4 მოიგო. ბოლო წლებში, "ბაიერს" "მგლებთან" უჭირს - "ვოლფსბურგი" ერთადერთი გუნდია, რომელთანაც "ფარმაცევტებს" ზედიზედ ოთხი მატჩი აქვთ წაგებული.
ყურადღების ცენტრში იქნება კვირას, "გლადახისა" და "ჰერტას" დაპირისპირება. მათ შორის სხვაობა ექვსი ქულაა და თუ ბერლინელები ამჯერადაც იყოჩაღებენ, ძალიან მიუახლოვდებიან ჩემპიონთა ლიგის საგზურს.
თუმცა "ჰერტას" ამოცანა რთულია, რადგან "ბორუსიამ" ბოლო ოთხი მატჩი მოუგო დედაქალაქელებს, მათ შორის ამ სეზონში ბერლინში - 4:1. თან "გლადბახი" ძალიან ძლიერია საკუთარ მოედანზე - ბოლო რვა მატჩიდან შვიდი მოიგო და ბოლო სამში გოლი არ გაუშვია.
პარასკევი. 1 აპრილი
ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბიონიში, ჰილბერტი, პაპადოპულოსი, კამპლი - იუნგი, ნალდო, კალიჯური, ბენდტნერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 მატჩი: +17=5-15 (68-60)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
შაბათი. 2 აპრილი
ბაიერნი-აინტრახტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადშტუბერი, ბოატენგი, რობენი - ანდერსონი, ფლუმი, გაჩინოვიჩი, მაიერი, მედოიევიჩი, რაინარტცი
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 მატჩი: +47=21-21 (172-110)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=3-2
ჰანოვერი-ჰამბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ოშტრჩოლეკი
ტრავმა: ფელიპე, ანდრეასენი, იამაგუჩი, ბენშოპი - ჯურუ, გიოტცი, დრმიჩი, ოლიჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 55 მატჩი: +18=15-22 (77-82)
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +1=2-3
მაინცი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: დონატი, ხაირო
ტრავმა: სოტო, ბერგრეენი - კალსენ-ბრაკერი, ოპარე, ვერჰაეგი, ტროხოვსკი, ჟი
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 მატჩი: +4=2-3 (15-10)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=3-2
ინგოლშტადტი-შალკე 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლეველსი, დანილო - ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=1-0 (1-1)
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +3=2-1
დარმშტადტი-შტუტგარტი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ნიდერმაიერი
ტრავმა: როზენტალი, შტორ-ენგელი - გროსკროიტცი, გინჩეკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 მატჩი: +0=1-4 (4-16)
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +1=2-3
დორტმუნდი-ვერდერი20:30
დისკვალიფიკაცია: - ჯილობოჯი
ტრავმა: ვოლფი, ცეტერერი, ბარგფრედე, იოჰანსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 95 მატჩი: +39=16-40 (148-156)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=2-2
კვირა. 3 აპრილი
გლადბახი-ჰერტა 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალვარო დომინგესი, ნ. შულცი - ბრუქსი, ალაგუი, კურტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 55 მატჩი: +20=14-21 (86-87)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=1-1
ჰოფენჰაიმი-კიოლნი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ელიუნუსი, შვეგლერი, ჰერდლინგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 მატჩი: +3=4-4 (17-15)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +1=1-4
ბომბარდირები: 25 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 22 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - თომას მიულერი (ბაიერნი); 14 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"