ბუნდესლიგა. XXIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ბუნდესლიგის ჰაერის მეფე

AutoSharing Option
* "ბაიერნმა" ზედიზედ მე-15 მატჩი მოუგო "შტუტგარტს" (ყველა ტურნირზე). მიუნხენელებმა მეტოქეს 44 გოლი გაუტანეს (საშ. 2,9 გოლი).

* ბუნდესლიგის დაარსებიდან, ანუ 1963 წლიდან მოყოლებული, ბრემენის "ვერდერს" "აუგსბურგთან" მატჩამდე 9 აპრილს არასდროს წაეგო - 5 მოგება, 1 ფრე.

* გასაკვირი არ არის, რომ "ინგოლშტადტმა" საშინაო მატჩში "გლადბახი" დაამარცხა. "ინგოლშტადტს" უკვე 7 ტურია, შინ არ წაუგია - 5 მოგება, 2 ფრე. "გლადბახს" კი 8 თამაშია, სტუმრად არ უმარჯვია.

* მანუელ ნოიერმა "ბაიერნის" მაისურით 156-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, ანუ იმდენივე, რამდენიც "შალკეს" მაისურით.
მიუნხენელთა რიგებში მან კარი მშრალად 88-ჯერ შეინახა, ხოლო გელზენკირხენელთა ბანაკში - 62-ჯერ.

* "შტუტგარტმა" ამ სეზონში უკვე მე-6 ავტოგოლი გაიტანა. ბუნდესლიგის ერთ სეზონში ამდენი ბურთი საკუთარ კარში არც ერთ გუნდს არ გაუტანია.

* "დარმშტადტის" აიტაჯ სულუმ მიმდინარე ბუნდესლიგაში მე-6 გოლი გაიტანა თავური დარტყმით, რითაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. აქამდე არც ერთ მცველს თავური დარტყმით ამდენი გოლი არ გაეტანა. მან ნევონ სუბოტიჩს, პერ მერტეზაკერსა და დანიელ ვან ბუიტენს გადაასწრო, რომლებსაც 5-5 ბურთი ჰქონდათ გატანილი.

* ბრემენის "ვერდერმა" ბოლო 14 მატჩიდან, რომელშიც პირველი ტაიმის მერე იგებდა, 11 მიიყვანა გამარჯვებამდე, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

* "შტუტგარტს" სტანდარტული სიტუაციებიდან 18 გოლი აქვს გატანილი, რაც "დარმშტადტთან" ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

* სტუმრად ჩატარებულ მატჩებში აღებული 23 ქულით "დარმშტადტი" მესამე ადგილზეა და მხოლოდ "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" ჩამორჩება.

* "დარმშტადტს" საგარეო შეხვედრებში პირველ ტაიმის მერე ისევ არ წაუგია. მთლიანობაში კი პირველი ტაიმების შედეგები რომ გავითვალისწინოთ, "დარმშტადტი" მეოთხე ადგილზე იქნებოდა "ბაიერნის", "დორტმუნდისა" და "მაინცის" შემდეგ.

* ქულების 75% "ვოლფსბურგს" საშინაო მატჩებში "ფოლკსვაგენ არენაზე" აქვს აღებული.

* ანდრე შიურლეს "ვოლფსბურგის" ბოლო 8 ბუნდესლიგური გოლიდან 5 აქვს გატანილი.

* "მაინცთან" შეხვედრაში "მგლების" ძირითადში 4-მა ბრაზილიელმა დაიწყო თამაში. ამაზე მეტი ბრაზილიელი არც ერთ შეხვედრაში არ ყოფილა რომელიმე გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

* "მაინცს" 29 ტურის მერე 45 ქულა აქვს დაგროვილი. მსგავსი მაჩვენებელი მაინცელებს მათ საუკეთესო სეზონში, 2010/11 წლებში ჰქონდათ, როდესაც საბოლოოდ ჩემპიონატი 58 ქულით დაასრულეს და საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდნენ.

* "დორტმუნდს" ამ სეზონში უკვე 119 გოლი უგროვდება (ყველა ტურნირზე). ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია ბუნდესლიგის დაარსების მერე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული