ბუნდესლიგა. XXIX ტური: შვიდი ქულა, მშვიდი "ბაიერნი" [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბაიერნის" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა 5 წუთში სამჯერ უხეშად დაარღვია თამაშის წესები და გვარდიოლამ მაშინვე მოედნიდან გაიყვანა.

* დორტმუნდის თავკაცმა თომას ტუხელმა რურის დიდ დერბიში არაერთი წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა.

* "ლევერკუზენმა" ზედიზედ მეოთხე ტურში იმარჯვა.

"შალკემ" საწადელს მიაღწია და მოსისხლე მტერი დორტმუნდის "ბორუსია" გაამწარა - რურის დერბიში დაფიქსირებული 2:2, რომლითაც გელზენკირხენელები კმაყოფილები არიან, იმას ნიშნავს, რომ მიუნხენის "ბაიერნი" კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მორიგ ჩემპიონობას.

ბერლინის "ჰერტაც" ძალიან ახლოსაა - ოღონდ არა ჩემპიონობასთან, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურთან, რაც ბერლინელებისთვის უდიდესი სენსაცია
იქნებოდა, მაგრამ "ჰერტა" ბოლო დროს ძალიან აიჭრა. მიონხენგლადბახში 0:5-ზე განადგურების შემდეგ დედაქალაქელებმა საკუთარ მოედანზე უიმედი აუტსაიდერი და ცალი ფეხით მეორე ბუნდესლიგაში მყოფი ჰანოვერელები ვერ დაამარცხეს (2:2).

არადა, მანამდე "ჰანოვერს" 14 მატჩში 13 წაგება ჰქონდა. მართალია, ამ ფრის შემდეგ "ჰერტა" ჯერ კიდევ მესამე ადგილზეა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დარჩენილ ტურებში ბერლინელები "ბაიერნს" უნდა შეხვდნენ (23 აპრილს) და "ლევერკუზენსაც" ესტუმრებიან (30 აპრილს), თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ჰერტას" არცთუ კარგი შანსები აქვს.

"ჰანოვერს" ამ შეხვედრაში ახალი მწვრთნელი ჰყავდა - დანიელ შტენდელი, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში 6 ახალი ფეხბურთელი გაამწესა (მათ შორის, 19 წლის სარენრენი). მართალია, ბერლინში ფრე "ჰანოვერისთვის" ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ ეს ქულა "წითლებს" ბევრს არაფერს აძლევს - სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე "ჰანოვერი" მწვანე ზონას 10 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება "ჰერტას": მართალია, დედაქალაქელებს საკუთარ მოედანზე 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, მაგრამ მიმდინარე სეზონში შინ ყველაზე ცუდად სწორედ ამ ტურში ითამაშეს და ამიტომაც გაისმა "ოლიმპიაშტადიონზე" ქომაგების სტვენა.

ვიდალმა გააფრინა
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბაიერნმა" შტუტგარტში მარტივად გაიმარჯვა და რაკი კვირას "დორტმუნდმა" გელზენკირხენში მოგება ვერ შეძლო, მიუნხენელებმა უახლოეს მდევართან უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდეს, რაც სეზონის ფინიშამდე 5 ტურით ადრე, ფაქტობრივად, საჩემპიონო უპირატესობაა. მატჩის შემდეგ მთელი საფეხბურთო გერმანია არტურო ვიდალზე ლაპარაკობდა, რადგან ბავარიელთა 28 წლის ჩილელმა ნახევარმცველმა 5 წუთში სამჯერ სასტიკად დაარღვია თამაშის წესები.

მეორე ჯარიმისთვის ვიდალმა ყვითელი ბარათი მიიღო და ზუსტად ერთი წუთის შემდეგ მაინც ეუხეშა ინსუას და ძალიან გაუმართლა, მოედნიდან რომ არ გააძევეს. სამაგიეროდ, აღგზნებული ვიდალი მოედნიდან ხოსეპ გვარდიოლამ გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში თომას მიულერი ჩართო.

"ბაიერნის" ესპანელმა დამრიგებელმა მოგვიანებით აღნიშნა, ვიდალი ძალიან გაბრაზებული ჩანდა და კიდევ კარგი, გავიყვანე, თორემ აუცილებლად წითელ ბარათს გამოჰკრავდა ხელსო. მოედნიდან გასვლამდე ვიდალს ლექცია თანაგუნდელმა ჩაბი ალონსომაც წაუკითხა.

"გარისკვა არ შეიძლებოდა და ვიდალის მოედანზე დატოვება სწორედ რისკი იქნებოდა. გარდა ამისა, თამაშის დაწყებიდან 15 წუთში მივხვდი, რომ ერთი შემტევი ფეხბურთელიც გვჭირდებოდა", - ეს გვარდიოლას სიტყვებია.

ცვლილების შემდეგ ვიდალს გასახდელისკენ ჰქონდა გეზი აღებული, მაგრამ მასთან კაპიტანი ფილიპ ლამი მივიდა, გადაეხვია, დაამშვიდა და სათადარიგოთა სკამზე დასვა.

"არტურო ყოველთვის უდიდესი თავდადებით თამაშობს. შესაძლოა, აგრესიულად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში მშვიდი და კარგი ადამიანი, ოღონდ ძალიან მონდომებული ფეხბურთელია. ვიდალს შესვენებაზე ვესაუბრე და ავუხსენი, რომ მისი ნაადრევი შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა მატჩის შემდეგ "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა.

შეცდომა თავად ვიდალმაც აღიარა: "სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რომ გაძევების საფრთხე მემუქრებოდა. მწვრთნელზე ნაწყენი არ ვარ, გვარდიოლამ თავისი საქმე იცის და მე ნამდვილად ვიმსახურებდი მოედნიდან გაყვანას".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დორტმუნდი" გელზენკირხენში დამუხრუჭდა
მიუნხენელებმა კვირას უფრო იზეიმეს, რადგან მათი უახლოესი მდევარი სწორედ გუშინ თამაშობდა. რურის დიდ დერბიში "ბორუსიამ" გელზენკირხენში მხოლოდ 2:2-ს მიაღწია და "ბაიერნს" 7 ქულით დაწინაურების ნება დართო.

როგორც ჩანს, დორტმუნდელთა თავკაც თომას ტუხელს ჩემპიონობაზე ხელი ჩაქნეული აქვს, რადგან აშკარაა, რომ "დორტმუნდი" უპირატესობას ევროპალიგას ანიჭებს. ტუხელმა თავისი გუნდი "შალკესთან", ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით ათამაშა - წინ ევროპალიგის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის ლივერპულში და დერბიში 8 (!) ფეხბურთელი დაასვენა.

თავად განსაჯეთ, ობამეიანგიც სკამზე იჯდა, მხითარიანიც, როისიც და გიუნდოგანიც - ცნობისათვის, მათ ამ სეზონის ოფიციალურ მატჩებში ერთად 85 გოლი აქვთ გატანილი.

"ლივერპულთან" საპასუხო შეხვედრა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ამ მატჩისთვის ფიზიკურად და მენტალურად დასვენებული ფეხბურთელები მჭირდება", - ეს სწორედ ტუხელის სიტყვებია.

მიუხედავად ამისა, დორტმუნდელები გელზენკირხენში ორჯერ იგებდნენ, მაგრამ "შალკემ" ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მართალია, გელზენკირხენელები "ბორუსიას" 23 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ "შალკეს" არა მარტო ევროპალიგის, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების ბწრყინვალე შანსიც აქვს.

აი, "დორტმუნდის" საჩემპიონო შანსებზე საუბარი კი, ალბათ, უკვე გადაჭარბებული იქნებოდა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXIX ტური
8 აპრილი
ჰერტა-ჰანოვერი 2:2
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (3), 1:1 ა. ზობიეხი (18), 1:2 შმიდებახი (58), 2:2 კალუ (72)
ჰერტა (4-2-2-1-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, შტარკი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, ჩიგერჩი (71. შიბერი) - ვაიზერი (57. დარიდა), ჰარაგუჩი - კალუ - იბიშევიჩი.
ჰანოვერი (4-2-2-1-1): ცილერი - ჰ. საკაი, მილოშევიჩი, ს. სანე, პრიბი (79. ზორგი) - ანტონი, შმიდებახი - სარენრენი (73. გიულზელამი), ბეხი (54. ქარამანი) - კიოტაკე - ა. ზობიეხი.
გაფრთხილება: კალუ, ვაიზერი, ს. ლანგკამპი - ბეხი, სარენრენი, შმიდებახი, გიულზელამი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 10-21; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 13(8)-11(3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 45 229

9 აპრილი
ჰამბურგი-დარმშტადტი 1:2
გოლები: 0:1 სულუ (38), 0:2 გონდორფი (54), 1:2 ჰოლტბი (92)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, კლებერი, სპაჰიჩი, გ. საკაი - ეკდალი (56. ლასოგა), ჰოლტბი - ნ. მიულერი, გრეგორიჩი (78. კაჩარი), ილიჩევიჩი (67. ბაჰუი) - შიპლოკი.
დარმშტადტი (4-2-2-1-1): მათენია - იუნგვირთი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი - ნიმაიერი, გონდორფი - ჰელერი (79. კემპე), რაუში (82. პლატე) - ვრანჩიჩი (84. სირიგუ) - ვაგნერი.
გაფრთხილება: ნ. მიულერი, სპაჰიჩი, კლებერი - იუნგვირთი, კალდიროლა
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 9(3)-9(4); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 57 000

შტუტგარტი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 ნიდერმაიერი (31-საკ. კარში), 0:2 ალაბა (52), 1:2 დიდავი (63), 1:3 დუგლას კოშტა (89)
შტუტგარტი (5-4-1): ტიტონი - კლაინი, სუნჯიჩი, შვააბი, ნიდერმაიერი, ინსუა - ვერნერი, რუპი (75. ტაშჩი), დიდავი, კოსტიჩი - კრავეცი.
ბაიერნი (3-4-3): ნოიერი - კიმიხი (75. დუგლას კოშტა), ხავი მარტინესი, ალაბა - რაფინია, ვიდალი (27. თ. მიულერი), ჩაბი ალონსო, ბერნატი - გიოტცე (69. ტიაგო ალკანტარა), ლევანდოვსკი, რიბერი.
გაფრთხილება: დიდავი - ვიდალი, ჩაბი ალონსო, ალაბა
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 9(2)-13(6); ბურთის ფლობა: 22%-78%.
მაყურებელი: 60 000

ვერდერი-აუგსბურგი 1:2
გოლები: 1:0 გრილიჩი (43), 1:1 ფინბოგასონი (53), 1:2 ჰონგი (87)
ვერდერი (4-2-3-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, გალვესი, ვესტერგაარდი, გარსია - გრილიჩი (81. კლაინჰაისლერი), ფრიტცი - იოზთუნალი (61. იატაბარე), იუნუზოვიჩი, ბარტელსი (88. ლორენცენი) - უჯა.
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ოპარე, გუველეუვი, კლავანი, მაქსი - იანკერი (86. ჰონგი), ბაიერი - ესვაინი (38. ბობადილია), ჰალილ ალთინთოფი, კაიუბი - ფინბოგასონი (80. ვერნერი).
გაფრთხილება: გებრე სელასიე, ფრიტცი - კაიუბი, ოპარე, ფინბოგასონი, მაქსი, იანკერი
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 17(4)-4(3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 41 000

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 0:2
გოლები: 0:1 ამირი (62), 0:2 უთი (89)
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეცკი - ჩანდლერი, აბრაამი, სამბრანო (57. აიჰანი), ჯაპკა - შტენდერა, ჰასებე - აიგნერი, კიტელი (76. ფაბიანი), ბენ-ჰატირა - კასტაინოსი (65. სეფეროვიჩი).
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): ბაუმანი - კადერაბეკი, შერი, ზიულე, ტოლიანი - შტრობლი, რუდი - ოხსი (61. ამირი), ვარგასი (46. უთი) - კრამარიჩი, ფოლანდი (86. პოლანსკი).
გაფრთხილება: სეფეროვიჩი, აბრაამი, აიჰანი - ზიულე, უთი, რუდი, შტრობლი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 22-21; თამაშგარე: 11-1; კარში დარტყმა: 12(3)-8(6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 51 000

ინგოლშტადტი-გლადბახი 1:0
გოლი: 1:0 ჰარტმანი (87)
ინგოლშტადტი (4-1-2-3): იოზჩანი - და კოშტა, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ბაუერი - როჯერი - პ. გროსი, კრისტიანსენი - ჰინტერზეერი (81. კოენი), ლესკანო (64. ლეკიე), ჰარტმანი (91. ბრეგერიე).
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი - ფ. ჯონსონი (78. ჰერმანი), დაჰუდი (68. ჰინტერეგერი), ჯაკა (46. იანჩკე), ვენდტი - შტინდლი - აზარი, ჰანი.
გაფრთხილება: იოზჩანი - ჯაკა
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 7-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15(4)-7(3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 15 200

ვოლფსბურგი-მაინცი 1:1
გოლები: 1:0 შიურლე (53), 1:1 ჟაირო (66)
ვოლფსბურგი (4-1-2-2-1): კასტეელსი - ტრეში, ნალდო, დანტე, მ. შეფერი (78. როდრიგესი— - ლუის გუსტავო - გილავოგი, არნოლდი (66. კრუზე) - ბრუნო ენრიკე, შიურლე - დოსტი (71. ვიეირინია).
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბელი, ბალოგუნი, დონატი - ბაუმგარტლინგერი, ლატცა - კლემენსი (87. ონისივო), მალი (92. ფ. ფრაი), დე ბლასისი (61. ჟაირო) - კორდობა.
გაძევება: დანტე (91)
გაფრთხილება: ნალდო, ბრუნო ენრიკე - ლატცა, კლემენსი
კუთხური: 7-12; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16(3)-17(9); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 27 844

10 აპრილი
შალკე-დორტმუნდი 2:2
გოლები: 0:1 კაგავა (49), 1:1 ლ. სანე (51), 1:2 გინტერი (56), 2:2 ჰუნტელაარი (66-პენ)
შალკე (3-4-3): ფერმანი - რიტერი, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი - ჟუნიორ კაისარა (60. მ. მაიერი), გაისი, ჰოიბერგი, კოლაშინაცი (75. აოგო) - ლ. სანე, ჰუნტელაარი, ბელჰანდა (82. ჩუპო-მოტინგი).
დორტმუნდი (3-5-2): ბიურკი - ს. ბენდერი, სოკრატისი, ჰუმელსი (46. მხითარიანი) - გინტერი, ლაიტნერი (73. ობამეიანგი), შაჰინი, კაგავა, დურმი - პულიშიჩი (73. გიუნდოგანი), რამოსი.
გაფრთხილება: კოლაშინაცი, რიტერი, ჰოიბერგი, ბელჰანდა, ნოიშტედტერი - შაჰინი, სოკრატისი, დურმი
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 10(2)-16(5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 62 271

კიოლნი-ლევერკუზენი 0:2
გოლები: 0:1 ბრანდტი (39), 0:2 ჩიჩარიტო (44)
კიოლნი (4-2-3-1): ჰორნი - რისსე, მარო, ჰაინტცი, ჰექტორი - მ. ლემანი (68. ჰოსინერი), ფოგტი (46. მლადენოვიჩი) - ცოლერი (78. ჰარტელი), ბიტენკური, გერჰარდტი - მოდესტე.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - იედვაი, თაა, რამალიო, ვენდელი - იურჩენკო (80. მეჰმედი), კრამერი - ბელარაბი (56. კისლინგი), ჩალჰანოღლუ, ბრანდტი - ჩიჩარიტო (73. არაგუნისი).
გაძევება: ბიტენკური (96. კიოლნი) - ვენდელი (96. ლევერკუზენი)
გაფრთხილება: ჰაინტცი - რამალიო, არაგუნისი
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 18(9)-12(6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 50 000

ბომბარდირები: 25 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 23 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - თომას მიულერი (ბაიერნი); 16 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური
15 აპრილი:
ჰანოვერი-გლადბახი

16 აპრილი:
ლევერკუზენი-აინტრახტი, აუგსბურგი-შტუტგარტი, ვერდერი-ვოლფსბურგი, ჰოფენჰაიმი-ჰერტა, დარმშტადტი-ინგოლშტადტი, ბაიერნი-შალკე

17 აპრილი:
დორტმუნდი-ჰამბურგი, მაინცი-კიოლნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული