ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: "ბაიერნის" ჩემპიონობა გარდაუვალია?

AutoSharing Option
XXX ტურის ფაქტებ
* რობერტ ლევანდოვსკისა და თომას მიულერის ტანდემმა "ბაიერნის" გოლების 65% გაიტანა.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "დორტმუნდის" გოლების 34% გაიტანა.

* ალექსანდერ მაიერმა "აინტრახტის" გოლების 43% გაიტანა.

სერიები
მოგებები: ბაიერნი, ლევერკუზენი - 4
წაუგებელი: დორტმუნდი - 12
მოუგებელი: ჰანოვერი - 6
მშრალი მატჩი: ლევერკუზენი - 4

შინ
* "დორტმუნდს" 14 ტურია, არ წაუგია; "დარმშტადტს" 10 ტურია, არ მოუგია; "ჰანოვერი" 7 ტურია, აგებს.

სტუმრად
* "კიოლნი" 3 ტურია, იგებს; "ინგოლშტადტი" 11 ტურია, მოუგებელია; "აინტრახტი" 4 ტურია, აგებს.

რამდენად დაღალა "ბაიერნი" "ბენფიკასთან"
მატჩმა და არის თუ არა იმის შანსი, რომ რეკორდმაისტერმა "შალკესთან" ქულები დაკარგოს? ეს გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში 30-ე ტურის მთავარი კითხვაა.

"შალკე" ის გუნდია, რომელმაც წინა ტურში "ბაიერნის" მდევარ "დორტმუნდს" გელზენკირხენში ორი ქულა დაატოვებინა და რომელსაც ქულები ამ ტურშიც ჰაერივით სჭირდება, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

ხუთშაბათს თავად დორტმუნდელებსაც მძიმე ბრძოლა ჰქონდათ ("ლივერპულთან"), ბუნდესლიგაში კი კვირას, "ჰამბურგთან" ექნებათ საქმე - გუნდთან, რომელიც "ბორუსიასთვის" ყოველთვის უხერხული მეტოქეა.

ზოგადად, გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტური დღეს, აუტსაიდერი "ჰანოვერისა" და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "გლადბახის" დუელით იხსნება. შაბათის ნაშუადღევის მატჩებში კი მთავარი თემა გადარჩენისთვის ბრძოლაა:

"აინტრახტი", "ვერდერი", "აუგსბურგი", "ჰოფენჰაიმი", "დარმშტადტი" და "შტუტგარტი" ის გუნდებია, რომლებიც მე-17-დან მე-12 ადგილამდე არიან მოკალათებულნი და ელიტაში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებიათ. "აუგსბურგი" და "შტუტგარტი" კი სულაც ერთმანეთს ხვდებიან.

"ჰანოვერს" ბუნდესლიგის ანტირეკორდი ემუქრება
თუ სტატისტიკას ვენდობით, "ჰანოვერისა" და "გლადბახის" მატჩში ფრე, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რადგან ამ გუნდების ბოლო 17 დუელში ფრე არ დაფიქსირებულა.

ბოლო შვიდი დაპირისპირებიდან კი ექვსი "გლადბახმა" მოიგო. დარჩენილ 5 ტურში "ჰანოვერს", თეორიულად, მაქსიმუმ 15 ქულის აღება შეუძლია და რაკი სარელეგაციო მე-16 ადგილს 10 ქულით ჩამორჩება, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ "ჰანოვერის" გადარჩენა, პრაქტიკულად, უკვე გამორიცხულია, თუმცა თეორიულად მაინც შესაძლებელი. "წითლები" განსაკუთრებით ცუდად საკუთარ მოედანზე თამაშობენ, სადაც ზედიზედ 7 მატჩი წააგეს და ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში ერთი ბურთიც კი არ გაუტანიათ.

"ჰანოვერს" ამ სეზონში შინ 12 მატჩი აქვს წაგებული - კიდევ ერთი საშინაო მარცხი და ეს გუნდი "ფიურტის" ანტირეკორდს გაიმეორებს, რომელმაც 2012/13 წლების სეზონში შინ 13 მატჩი წააგო. აი, "გლადბახს" კი გასვლით მატჩებში უჭირს: ბოლო ხუთი სტუმრობიდან მხოლოდ ერთხელ შეძლო ერთადერთი ქულის მოპოვება.

მიონხენგლადბახელი იანჩკე ამიტომაც ამბობს, თუ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ, სტუმრადაც უნდა შევძლოთ მოგებაო. აქვე ვთქვათ, რომ "გლადბახს" ჰანოვერში ნახევარდაცვის ლიდერი ჯაკა დააკლდება - ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია.

გადარჩენისთვის ბრძოლაა "აუგსბურგისა" და "შტუტგარტის" დაპირისპირებაც, რომლებიც ამ ბრძოლაში ერთმანეთის კონკურენტები არიან. "აუგსბურგმა" წინა ტურში უკვე შეძლო უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგება - დაამარცხა რა "ვერდერი" სტუმრად 2:1. "შტუტგარტის" მდგომარეობა კი მას მერე გაუარესდა, რაც შვაბებმა 4-მატჩიანი მოუგებელი სერია (0/2/2) "გამოაცხვეს". აქვე ისიც ვთქვათ, რომ "შტუტგარტის" ფეხბურთელებმა ამ სეზონში 6 ავტოგოლი (!) გაიტანეს, რაც ერთი კლუბისთვის ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.

"ლევერკუზენმა" ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო და თანაც ისე, რომ კარი ოთხივე შეხვედრაში მშრალად შეინახა (9:0), რის გამოც "ფარმაცევტები" მეოთხე ადგილამდე, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში აღზევდნენ. შაბათს "ლევერკუზენს" იმ "აინტრახტთან" ექნება საქმე, რომელიც მე-17 ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება.

"აინტრახტს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს და, შესაბამისად, ასევე შავ დღეშია ბრემენის "ვერდერი", რომელიც ამ ტურში "ვოლფსბურგს" მასპინძლობს.

"მგლებმა" ოცნება, სახელწოდებით ჩემპიონთა "ლიგის ნახევარფინალი" მადრიდში 0:3-ით დაასრულეს და შეუძლიათ, 100 პროცენტით ბუნდესლიგაზე გადაერთონ, მაგრამ დიდი შანსია, რომ უკვე გვიანი იყოს და ევროპალიგის საგზურიც კი ვეღარ მოიპოვონ. ფაქტი ის არის, რომ 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ "ვოლფსბურგი" მე-8 პოზიციამდე ჩამოქვეითდა და საუკეთესო ექვსეულამდე 6 ქულა აშორებს.

შეუძლია "შალკეს" "ბაიერნის" გამწარება?
"ბაიერნისა" და "შალკეს" დუელი შაბათის საღამოს მატჩია, რომლის ცქერაც ნამდვილად ღირს. რაც არ უნდა ვიმარჩიელოთ იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ "ბაიერნი" ვერ გახდეს ჩემპიონი, ისტორია და სტატისტიკა შემდეგს გვეუბნება:

როცა ბუნდესლიგაში სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გუნდი 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მის ჩემპიონობას წყალი არ გაუვა! "შალკე" თავისას აუცილებლად ეცდება, რადგან გელზენკირხენელებს არაფერი აქვთ დასაკარგი, ჩემპიონთა ლიგის ან მინიმუმ ევროპალიგის საგზურის მოპოვება კი ძალიან უნდათ.

თანაც, "შალკესთვის" საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ჯერ კიდევ რეალურია, რადგან მე-4 ადგილამდე მხოლოდ სამი ქულა აშორებს.

"ჰამბურგი" "დორტმუნდისთვის" საშიში მეტოქეა!
"ჰამბურგი" ბუნდესლიგაში დიდი ხანია, ბევრი გუნდისთვის აღარ არის საშიში მეტოქე, აი, დორტმუნდის "ბორუსიას" გამწარებას კი რაღაცნაირად ყოველთვის ახერხებს ხოლმე. "ჰამბურგთან" ბოლო 7 დუელიდან "ბორუსიამ" მხოლოდ 4 ქულა აიღო!

უკანასკნელ 4 დუელში კი "დორტმუნდმა" "ჰამბურგს" სულაც მხოლოდ 1 ბურთი გაუტანა. "ჰამბურგის" თავდამსხმელი პიერ-მიშელ ლასოგა იმედოვნებს, რომ მისი 628-წუთიანი უგოლო სერია შეწყდება. ამ უკანასკნელმა ბუნდესლიგაში თავისი ბოლო გოლი სწორედ "დორტმუნდს" (პირველ წრეში) გაუტანა.

პარასკევი. 15 აპრილი
ჰანოვერი-გლადბახი 22:30
დისკვალიფიკაცია: - ჯაკა
ტრავმა: ფელიპე, ანდრეასენი, პრიბი, იამაგუჩი, ბენშოპი, უგო ალმეიდა - ალვარო დომინგესი, ნ. შულცი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 51 მატჩი: +14=8-29 (70-96)

შაბათი. 16 აპრილი
ლევერკუზენი-აინტრახტი 17:30
დისკვალიფიკაცია: რამალიო, ვენდელი
ტრავმა: ბიონიში, ჰილბერტი, პაპადოპულოსი, თოფრაქი, კამპლი - ბალაიევი, ანდერსონი, ფლუმი, მაიერი, მედოიევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 მატჩი: +26=13-22 (101-88)

აუგსბურგი-შტუტგარტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კალსენ-ბრაკერი, სტაფილიდისი, ვერჰაეგი, ესვაინი, მორავეკი, ტროხოვსკი, ჟი - გროსკროიტცი, სერეი დიე, გინჩეკი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 მატჩი: +6=0-3 (19-10)

ვერდერი-ვოლფსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჯილობოჯი - დანტე
ტრავმა: ვოლფი, ცეტერერი, ბარგფრედე, იოჰანსონი - იუნგი, დრაქსლერი, ბენდტნერი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 მატჩი: +13=7-17 (64-69)

ჰოფენჰაიმი-ჰერტა 17:30
დისკვალიფიკაცია: რუდი - ვაიზერი
ტრავმა: ბიჩაკჩიჩი, კიმი, ჰერდლინგი - ალაგუი, კურტი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 მატჩი: +4=2-5 (19-13)

დარმშტადტი-ინგოლშტადტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაიკოვიჩი, როზენტალი - ორტაგი, დანილო
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=0-1 (1-3)

ბაიერნი-შალკე 20:30
დისკვალიფიკაცია: ჩაბი ალონსო - კოლაშინაცი
ტრავმა: ბადშტუბერი, ბოატენგი, რობენი - ჰიოვედესი, უჩიდა, გორეტცკა
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 მატჩი: +46=27-18 (190-101)

კვირა. 17 აპრილი
დორტმუნდი-ჰამბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სუბოტიჩი - იუნგი დრმიჩი, ოლიჩი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 97 მატჩი: +33=28-36 (168-177)

მაინცი-კიოლნი 19:30
დისკვალიფიკაცია: - ბიტენკურტი
ტრავმა: სერდარი, სოტო, ბერგრეენი, მუტო - სიორენსენი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 მატჩი: +5=3-3 (16-9)

ბომბარდირები: 25 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 23 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - თომას მიულერი (ბაიერნი); 16 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული