ბუნდესლიგა. XXX ტური: გალახული სტუმრები [VIDEO]

AutoSharing Option
* "ჰანოვერს" ბოლო 30 წელიწადში არ ჰყოლია ასეთი ახალგაზრდული თერთმეტეული - გუნდის საშუალო ასაკი 24,5 წელი იყო.

* "ლევერკუზენმა" შმიდტის ხელში მეორედ მოახერხა ზედიზედ ხუთი მატჩის ისე მოგება, რომ საკუთარ კარში ერთი ბურთიც კი არ მიუღია!

ბუნდესლიგის 30-ე ტურში 9 მატჩიდან 8 მასპინძლებმა მოიგეს. მეცხრე და ტურის უკანასკნელ შეხვედრასაც მასპინძელი იგებდა, თანაც 2:0-ს, მაგრამ "კიოლნმა" მაინცში 0:2 3:2-ად შეატრიალა.

"ბაიერნმა" და "დორტმუნდმა" მარტივად, 3-ბურთიანი უპირატესობებით გაიმარჯვეს და მათ შორის სხვაობა ისევ 7 ქულაა. ფინიშამდე კი მხოლოდ 4 ტური დარჩა.

მიონხენგლადბახის
"ბორუსიას" მიზანი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იყო. მართალია, "გლადბახს" ჯერ კიდევ აქვს ამ მიზნის მიღწევის შანსი, მაგრამ ბოლო ოთხი თამაშიდან სამი წააგო და ფაქტობრივად, თავი დაიღუპა - მიონხენგლადბახელებს მეოთხე ადგილამდე უკვე 4 ქულა აშორებთ.

ამ ტურში "გლადბახი" ცალი ფეხით უკვე მეორე ბუნდესლიგაში მყოფ "ჰანოვერს" სტუმრობდა და ზედიზედ მეათე (!) გასვლითი შეხვედრა წააგო (0:2). წააგო იმ გუნდთან, რომელიც არა მარტო მთელ ბუნდესლიგაშია ყველაზე სუსტი, არამედ საკუთარ მოედანზეც ყველაზე უსუსურია.

არადა, ყველაფერი მიონხენგლადბახელთა სასარგებლოდ მეტყველებდა, რადგან ჯერ ერთი, "ჰანოვერი" უკვე თითქმის გავარდნილია და მეორეც: "წითლებს" ზედიზედ შვიდი საშინაო შეხვედრა ჰქონდათ წაგებული.

შესაბამისად, მოულოდნელი იყო ის, რომ "ჰანოვერმა" ეს შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, დომინირებდა და გამარჯვება, რომელიც ამ გუნდს, დიდი ალბათობით, ვერაფერში წაადგება, აბსოლუტურად დაიმსახურა. ერთი ეგაა, რომ ამ ტურში "ვერდერმაც" მოიგო და "ჰანოვერი" გადასარჩენ ზონას ისევ 10 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე კი ოდენ 4 ტურიღაა დარჩენილი.

ანუ "ჰანოვერი" ვარდება, მაგრამ ფანებისთვის ის მაინცაა პოზიტიური, რომ დანიელ შტენდელის ხელში გუნდმა აშკარად მოუმატა. თანაც, პარასკევს რომ ძირითადი შემადგენლობა ჰყავდათ, "ჰანოვერს" თავისი ისტორიის ბოლო 30 წელიწადში არ ჰყოლია ასეთი ახალგაზრდული თერთმეტეული - გუნდის საშუალო ასაკი 24.5 წელი გახლდათ.

"ჰერტაც" აიჭრა, "ლევერკუზენი" მყარად მესამეზე!
ჩემპიონთა ლიგის ჰიმნზე ოცნებობენ ბერლინშიც, მაგრამ "ჰერტა" "ჰოფენჰაიმთან" დამარცხდა (1:2) და ბოლო სამ თამაშში მხოლოდ ერთი ქულა აქვს აღებული. შესაბამისად, დედაქალაქელებმა მესამე ადგილი დაკარგეს და თუ ასე გააგრძელებენ, დარჩენილ ტურებში, შესაძლოა, ოთხეულს მიღმაც აღმოჩნდნენ. კონკურენტები? "შალკე", "მაინცი" და "გლადბახი"!

"ჰოფენჰაიმთან" მარცხი ბერლინში ზოგმა იმასაც დააბრალა, რომ ოთხშაბათს "ჰერტას" გერმანიის თასის ნახევარფინალი ელის "დორტმუნდთან", მერე კი "ბაიერნს" უნდა უმასპინძლოს. ერთი სიტყვით, ბერლინელები 21-ე ტურის შემდეგ პირველად ჩამოქვეითდნენ მესამე ადგილიდან.

სამაგიეროდ, მესამე ადგილზე უკვე მყარად მოკალათდა "ლევერკუზენი" - "ფარმაცევტებმა" მოგებათა სერია "აინტრახტთან" 3:0-ით გააგრძელეს და რაკი შესანიშნავ ფორმაში არიან, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ბაიერი" საუკეთესო სამეულში ადგილს შეინარჩუნებს.

გადარჩენისთვის მებრძოლი ფრანკფურტელები პირველ ტაიმში "ლევერკუზენს" მედგრად უძალიანდებოდნენ და საერთოდაც, "ფარმაცევტებმა" სუსტი მეტოქე მხოლოდ 70-ე წუთზეღა გატეხეს - მანამდე კი "აინტრახტს" რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა.

აქვე ვთქვათ, რომ "ლევერკუზენმა" შმიდტის ხელში მეორედ მოახერხა ზედიზედ ხუთი მატჩის ისე მოგება, რომ საკუთარ კარში ერთი ბურთიც კი არ მიუღია! ასეთი რამ აქამდე "ლევერკუზენის" არც ერთ სხვა მწვრთნელს არ მოუხერხებია.

პეპის როტაცია
მიუნხენის "ბაიერნი" ბოლო დროს სულ "ენშპილებშია", ოღონდ არა ბუნდესლიგაში. ვინც ფიქრობდა, რომ ბავარიელებს "ბენფიკასთან" მატჩის შემდეგ "შალკესთან" მოგება გაუჭირდებოდათ, შეცდა - "ბაიერნმა" საკმაოდ მარტივად, 3:0 გაიმარჯვა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მორიგ ჩემპიონობას.

ის ფაქტი, რომ მიუნხენელებს დაღლა არ ეტყობოდათ, ხოსეპ გვარდიოლას დამსახურებაა, რომელმაც, როგორც სჩვევია, როტაციას მიმართა. ხავი მარტინესი განაცხადშიც კი არ ყოფილა, თომას მიულერი კი სკამზე იჯდა.

სამაგიეროდ, ძირითადში გამოჩნდნენ მარიო გიოტცე და რობერტ ლევანდოვსკი. ჯამში კი, ლისაბონში ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით, პეპმა ძირითად შემადგენლობაში ექვსი მოთამაშე შეცვალა.

პირველ ტაიმში ძალიან უღიმღამო ფეხბურთი ვიხილეთ - ეს შეხვედრა სულაც არ ჰგავდა ბუნდესლიგის ლიდერისა და სახელოვანი მეშვიდეადგილოსნის დუელს. მიუნხენელები ორთაბრძოლების 40 პროცენტსაც კი ვერ იგებდნენ და პირველ ტაიმში მხოლოდ 25 პროცენტი მოიგეს, რაც ამ სეზონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. "შალკეს" ტაქტიკა 3-4-3 კი გახლდათ, მაგრამ გელზენკირხენელები თავს 5 მცველით და 4 ნახევარმცველით იცავდნენ და მხოლოდ შეტევაში ჰქონდათ რეალური 3-4-3.

ტრიბუნაზე გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი და მეკარეების მწვრთნელი ანდრეას კიოპკე ამთქნარებდნენ. როგორც ჩანს, შესვენებაზე გვარდიოლამ შეგირდებს ლექცია წაუკითხა, რადგან მეორე ნახევარში გაცილებით მონდომებული "ბაიერნი" ვნახეთ და შედეგმაც არ დააყოვნა.

"ფეხბურთელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ უკვე გერმანიის ჩემპიონები ვართ, სკამზე დასხდებიან! შესვენებაზე ბიჭებს ეს ფრაზა კიდევ ერთხელ გავუმეორე", - აღნიშნა მატჩის შემდეგ რეკორდმაისტერის ესპანელმა დამრიგებელმა.

რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავას უკვე 27 გოლით ლიდერობს, მესამე გოლი კი არტურო ვიდალის ანგარიშზეა, რომელიც მიუნხენელთა რიგებში საუკეთესო იყო და ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან საუკეთესო შეფასებაც (1) დაიმსახურა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXX ტური
15 აპრილი
ჰანოვერი-გლადბახი 2:0
გოლები: 1:0 ანტონი (49), 2:0 ა. ზობიეხი (60)
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, მილოშევიჩი, ს. სანე, ალბორდნოსი - ანტონი (88. ჰოფმანი), შმიდებახი - სარენრენი (77. სულეიმანი), კიოტაკე, ქარამანი - ა. ზობიეხი (83. სალაი).
გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - ელვედი (83. ჰანი), შტრანცლი, ნორდტვეიტი, ვენდტი - დაჰუდი (54. ტრაორე), ა. კრისტენსენი - აზარი (54. ჰერმანი), შტინდლი, ფ. ჯონსონი - რაფაელი.
გაფრთხილება: ს. სანე, შმიდებახი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 22-11; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 12(8)-8(2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 46 196

16 აპრილი
ლევერკუზენი-აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0 კამპლი (70), 2:0 ბრანდტი (76), 3:0 ბელარაბი (90)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - იედვაი, თაა, კრამერი, ჰენრიხსი - იურჩენკო (84. ფრეი), არანგუისი - ბელრარაბი, ჩალჰანოღლუ (59. კისლინგი), ბრანდტი - ჩიჩარიტო (70. კამპლი).
აინტრახტი (4-1-4-1): ჰრადეცკი - ჩანდლერი, აბრაამი, რუსი, ოჩიპკა - ჰასებე - აიგნერი (77. ვალდმიშდტი), შტენდერა (46. კიტელი), ჰუსტი, სეფეროვიჩი - კასტაინოსი (61. ჯაპკა).
გაფრთხილება: იურჩენკო, ბელარაბი, თაა, იედვაი - სეფეროვიჩი, აიგნერი, ჩანდლერი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 9-1; კარში დარტყმა: 12(6)-9(6); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 30 210

აუგსბურგი-შტუტგარტი 1:0
გოლი: 1:0 ფინბოგასონი (36)
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ოპარე, გუველეუვი, კლავანი, მაქსი - ბაიერი (93. იანკერი), კორი - კოო, ჰალილ ალთინთოფი (85. ჰონგი), კაიუბი - ფინბოგასონი (80. ბობადილია).
შტუტგარტი (4-4-2): ტიტონი - შვააბი, სუნჯიჩი, ნიდერმაიერი, ინსუა - კლაინი (46. მაქსიმი), გენტნერი, დიდავი, კოსტიჩი - ვერნერი (84. კლიმენტი), კრავეცი (73. ტაშჩი).
გაფრთხილება: ოპარე, კორი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13(6)-10(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 30 660

ვერდერი-ვოლფსბურგი 3:2
გოლები: 1:0 პისარო (32-პენ), 1:1 გილავოგი (36), 2:1 ბარტელსი (64), 3:1 იატაბარე (83), 3:2 დოსტი (86)
ვერდერი (4-2-3-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, გალვესი, ვესტერგაარდი, ს. გარსია (54. შტერნბერგი) - ფრიტცი, გრილიჩი - იატაბარე (90. იოზთუნალი), იუნუზოვიჩი, ბარტელსი - პისარო (83. ჰიუზინგი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ვიეირინია (72. დ. კალიჯური), ნალდო, კნოხე, როდრიგესი - გილავოგი (72. კრუზე), ლუის გუსტავო - ბრუნო ენრიკე (58. ტრეში), არნოლდი, შიურლე - დოსტი.
გაფრთხილება: ს. გარსია - შიურლე, ვიეირინია, ლუის გუსტავო, ბენალიო, არნოლდი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 21(9)-8(3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 40 557

ჰოფენჰაიმი-ჰერტა 2:1
გოლები: 0:1 შტარკი (27), 1:1 შერი (33), 2:1 უთი (85)
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - შერი (53. კადერაბეკი), ზიულე, შტრობლი - ტოლიანი, პოლანსკი, ამირი, ოხსი (67. შვეგლერი), ფოლანდი (84. ცუბერი) - უთი, კრამარიჩი.
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, შტარკი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - ლუსტენბერგერი, სკიელბრედი - ჰარაგუჩი (88. ბაუმიოჰანი), დარიდა (85. ვან დერ ბერგი), კალუ - იბიშევიჩი (72. შიბერი).
გაფრთხილება: პოლანსკი, კადერაბეკი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 17(7)-10(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 27 745

დარმშტადტი-ინგოლშტადტი 2:0
გოლები: 1:0 რაუში (51), 2:0 ვაგნერი (85)
დარმშტადტი (4-2-3-1): მათენია - იუნგვირთი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი - ნიმაიერი (42. კემპე), გონდორფი - ჰელერი (73. სირიგუ), ვრანჩიჩი, რაუში - ვაგნერი (88. პლატე).
ინგოლშტადტი (4-1-2-3): იოზჩანი - და კოშტა, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ბაუერი - როჯერი (81. ლექსი) - პ. გროსი, კრისტიანსენი - ჰინტერზეერი (54. ლეკიე), ლესკანო, ჰარტმანი (70. კოენი).
გაფრთხილება: რაუში, ვაგნერი - კრისტიანსენი, ლეკიე, მ. მატიპი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 20-22; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 6(3)-8(3); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 15 600

ბაიერნი-შალკე 3:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (54), 2:0 ლევანდოვსკი (65), 3:0 ვიდალი (73)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ბენატია (63. კიმიხი), ალაბა, ბერნატი - ვიდალი (78. როდე) - კომანი, ლამი, გიოტცე, დუგლას კოშტა (68. რიბერი) - ლევანდოვსკი.
შალკე (3-4-3): ფერმანი - რიტერი, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი - ჟუნიორ კაისარა, ჰოიბერგი, გაისი (69. ბელჰანდა), აოგო - ლ. სანე, ჰუნტელაარი (69. მ. მაიერი), ჩუპო-მოტინგი (82. შიოპფი).
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 6-2; ჯარიმა: 10-7; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 14(7)-7(4); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 75 000

17 აპრილი
დორტმუნდი-ჰამბურგი 3:0
გოლები: 1:0 პულიშიჩი (38), 2:0 რამოსი (44), 3:0 რამოსი (44)
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - გინტერი (75. შმელცერი), ს. ბენდერი, ჰუმელსი, პასლაკი - გიუნდოგანი (65. ლაიტნერი), შაჰინი - კასტრო (75. ობამეიანგი), კაგავა, პულიშიჩი - რამოსი.
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, კლებერი, სპაჰიჩი, ოსტჟოლეკი - ეკდალი, კაჩარი (54. დრობნი) - ნ. მიულერი (67. გრეგორიჩი), ჰოლტბი, ილიჩევიჩი - ლასოგა (35. შიპლოკი).
გაძევება: ადლერი (52. ჰამბურგი)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 10-0; ჯარიმა: 6-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14(5)-5(1); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 81 359


მაინცი-კიოლნი 2:3
გოლები: 1:0 კორდობა (9), 2:0 ბალოგუნი (49), 2:1 რისსე (64), 2:2 იოიჩი (74), 2:3 მოდესტე (82)
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბელი, ბალოგუნი, დონატი (85. ონისივო) - ბაუმგარტლინგერი, ლატცა (51. ფ. ფრაი) - კლემენსი (80. დე ბლასისი), მალი, ჟაირო - კორდობა.
კიოლნი (3-4-3): ჰორნი - მარო, მავრაი, ჰაინტცი (60. ოსაკო) - რისსე, ლემანი, ჰექტორი, მლადენოვიჩი - ცოლერი (60. იოიჩი), მოდესტე, გერჰარდტი (86. ფოგტი).
გაფრთხილება: დონატი - მავრაი, გერჰარდტი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 18(7)-12(4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 33 275

ბომბარდირები: 27 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 23 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - თომას მიულერი (ბაიერნი); 16 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური
22 აპრილი:
ჰამბურგი-ვერდერი

23 აპრილი:
ვოლფსბურგი-აუგსბურგი, შტუტგარტი-დორტმუნდი, კიოლნი-დარმშტადტი, ჰერტა-ბაიერნი, ინგოლშტადტი-ჰანოვერი, შალკე-ლევერკუზენი

24 აპრილი:
გლადბახი-ჰოფენჰაიმი, აინტრახტი-მაინცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული